"ბორჯღალოსნები" დამარცხდნენ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯისთან 5 ქულის სხვაობით, ანგარიშით 19:24 დამარცხდა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩის ბედი ფიჯის ნაკრების მიერ მეორე ტაიმში გატანილმა ორმა საჯარიმო დარტყმამ გადაწყვიტა. პირველი ტაიმი ქართველებმა 19:18 მოიგეს, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს.
საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს გაუტანა 1 ლელო, 1 გარდასახვა და 4 საჯარიმო დარტყმა. ლელოს ავტორი დავით ხინჩაგაშვილია, ხოლო გარდასახვა და საჯარიმო დარტყმები მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა.