რატომ ითვლება ალექსანდრე ონოფრიშვილი განათლების ჯალათად?!

რატომ ითვლება ალექსანდრე ონოფრიშვილი განათლების ჯალათად?!

არ გამოვრიცხავთ, რომ ბეწვის ხიდზე გიწევთ სიარული და თქვენი დადებითად თუ უარყოფითად შეფასება, შესაძლოა, ზოგჯერ გადაჭარბებულიც იყოს ხოლმე, თუმცა ვერ უარვყოფთ, რომ საზოგადოების დიდ ნაწილში ნდობით სარგებლობთ და წესიერი ადამიანის იმიჯს ატარებთ. ამიტომ, საახლწლოდ გვინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ მთელი შესაძლებლობით გაითავისოთ,  რა შეიძლება მოუტანოს ხვალინდელობას განათლების სისტემის სიკვდილმა, რომელიც რეალობა გახდა და რომელიც ცალკეული უზნეო ადამიანის ბოროტების შედეგს წარმოადგენს. ამიტომაც მოგმართავთ, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელსაც და როგორც პიროვნებასაც.

 

მართალია, განათლების პოლიტიკის მმართველი ალექსანდრე ჯეჯელავაა, მაგრამ სინამდვილეში შიდა კულუარულ მართვას და მთელი საგანმანათლებლო სისტემის ხრწნას მესაჭეობს სამინისტროს შიდა აუდიტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი. მისი დანაშაულობანი არაერთხელ გამოვამზეურეთ ჯერ კიდევ მანამ, სანამ  რუხი კარდინალის უხილავ საცეცების შესახებ საერთოდ არავინ იცოდა. გვესმის, რომ მისი „მიხედვა“ მინისტრის პრეროგატივაა, მაგრამ საქმეც ისაა, რომ  ბატონი ჯეჯელავა მხოლოდ ცარიელი სიტყვებით შემოიფარგლება და სინამდვილეში კი ხელს აფარებს საგანმანათლებლო სისტემის დამანგრეველს. ჯეჯელავა ვერ მოერია სანიკიძე-ონოფრიშვილის შეთქმულ კორუმპირებულ კლანს და მათ ხელში და მათი ინტრიგებით მასხარად გადაიქცა. გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ონოფრიშვილს მფარველობს ისევ მისნაირი კორუმპირებული ელიტა და ასევე უცხოური აგენტურული მესვეურები!

 

რატომ ითვლება ონოფრიშვილი განათლების ჯალათად?

 

რადგან ის გახლდათ უშუალო ორგანიზატორი და აღმსრულებელი  ავადსახსენებელი მინისტრ სანიკიძის მიერ დაგეგმილი მოქალაქეთა (სისტემის მუშაკთა) მასობრივი დისკრიმინაციისა, პოლიტიკური რეპრესიებისა.

 

რესურსცენტრების უფროსთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომების ოქმებით, შესაბამის კანონმდებლობით, მათ შორის შიდა აუდიტის დებულებით, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებებით დასტურდება რომ:

 

ის პირადად და  და საკუთარი უწყების თანამშრომელთა მეშვეობით მონაწილეობდა მასობრივ „წმენდებში“. საქართველოს ფინანსური კანონმდებლობის, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დებულების დარღვევით მონაწილეობდა საჯარო მოხელეთა ე.წ. „საკონკურსო“ კომისიებში და ბლოკავდა არასასურველი კანდიდატების თანამდებობებზე შერჩევას. მისი ორგანიზებით და მეთვალყურეობით სისტემიდან გააძევეს  არაერთი პედაგოგი (მათ შორის ჩვენი ხელმძღვანელი და დაუღლელი მებრძოლი დავით ფერაძე), სკოლის დირექტორი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მანდატური, სამინისტროს თანამშრომელი... ამიტომაც უწოდეს მას განათლების „პალაჩი“.

 

რატომ ითვლება ონოფრიშვილი განათლების სამინისტროს „კასირად“?

 

რადგან წლების განმავლობაში ონოფრიშვილზე გადიოდა სამინისტროში დამუშავებული ყველა კორუფციული სქემა და ნეპოტისტური წიაღსვლები.

 

საჯარო რეესტრის, შესყიდვების სააგენტოს მასალებით, დასტურდება, რომ:

 

დიდი ხნის წინ შემუშავდა ისეთი კორუფციული სქემები, როგორიცაა სახელმძღვანელოების საქმე, სატელეფონო ხარჯვები, გრანტების საქმე, ინფრასტრუქტურული კორუფციული დეტალები, სამივლინებო ხარჯები, და ა.შ.

 

წამყვანი სატელევიზო ეთერებით დოკუმენტურად რამენჯერმე გავასაჯაროვეთ მის მიერ  ორგანიზებული ერთ-ერთი მსხვილი კორუფციული სქემა სკოლების დირექტორთა დახარკვის თაობაზე. კერძოდ: ონოფრიშვილმა სხვის სახელზე დააფუძნა ე.წ. საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის „გავლითაც“ ონოფრიშვილი, ვითომც იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ სკოლის დირექტორებს „აწერს“ გადასახადს. მათი ოდენობა მილიონობით ლარს აღწევს, სამინისტროს კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, ასეთი სკოლები იძულებულნი არიან ჩაერთონ ონოფრიშვილის კორუფციულ აფიორაში.

 

არადა, მათ სულაც არ ჭირდებათ ამგავრი იურიდიული მომსახურება და რომც დაჭირდეთ, საამისოდ რესურსცენტრებში ისედაც მრვალადაა იურისტთა შტატები. ამ კორუფციულ სქემაზე მასალები დღემდე დევს პროკურატურაში, მგრამ ვიღაც ამუხრუჭებს საქმის დაძვრას.

 

რაშია ონოფრიშვილის მმართველობის ამორალურობა?

 

განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის ელექტრონული სამსახურებრივი ბარათებით, სამინისტროდნ მიღებული საჯარო ინფორმაციებით დასტურდება ტოტლიტრიზმის ამ უამრავი გამოვლინება:

 

ონოფრიშვილმა განაახლა დანოსების სისტემა. რომელიც კომპრომატებსა და დაშინებებზეა დაფუძნებული.

რესურსცენტრებში მომუშავე წარმომადგენლები - ე.წ. აუდიტის სპეციალისტები ყოველკვირეულად უგზავნიან მას ელექტრონულ „ანგარიშებს“  რესურსცენტრებისა და სკოლების ხელმძღვანელებზე, მათ შორის საეჭვო პედაგოგებზე. ამ ანგარიშებმა უნდა „განსაზღვრონონ“ დასმენილ პირთა პოლიტიკური სანდოობა ონოფრიშვილის თვალში. ეს, სისტემა, როგორც ჩანს ჯერ შევარდნაძიდან, ხოლო შემდგომ სააკაშვილის რეჟიმიდან გადმონერგა. იგივე მიზნით, ონოფრიშვილისსავე დირექტივით სკოლის მანდატურები სცდებიან დაკისრებულ ფუნქციებს და აწარმოებენ თვალთვალს პედაგოგებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებზე. ამას აქვს მასობრივი ხასიათი და ესაა ტოტალიტარიზმის საუკეთესო მაგალითი ჩვენ დროში.

 

ამორალური სტილის მეორე გამოვლინებაა „ანონიმკები“. ანონიმკებს ხშირად თავად ონოფრიშვილი წერს,  შემდგომ თავის თავს უგზავნის და თავადვე განიხილავს. ანონიმკები იწერება სისტემის თანამშრომლებზე და ეყრდნობა ზემოდასახალებულ დანოსებს.

 

ამორალობის მორიგი გამოვლინებააა ზონდერჯგუფების შექმნა და თარეში. ჯგუფი ასრულებს სპეცდავალებებს პოლიტიკური (არა პარტიული) ნიშნით პირთა დასასჯელად, ამ ჯგუფში თამამად შეიძლება განვიხილოთ დენის წურწუმია („დენის დოქსოფულო“), ნოდარ წამალაშვილი („მორიელა ნოდარა“), თეონა გაბიჩვაძე... ესენი არიან სააკაშვილის დროიდან შემორჩენილი  შიდა აუდიტის არისტოკრატები. მათთვის გაიცემა ნოყიერი პრემია-დანამტები. ისინი მონაწილეობენ კორუფციულ სქემებში, ზემოხსენებულ კონსულტანტთა საქმეშიც... საინტერესოა, რომ ამ პირებმა, სააკაშვილის მმართველობის დროს  მოკვლევა ჩაატარეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ამჟამინდელი მოადგილისა და ყოფილი დირექტორის ლია გიგაურის წინააღმდეგ, შედეგად გიგაური დირექტორობიდან გაუშვეს. ახლა კი მათი გიგაურისა და ამ „არისოკრატების“ კაბინეტები გვერდიგვერდაა.

 

ამ ზონდერჯგუფისა და რამდენიმე არასაშტატო თანამშრომლების მონაწილეობით ონოფრიშვილმა შექმნა არალეგალური პიარსამსახური. ისინი ეწევიან ინტერნეტ სივრცის „ათვისებას“, ქმნიან ყალბ ფეისბუქგვერდებს და ამ მეთოდით თავს ესხმიან  ოპონენტებს, მათ შორის ჩვენ ხელმძღვანელს დავით ფერაძეს.

 

ამორლიზმის შემდგომი გამოვლინებაა აზრის გამოხატვის შეზღუდვის მცდელობა. თავისუფალი აზრის და სიტყვის მუდმივ შიშშია ონოფრიშვილი, რადგან  ამით ვლინდება მისი თავაშვებულობა. ამიტომ, მისი დავალებით, სკოლის დირექტორების ერთ-ერთი ფუნქიცა გახდა სოციალური ქსელების მასობრივი კონტროლი და პედაგოგთა აქტივობების „მონიტორინგი“, პედაგოგებს აკრძალული აქვთ უკმაყოფილების გამოხატვა, კრიტიკული პოზიციების დაკომენტარება და ა.შ. ამის გამოა, რომ პედაგოგთა უდიდესი უმრავლესობა სოციალური ქსელითაც კი ერიდება თუნდაც მცირე კრიტიკის გამოხატვას, რომ არაფერი ვთქვათ მედიასთან თანამშრომლობაზე.

 

უკანონო დავალებების შესრულებისთვის ონოფრიშვილის თანამშრომლები ჯილდოვდებიან პრემიებით. შეუსრულებლობა კი იწვევს უარმყოფელთა დევნას. იყო  შემთხვევები, როდესაც სამინისტროს თანამშრომლებმა უარი თქვეს ასეთი ბინძური პრემიების მიღებაზე, რის გამოც ონოფრიშვილმა ისინი სამსახურდიან გააძევა, თუმცა სასამართლომ  აღადგინა.

 

ონოფრიშვილის  წარსული.

 

ონოფრიშვილის წარსული მეტ-ნაკლებად ადრეც გავასაჯაროვეთ. სიდუმლო ინფორმატორები გვიდასტურებენ შემდეგს:

 

ონოფრიშვილი მეტსახელად „კრასავჩიკი“,  ეჭვმიტანილია ტერორისტ გიორგაძის პროტეჟეობაში (როგორც წესი, სპეცსამსახურების წარმომადგენლები სიცოცხლის ბოლომდე დავერბოვკებულები არიან). სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ეს ბატონი გახლდათ ფინანსური პოლიციის თბილისის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, ანუ ბიზნესმეთა მთავარი მატერორებელი კეზერაშვილის  გეგმების შემსრულებელი.  ამ ტერორის დროს როგორც ჩანს მან მოახერხა გამხდარიყო სავაჭრო ცენტრის - „ქარვასლის“ ერთ-ერთი მოწილე, თუმცა გაურკვეველია, ვისზე გადაფორმა ამჯერად ეს წილი. მისი კონკრეტული აგენტურული საქმიანობა ძნელი გამოსავლენია, თუმცა ცხადია, რომ ის თანმადებობებს დემდე ეფარება და თან კარგადაც ითბობს ხელს. ძნელი მისახვედრი არ იუნდა იყოს, რომელი ქვეყნებში უნდა ვივარაუდოთ  ონოფრიშვილის მფარველი ძალის მისამართი.  ძალზედ საყურადღებოა, რომ სისტემაში, ონოფრიშვილი განსაკუთრებით ეროვნულ ძალებს, მათ შორის,  ე.წ. ზვიადიტებს  უცხადებს დაუნდობელ ომს. უკანსკნელ ანტიეროვნულ გადაწყვეტილებად უნდა ჩაითვალოს თელავის ერთ-ერთ საჯარო სკოლისთვის ეროვნული გმირის - მერაბ კოსტავას სახელის ჩამორთმევა.

 

დიდი ხანია ვაყენებთ საკითხს,  რომ აღმოსავლეთ ევროპის მსგავსად ყოფილ კომუნისტ ფუნქციონირებს და მათთან რაიმე აგენტურულ საქმინობაში მყოფ ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ თანამდებობის დაკავების უფლება და ამაზე კანონიც უნდა არსებობდეს. ჩვენ ქვეყანაში კი რა ხდება?  უცხოური სპეცსამსახურების აგენტს, კორუმპირებულს, მდევნელს, ტერორისტს განათლების სისტემის არაფორმალური მართვა აბარია. შედეგი რა არის? განადგურებული განათლება, მთელი თავისი დარგებით და განშტოებებით, პრესტიჟელახული და შეურაცხყოფილი პედაგოგები და მეცნიერები, სხვა თანამშრომლები.

ასეთ დროს პედაგოგებისა და განათლების სისტემას ერთადერთი დამცველი ორგანიზაცია - პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი ყავს, თუმც პრობლემის სახელმწიფოებრივი მოგვარება თქვენ ხელთაა და არა ჩვენ ხელთ. ამიტომ მოვითხოვთ:

უსწრაფესად დაავალოთ მთავრობას ზემომოყვანილი ფაქტების შესწავლა;

 

დაავალოთ პროკურატურას ჩვენ მიერ ხსენებული „თაროზე შემოდებული“ „კონსულტანტთა საქმის“ კორუფციული სქემის შესწავლა;

 

ჩამოაშოროთ სისტემას ონოფრიშვილი;

 

გაათავისუფლოთ სკოლები ონოფრიშვილის დაკისრებული კორუფციული ხარკისგან.

 

ასევე მოვითხოვთ, რომ გვაცნობოთ თქვენი შემდგომი რეაგირების შესახებ, იმედს ვიტოვებთ, არ დაგვჭირდება საერთაშორის ორგანიზაციების შეწუხება აღნიშნულ საკითხებზე!

 

თქვენი ადეკვატური რეაგირება დადებითად იმოქმედებს სასკოლო სივრცეში თქვენ შემდგომ იმიჯსა და ნდობაზე!

 

აქვე დავძენთ, რომ პედაგოგთა საკოორდინაცო ცენტრი არ ამთავრებს ბრძოლას სოციალური სამართლიანობისათვის!

 

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი

დეკემბერი. 2016 წელი.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: