„ქართულო ოცნებავ“: თუ 2008-ში სააკაშვილი დავამარცხეთ, 2018-ში როგორ მოიგო „ნაცმოძრაობამ“ საპრეზიდენტო არჩევნები?!
2008-ში მიხეილ სააკაშვილი ბათუმში მოვისროლეთ პოლიტიკურ სანაგვეზე! დღეს „ქართული ოცნების“ თავდაჯერებულობამ და არასწორმა საკადრო პოლიტიკამ შეძლო ის, რომ ბათუბში წააგეს არჩევნები!
„ქართულო ოცნებავ“!
დაუსვით საკუთარ თავს უმარტივესი, მაგრამ ლოგიკური კითხვა: რატომ წააგეთ ბათუმში არჩევნები?
თუ პასუხს ვერ მიაგნებთ, მერე დაგდებთ პატივს და მე თვითონვე გეტყვით - რაა ბათუმში წაგების მიზეზი! ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს. არ იფიქროს ვინმემ, რომ ნიშნის მოგებით ვსაუბრობდე - მე უფრო ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ და ვდარდობ.
ჯუმბერ თავართქილაძე