ირაკლი ზაქარეიშვილი: დათა ახალაიასთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ
"ჯერჯერობით დათა ახალაიას არაფერი არ ბრალდება", - აცხადებს ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი. ადვოკატის თქმით, მას პასუხი არ აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, სადაც მერაბიშვილის კანონსაწინააღმდეგო ბრალდებასთან დაკავშირებით დათა ახალაიას სახელიც ფიგურირებს.
"ბრალი ამ საკითხზე ვანო მერაბიშვილს არ აქვს წაყენებული. თუკი მის მიმართ ოფიციალურად იქნება წაყენებული ბრალდება, შესაბამისად, აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენც გავაკეთებთ კომენტარს", - აღნიშნა ირაკლი ზაქარეიშვილმა.
საგულისხმოა, რომ დათა ახალაიასადმი პროკურატურის ინტერესი სანდრო გირგვლიანის საქმესაც უკავშირდება.