ზვიად ნოდია: გველი მსოფლიოს უკვე შემოერტყა და კუდის პირში ჩადებაღა დარჩენია!

ზვიად ნოდია: გველი მსოფლიოს უკვე შემოერტყა და კუდის პირში ჩადებაღა დარჩენია!

ახლახან „ივერიონში“ გამოქვეყნდა ზაურ ნაჭყებიას სტატია „როგორ მოისყიდა და როგორ დაიმონა ბიძინა ივანიშვილმა ქართველი ინტელიგენცია“... აზრთა სხვადასხვაობა, პირველ რიგში, გამოიწვია პრობიძინისტობამ, მერე კი - ინტელიგენციის გაიგივებამ საბჭოთა-წითელ ინტელიგენციასთან. იყო კამათი იმაზეც, თვით ამ ტერმინის არსში უნდა მოვიაზრებდეთ თუ არა რჩეულ საზოგადოებას;

ზოგიერთი საკითხს შემდეგნაირად აყენებს: ინტელიგენციის დუმილი  უნდა ჩაითვალოს მოსყიდვად თუ მადლიერებისგან განპირობებულ კომპრომისად? ამასთან, ბიძინას ბრალია, რომ მას მიეყიდნენ, თუ გარემოებამ აიძულა ისინი?...

 

მოდით, ჯერ ამაზე ვცადოთ პასუხის გაცემა. პასუხი მარტივია - და ესაა სწორედაც უმთავრესი პრობლემა საქართველოს შეუქცევადი ნგრევისა - ივანიშვილმა არც ნგრევის შეჩერებას შეუშალა ხელი, არც აღმშენებლობა დაუწყია და ყველა, მათ შორის ინტელიგენცია, თავისი აქ არსებობის „გასაპრავებლად“ გამოიყენა, ანუ, კი არ გააცოცხლა ინტელიგენცია, არამედ, მათ მორალურ კვდომას შეუწყო ხელი!

წინასწარვე განვაცხადებ, რომ ჩემი აზრები არ ემსახურება ივანიშვილის პიროვნულ შეურაცხყოფას, პირიქით, მხოლოდ მის როლს ვაანალიზებ!

ერთი სიტყვით, ხსენებულმა სტატიამ ჩემშიც ჰპოვა გამოხმაურების სურვილი, რამდენადაც „ქართლის ჭირისა“ და მისი ერთ ადგილზე ბუქნაობისა და მისგან გამოწვეული გადაგვარების თუ გადაშენების მიზეზებზე მეც განუწყვეტლივ ვფიქრობ და ჩემებურ გამოსავალსაც  გთავაზობთ...

მე ვსვამ საკითს ასე: რა განსხვავებაა ბიძინისებურად მშვიდობიანად დაიქვემდებარებ ერის ავტორიტეტულ ნაწილს, თუ ლენ-სტალივით აგრესიულად მოხდი ნაღებს ერს?

ანუ, რა მნიშვნელობა აქვს,  თავს წააგდებინებ,  თუ  მოისყიდი - მაინც  თანამონაწილედ აქცევ, დაამდუმარებ, როგორც ეს ასახულია ამ ფორმულაში - „ქრისტე დუმილით გაიცემა“... ამ მხრივ, ეკლესიის იერარქიაც ერის ავტორიტეტული ნაწილია და პასუხისმგებლობაც ეკისრებათ...

მე ვამბობ, რომ უწინარესად გვებრძვიან მართლმადიდებლობის გამო! 

ამიტომ, ვსვამ საკითხს ამგვარად, რომ, ძირითადად გეოპოლიტიკური და უფრო მეტად კი - „მსოფლიო წესრიგის“ პოზიციიდან არის მოტანილი იერიში არა უეცარი, არამედ, საქართველოს თანდათანობითი ლპობისთვის და არა აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, არც ქვეყნებს, ანუ „მზე არ ამოჰყავს“ არც რუსეთს და  არც ამერიკას, არამედ, მათ ამოძრავებთ მსოფლიო ფარული მთავრობა და გიგანტი ქვეყნები თუ ოლიგარქები  თვითონ არიან  მოსყიდულები!

დიახ, თავად არიან  მარიონეტები, კოლაბორაციონისტები და შესაბამისადვეა მოსყიდული ადგილობრივი ავტორიტეტები-ინტელიგენცია-ცნობადი სახეებიც; 

სწორედ  ამ არასახარბიელო  კონტექსტში არიან ისინი გამოყენებულნი და არც განვიკითხავ - მადლიერების გამო დუმან თუ ხმაურობენ, ფაქტია, რომ - საქართველოს დეგრადაცია პიკს ურტყამს!

ამ შემთხვევაში მე ჩვენს ერზე ვაკეთებ აქცენტს, თორემ, ფარული მთავრობა და მათგან დასმული მთავრობები მთელ კაცობრიობას ერჩიან და მონათმფლობელურ გაბატონებას ანხორციელებენ -„თავისუფლების“, „სოლიდარობის“, „თანასწორობის“ ლოზუნგებით.

ასე, რომ,  ხილული თუ უხილავი ბრძოლებით ერების დაკაბალება და „ახალი ადამიანის“ გამოყვანა, იქნება ეს - ფინანსური გააგენტებით თუ იდეოლოგიური ზომბირებით, საერთო ჯამში, შეგნებული ან შეუგნებელი  მონობაა და ძირფესვიანად წყვეტს ერს  როგორც ეროვნულ წიაღს, ასევე აკარგვინებს ზეციურ მოქალაქეობას!

აქედან გამომდინარე, მეტ პასუხისმგებლობას ვაკისრებ ეკლესიურ საზოგადოებას, განსაკუთრებით იერარქებს, რომლებიც ორთავ სოფლის კონტექსში მსოფლმხედველობის გარეშე ერს გაწარმართებაში, ანუ, ქრისტეანობის პაგანიზაცია (გაველურება)-ში უწყობენ ხელს და უკარგავენ რჩეული ერის მესიანისტურ ფუნქციას.

ამ მხრივ, საეკლესიო ელიტა, როგორც უხილავი და ზეციური დატვირთვის გამთვალისწინებელი ფენა თუ ნაწილი საზოგადოებისა, გაცილებით მეტს ნიშნავს ერისთვის, ვიდრე, ათეისტური ან პანთეისტური ინტელიგენციის როლი, თუმცა, როგორც ჩანს, საანალიზო თემის, ანუ მოსყიდულობის პრობლემა უკვე აშკარად დგას ეკლესიაშიც;

გარდა ამისა, საეკლესიო წრეებში სარწმუნოების გამიწიერების პროცესიც შეინიშნება, რაც, ერთის მხრივ, სეკულარიზაციის, ანუ ამა სოფლის სულისკვეთებით გაჟღენთვითაა გამოწვეული და მეორეს მხრივ - ეკლესიურობის გაეროვნულობისა, სულიერი თამასის ჩამოწევისა. ნაცვლად იმისა, რომ ღმრთივ რჩეული ერის სტატუსი და ორთავ სოფლის კონტექსტში მოქალაქეობა შეინარჩუნონ; უფრო მეტიც, ამ ეთნო-ფილეტიზმმა იმ დონემდე გააპოლიტიკურა ისინი, რომ ზოგი ფანატიკოსი მედასავლეთეა და ზოგი კვლავაც - ჰომოსოვეტიკუსი...

რომ არა, ეს ამობრუნებული ცნობიერება, არცერთი, არც მწერლების, არც მეცნიერების, მით უფრო პოლიტიკოსების ინტელიგენცია ვერ შეედრება სამღვდელოებას ერის ხსნაში. აი, სწორედ ამაშია ჩემი შემოთავაზებული მესიანისტური იდეის არსი - ერის ძირითადმა ბირთვმა უნდა იცოდე ქრისტეს ეკლესიაც და მისი მტრის ენაც და ისე ემსახურო ღმერთს, რომ შენგან მოურეველი მტერი თავად დაგიმარცხოს!

საჭიროა ისეთი სარწმუნოებრივ-ეროვნული მოძრაობა, რომელიც მიესადაგება სამყაროს შემოქმედის მესიჯს - „თუ ჩემი კანონის მიხედვით იცხოვრებთ, დაგიცავთ მტრისგან!!!“ 

ვინმე იტყვის - საქართველოში სხვა სარწმუნოების ხალხები არ დავაფრთხოთო, ვპასუხობ: ეკლესიური ერი 70-იდან 80 პროცენტამდეა და ეკლესიის აღდგენა საბჭოთა კავშირამდელ ეკლესიურობაში ამათი გასაკეთებელია, მერე კი - ყველას უფლებები იქნება გათვალისწინებულ-დაცული. აღმოსაფხვრელია სერგიანული დაქვემდებარება მასონურ მთავრობებთან და ანტიქრისტეს მსოფლიო რელიგიისთვის გზის გამკვალავი ეკუმენისტური ერესი. მესიანისტური მისიით ერის დაინტერესება-დამუხტვა დააძლევინებს მათ პესიმიზმს და გამოაცოცხლებს.  როცა ერი გაიაზრებს, რომ მისი  ძალა ღმერთშია და საამისოდ საჭიროა ეკლესიის განწმენდა ახალი რუის-ურბნისით, ყოველივეს იღონებს და საკურთხეველს ღმერთს გაუსწორებს, ისე, როგორც ეგების. მხოლოდ ამაშია საქართველოს გადარჩენის ერთადერთი შანსი. ვერა და ვერ მიხვდნენ იმ მარტივ სიბრძნეს, რომ ჩვენს ხელში მართლმადიდებლობა გადავაქციოთ დავითის შურდულად, რაც დაგვამარცხებინებს გოლიათებს!

რაც შეეხება ბატონ ზაურ ნაჭყებიას სტატიის ოპონენტებს:  

1. ინტელიგენტი - ლათინური სიტყვაა და ნიშნავს - მცოდნეს, მოაზროვნეს, გონებრივად მშრომელს; ხოლო,  ინტელიგენცია - სოციალური ფენაა და შედგება გონებრივი მშრომელებისგან, რომელთაც აქვთ ცოდნა მეცნიერების და კულტურის სხვადასხვა დარგებში.

ცხადია, არსებობს გონიერი გლეხიც, მაგრამ, უხერხულია საკითხის ასე დაყენება - „რითი  სჯობია გონიერ გლეხს ინტელიგენტი“... არამედ, შეიძლება ვთქვათ: - გააჩნია, ვის უნდა ერქვას ინტელიგენცია...

მოსყიდულებს? - არა, ვინაიდან, სინდისის წინაშე ვერ წავა კეთილგონიერი კაცი; ამიტომაც მოხადეს ერს ნაღები საბჭოელებმა და ვინც დატოვეს, იმათ ეწოდათ „წითელი ინწილიგენცია“ და სერგიანელი სამღვდელოება. მაგრამ, იყვნენ ისეთნიც, რომლებიც ჭეშმარიტებას არ გადაცდენიან...

თემა დასამუშავებელია, მაგრამ, აქ არაა ამის ადგილი და არც ტერმინში არაა საქმე, არამედ არსში და თუნდაც მადლიერების გამო დუმდეს მავანი, სწორედ ესაა მომსყიდველის მიზანი. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც არსებობს ღირსეული გამოსავალი: მადლობით გამომშვიდობება და საზოგადო შენანება! 

2. სრულიად არასწორად უდგებით არამცთუ მოცემულ თემას, არამედ - ცხოვრებისეულ მოცემულობასაც... აბსურდია საკითხის დაყენება, ანუ არჩევანის გაკეთება სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, მაშინ, როცა შესაკრებთა გადანაცვლება-ჩანაცვლებით ჯამი არ იცვლება!

მანამ, სანამ ხილულისა და უხილავის კონტექსტში ხედვას არ ისწავლით, რა აზრი აქვს და ვის უდარებთ ერთმანეთს?  ბატონი ბატონია!.. ამაზეა ნათქვამი - „ქართველს ბატონის გამოცვლა თავისუფლება ჰგონიაო“.

ამაზე უარესი წყობილება მხოლოდ მონათმფლობელობაშია და არის კიდევაც ამჟამად ნეომონათმფლობელური ეპოქა - ე. წ. უფლებების დაცვისა და დემოკრატიული ფასადის ხარჯზე.

არადა, ასეთ შემთხვევაში სწორედ ის უნდა დავინახოთ, რომ საქმე გვაქვს - კოლაბორაციონისტულ მმართველობით სისტემასთან, რომელშიაც ფიგურები იცვლება, მაგრამ, საქმე უარესდება!

ანუ, ეს იმ სისტემის ხელწერაა, რომელსაც მოჰყავს ისეთი მარიონეტები, რომლებიც ერთმანეთს უნაცვლებენ ომსა და მშვიდობას, და ეს ფერადოვან-ხავერდოვანი მშვიდობაც ამ ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებულ  მრავალსეანსიან ფარულ  ომს ემსახურება.

სხვათაშორის, ნაწინასწარმეტყველებია, რომ ანტიქრისტეს გამეფებაც მსგავსი სცენარით განხორციელდება -  გაუსაძლისი  გაჭირვებებითა და ომით ქანცგაცლილ კაცობრიობას წარუდგენენ ყოველმხრივ გაპიარებულ ანტიქრისტეს, მაგრამ სწორედ ესეთი რჩეული უარეს განსაცდელს მოიყოლებს თან. ასე, რომ, სააკაშვილის ამაზრზენობა მეთოდურად იყო განპირობებული ბიძინას მოსაყვანად და „ოცნებამ“ მეორეჯერაც ე. წ. კოჰაბიტაციითა და ციხის კადრების გასერიალებით გააღწია ე. წ. არჩევნებში.

3. ეს ყბადაღებული - „ჯანდაცვის პროგრამაც“ და სხვა წვრილ-წვრილი სამშვენისებიც ამ გაუსაძლისი ცხოვრებისეული პირობების გადაფარვა - გაპრავებას ემსახურება, რომლის მიღმაც მიმდინარეობს საქართველოს გადაქცევა საავადმყოფოდ და სასაფლაოდ  (ყოვლადწმინდა დედაღმრთისმშობელმა დაგვიფაროს)! 

ბიძინას ადგილას, ახალი ილია ჭავჭავაძე ცე ჰეპატიტის წამლის გარდა დაიწყებდა მის გამომწვევ მიზეზთა აღმოფხვრას, ანუ - ერის გადინება- გაქრობის მკურნალობას, ურომლისოდაც მისი სანაქებო საქმეები სხვა არაფერია, თუ არადა „მკვდარზე ვენოკი“ (ქრისტე ღმერთმა დაგვიცვას)... 

შევარდნაძე-სააკაშვილ-ივანიშვილი წარმოადგენენ იმ მატარებლის შემადგენლობას, რომელსაც დასავლეთიდან ჩამოყვა ლენ-სტალ-ბოლშევიკობა და გრძელდება საქართველოსთვის წირვის გამოყვანის საუკუნოვანი პროცესი.

მათმა სისტემამ წაართვა მონარქიას ბატონყმობა ხალხთა ხელებით, რათა თავად გაბატონებულიყვნენ მათზე და სრულყოფილი მმართველობისთვის მოსპეს საშუალო ფენა, დანარჩენები კი დაასნეულეს და გამოხშირეს. მთავარი და გასაიდუმლოებული მტერი კი სისტემის მიღმა იმალება და ესენი ოდენ მარიონეტებია ამ ანტიეროვნული და ნეომონათმფლობელური პროექტების შემკვეთთა ხელში, ხოლო,  ამ უკანასკნელთა მოსყიდულები კი - ამათ ხელში...

სანამ უხილავი მტერი და მისი სისტემა არ მოგვეშვება, მანამ ახალ-ახალი შევარდნაძეები შეენაცვლებიან ერთმანეთს და თუკი გვსურს - ცოდვას მადლმა გადააჭარბოს და გვეშველოს, მაშინ, ევედრეთ მამაზეციერს გაწმინდოს ჩვენი ეკლესია ეკუმენიზმისა და ერესიარქებისგან და ჩვენს ხელში მართლმადიდებლობა გადაიქცევა დავითის შურდულად, რომელიც გვიხსნის გოლიათისგან!

არა და ვერ მიხვდა ეკლესიური ერი ამ მარტივ სიბრძნეს და  ახალ რუის-ურბნისს კი არ მიმართავს, არამედ, მტერზე „ბრძნული“ პოლიტიკის, დემოკრატიული პარტიების და ქარიზმატული ლიდერების იმედზეა... გამოდის, რომ მტრის მოედანზე მტრისავე თამაშის წესებით მოქმედებენ, ანუ ერის ნაწილი მტრის ფასიან სამსახურშია, ნაწილი კი - ზომბირებულია და ვერ იყენებს იმ სულიერ იარაღს, რასაც მართლმადიდებლობა ჰქვია!

ამიტომაც - ამაოდ დაშვრებიან საქართველოზე მზრუნველი უღმერთოდ დაშთენილი მშენებლები, რადგან ღმერთით კი არ აშენებენ, არამედ, მტრის არსენალით, რომელიც თვითგანადგურებისთვის და დამონებისთვის შემოგვაჩეჩეს.

ამასობაში კი, ძალიან მცირე მართალთა ცხოვრება ილევა და ვინღა გადებს სიმართლის ხიდს მომავალ თაობებთან?!  იქნება, ალბათ, პურიც, ფულიც, მაგრამ სული?... იტყვის ვინმე მერე - არის მთაც და არის მდელოც, მაგრამ, ეს არაა საქართველო!

4. ბიძინას ავტორიტეტით ზომბირებულია ის (ან - ხმა უნდა მიაწვდინოს, რათა მისი მაღალი ყურადღება დაიმსახუროს), ვინც თვით მიწის კანონსაც კი ანტიეროვნულად უდგება, ხოლო, ბიძინას კი, „ადვოკატის“ ჭკუით - საქართველოს წინაშე არანაირი ვალი და მოვალეობა არა ჰქონია და რასაც აკეთებს, მხოლოდ სიკეთით აკეთებს - თურმე... ასეთები  ისე ილუზიონისტობენ, რომ საკუთარ თავს უკეთებენ ჰიპნოზს და თავადვე სჯერათ თავიანთი ტყუილ-მართალი. 

როცა „დრონი მეფობენ და არა მეფენი“, რა მოგებაა თვალების ისე დაბრმავება, რომ ვერც აწმყოს აღიქვამ ადექვატურად, ვერც წარსულს და წინაპრებს გაუსწორებ თვალს და მომავალიც თვალსა და ხელს შუა გაქრება...

ასეთი კაცი სხვას, რა თქმა უნდა, ჰკადრებს - „წაკითხულიდან აზრის გამოტანასაც ცოდნა უნდაო“ და რანაირად გადაარწმუნებ, რომ  თავისი „ცოდნა“ ერთობ უშლის ხელს სინამდვილის აღქმა-გაცნობიერებაში. ასე ვკარგავთ თანამებრძოლებს და ამიტომ გვერევა მტერი და გვეცლება ხელიდან საქართველო!

- რას გავხართ ხალხნოოო, ეს რა გიყოთ სეთურებმა და ვის ხმალს იქნევთ? ვის წისქვილზე ასხამთ წყალს?!  ღმრთივბოძებული სულის თავისუფლება და ნება-არჩევანი ამათ არჩევნებში გახარჯეთ?!... საკუთარ თავებს გამოუჭედეთ ბორკილები თქვენივე ხელით?!

საკუთარი მონათმფლობელების გაპრავება სხვა არაფერია, თუ არა და - ზომბირება, მანქურთობა, დოქსოპულობა - „დედასაც მოვკლავ, მივაკლავ მამას, რევოლუცია თუ მომთხოვს ამას“...

გნებავთ ადამიანური და გნებავთ ეროვნული გაგებით, ყველაფერს გააკეთებ მოყვასისთვის, ერისთვის, მაგრამ უშედეგოა ვინმეს რამეში გადარწმუნება და უფრო უარესიც, შესაძლოა ტომობრივ-კლანურ და სამოქალაქო ომამდეც გადაიზარდოს მეტისმეტი მონდომება-მცდელობა; მეორე მხრივ კი, ვინც ღმერთს და შესაბამისად, მართლმადიდებლობას არ უჯერებს, არ ემორჩილება და არ იკავებს თავს გაკერპებისა და ურთიერთდაუნდობლობისგან, ეს ნიშნავს, რომ ასეთებს ეშმაკები მართავენ და მათ დონეზე დაშვება-ჩართულობა ცეცხლთან თამაშია!

მიუხედავად ამისა, ძველ აღთქმაში მოსე წინასწარმეტყველი და ახალ აღთქმაში წმიდა პავლე მოციქული ღმერთსმოწყვეტილი თანამოძმეებისთვის ევედრებოდნენ ღმერთს - თუ ჩემს ერს არ შეიყვან სამოთხეში, მაშინ მეც მათთან ერთად წამიყვანე ჯოჯოხეთშიო!

ვინაა დღეს ასეთი წმინდანი? ვინ იცხოვნებს თავს, რომ მის ირგვლივ უამრავი ცხონდეს?

ყველანი უნდა ვცდილობდეთ ერთმანეთისთვის, მაგრამ ისიც ნათქვამია - ერთჯერ, ორჯერ შეაგონე, მაგრამ მერე გაეცალეო - თუთიყუშად ვერ გადაიქცევი კაცი... ეს მიყიდულობა-მოსყიდულობა და საკუთარ ბატონთან თავის გაიგივება-იდენტიფიცირება იგივე მანქურთობაა, მონური ფსიქიკაა, არ ახალია, ძველია და უწინარესად მაინც რჩეულებს (გონიერებს) ემუქრება, ვინაიდან, სხვათათვის არიან სამაგალითონი  და თუ ვერ დაიმორჩილეს, მაშინ კლავენ, ან  აფუჭებენ(ცოდვაში, ვნებაში, ცდუნებაში, მოსყიდვაში ჰხვევენ), რათა ცხვარს მწყემსი წაუხდინონ და უფსკრულში გადაჩეხონ უბირი ხალხი!.. გაირყვნება მეთაური? სამშობლოს უღალატებს? - იგივეს გაიმეორებენ მასზედ ორიენტირებული თანამედროვეები და შთამომავლობა.

მექანიზმი ასეთია: ეშმაკები და მათი მოკავშირეები ერჩიან, ებრძვიან და ემტერებიან, ცოდვის მონობისკენ უბიძგებენ და მართულს (ზომბირებულს) ხდიან ადამიანში თვით თავისუფლებას, ღმრთისგან ბოძებულ თავისუფალ ნებასა და არჩევანს (როგორც ევას სამოთხეში)... პირველად ეს მწიფდება უხილავ პლანში - შთაგონებით, რითაც ეშმაკნი ცდილობენ ღმერთს მოწყვიტონ ადამიანი და თავის სათამაშო ტიკჭორად აქციონ - ცდუნებით, მოსყიდვით, გაბრიყვებით და თანდათანობით ხდებიან მოღალატეები - პიროვნულადაც და ეროვნულადაც...

ესე იგი, გააჩნია ინტელექტს და ინტელიგენციას, შეიძლება იყოს ერის თავი, ან პირუკუ - მოღალატე; მათი მოსყიდვა უდრის ერის გონის მართვას და გაბატონებას. ამიტომაცაა გავრცელებული მოსყიდვა და კოლაბორაციონიზმი; რაც უფრო დაამშევენ ხალხს და რაც უფრო გამდიდრდებიან ოლიგარქები, მით უფრო მალე დააზომბირებენ და დაუმორჩილებენ მათზე განპიროვნებულ ხალხს მსოფლიოს მბრძანებლებს; ამ ლიბერტარიანელ ოლიგარქებს თავიანთი სიმდიდრით ინტელიგენციის მოსყიდვა და საქართველოს ჯიბეში ჩასმა კი არა, შეუძლიათ იყიდონ შავი ზღვა, კავკასიონი, მთელი მსოფლიო და მთელი დედამიწა კონცლაგერად აქციონ, დაამშიონ და გაწყვიტონ კაცობრიობა, მაგრამ, ცდილობენ ჯერ მათი ნება მოიპოვონ, იყიდონ მათი თავისუფლება, ხმა და არჩევანი, რათა ღმერთთან იმართლოს თავი მათმა კერპმა - სატანამ: - აი, ღმერთო, შენი რჩეული ადამიანისგან რა გამოვიდა და განა მე არ ვჯობივარ ამათ? ან დამაბრუნე სამოთხეში, ან გამომაყოლე ჯოჯოხეთშიო!..

აი, საით მიდის „მსოფლიო წესრიგი“! აი, რატომ გვჭირდება შეურყვნელი ეკლესია, თორემ, მათი მომრევი არაფერია დედამიწაზე - გველი მსოფლიოს უკვე შემოერტყა და კუდის პირში ჩადებაღა დარჩენია... რა დროს სიმდიდრეა - ქარს მიაქვს ოქრო და ვერცხლი!

 

30 იანვარი, 2017

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: