არჩილ კბილაშვილი ვანო მერაბიშვილს პროკურატურაში იბარებს

არჩილ კბილაშვილი ვანო მერაბიშვილს  პროკურატურაში იბარებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაგზავნილი მასალების მიხედვით, პროკურატურა ვანო მერაბიშვილს დაკითხავს. "ყველაფერი გაირკვევა მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება",- აცხადებს კბილაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, ბრძანება დათა ახალაიასა და სანოძისთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე ატარებდა მოჩვენებით, თვალთმაქცურ ხასიათს. 

 

"სინამდვილეში ახალაია და სანოძე თითქმის 2 წლის განმავლობაში სრული მოცულობით და შეუზღუდავად ხელმძღვანელობდნენ შესაბამის დეპარტამენტებს. მათ ხელი მიუწვდებოდათ სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციებთან და დოკუმენტებთან. ისინი გეგმავდნენ და ხელმძღვანელობდნენ ოპერატიულ საგამოძიებო, აგენტურულ და სხვა ხასიათის სპეციალურ ღონისძიებებს", - განმარტავს ნინო გიორგობიანი. 

 

მისივე თქმით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტში იკვეთება 332 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულებები. რაც შეეხება, დათა ახალაიას და  ვასილ სანოძეს, მათ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით გააკეთეს. 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: