გურჯაანში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გურჯაანში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

კურორტ ახტალის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშების ერთი ნაწილი კომპანია "ტერექს-21"-სგან სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვს. 

 

როგორც მუშები განმარტავენ,  კომპანიას 50-მდე დასაქმებულისთვის რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანება 100 ათას ლარზე მეტი დაუგროვდა. თუ მათი მოთხოვნები არ შესრლდება, მუშები შესრულებული სამუშაოების  განადგურებით იმუქრებიან. შეგახსენებთ, რომ ახტალას სარეაბილიტაციო სამუშაოები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეჩერდა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: