"მაესტრო" საერთო მაუწყებლად გადაკეთდება
"სავარაუდოდ, 28 დეკემბრიდან "მაესტრო" საერთო მაუწყებლად გადაკეთდება, ანუ ჩვენ, გარდა ახალი ამბებისა და თოქ შოუებისა, შემოგთავაზებთ სხვადასხვა გასართობ გადაცემებს, იუმორისტულ შოუებს, კარგ კინოს და მრავალ საინტერესო პროექტს. 4 მარტიდან კი ეთერში დამატებით გავა "მაესტროს" მეორე არხი - "მაესტრო news" , რომელიც მხოლოდ ახალ ამბებს გააშუქებს"- წერს facebook-ის საკუთარ გვერდზე "მაესტროს" ერთ - ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი.