ამიერიდან კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს რომან რურუას სახელი ეწოდება

ამიერიდან კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს რომან რურუას სახელი ეწოდება

გუშინდელი დღე დადებითი ემოციით იყო დამუხტული ჩემთვის და ბიზნეს-ცენტრ „კინგ-დავიდი“-ს საკონფერენციო დარბაზში შეკრებილი საზოგადოებისთვის.

 

არადა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დარბაზში თბილისის ინტელექტუალური ბომონდი (ე.წ. „ნაღები“ საზოგადოება) იყო თავმოყრილი, რომლებიც სახელოვანი ქართველი ფალავნის, კლასიკურ ჭიდაობაში მრავალგზის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონის, რომან რურუას სიხარულს იზიარებდნენ.

 

 

სასიხარულო კი ნამდვილად ოყო - პირველად საქართველოს ისტორიაში სახელოვანი (ბეჭდაუდებელი) ფალავნის, რომან რურუას სახელი მიენიჭა ქართველი მთამსვლელების (ჯგუფის ხელმძღვანელი, „ევერესტი“-ს დამლაშქვრელი მერაბ ნემსიწვერიძე) მიერ კავკასიონის ახლადდალაშქრულ მწვერვალს, რომელიც ზღვის დონიდან 3900 მეტრზე მდებარეობს.

 

ეს არის არა იმდენად სახელოვანი სპორტსმენის ღვაწლის აღიარება, რამდენადაც პატივგების დემონსტრირება საზოგადოების მხრიდან - ჭეშმარიტად ახალი სიტყვა საქართველოს ისტორიაში!

 

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ რომან რურუა არა მარტო სახელოვანი ფალავანია, არამედ, ჭეშმარიტი საზოგადო მოღვაწეც.

 

თუ პროფესორ მიხეილ ჯიბუტის სიტყვებით ვიტყვით, იგი ბრძენკაცია (სახელმწიფო კაცია), რომელიც მთელი ცხოვრება სულიერი და ფიზიკური სრულყოფისთვის იღვწოდა და მიაღწია კიდეც!

 

დიახ, ბატონი რომანი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცია - ერის ტკივილით დაისრული და უკეთეს მომავალზე მოფიქრალი. იგი თავისი ცხოვრების წესით ღირსეული (ცოცხალი) მაგალითია თანამედროვე ახალგაზრდებისთვის - მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გაიტანო ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს ღირსება და სახელი და როგორ იღვაწო საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ბატონ რომანს აღიარებას. საკუთარი რესურსების რეალიზებას და დღეგრძელობას ვუსურვებთ.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: