მეგობრებო, გავხდეთ ამ ისტორიული მომენტის მონაწილე!

მეგობრებო, გავხდეთ ამ ისტორიული მომენტის მონაწილე!

შევიკრიბოთ, 8 თებერვალს, დავითობას, გელათში - მუხლი მოვიდრიკოთ მეფეთ-მეფის საფლავთან, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში, პირველ საათზე გავხსნათ „ყოველთა ქართველთა,საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი“, რომლის კურთხევა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა,  უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოგვცა.

 

კონგრესის სესიები, ორი წლის მანძილზე მსოფლიოს 40 ქვეყნის 85 ქალაქში გაიმართება და 2020 წლის შემოდგომაზე, დასრულდება ეროვნული ყრილობით! 

 

გელათში კონგრესის გახსნაში მონაწილეობას მიიღებენ წარმომადგენლები საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულიდან. 

 

თბილისიდან, კონგრესში მონაწილეობის მსურველები ვიკრიბებით დილის 8.00 საათზე, სწორედ იმ ადგილზე, სადაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღმართული იყო დავით აღმაშენებლის ძეგლი (სასტუმრო „ივერიას“ მიმდებარე ტერიტორია). კიდევ ერთხელ დავადასტურებთ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის პოზიციას, რომ ძეგლი დაუბრუნდეს მის პირვანდელ ადგილს.  8.30 სთ-ზე გავემგზავრებით გელათისკენ. 

 

საქართველოს განვითარების კონცეფციის, „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ ავტორთა ჯგუფი გელათის კონგრესს წარუდგენს მოქმედების პროგრამას: „სხვა განზომილება“.

 

უფლის წყალობითა და დიდი ერთობით, გვაქვს ქვეყნის განვითარების გზაზე გასვლის ისტორიული შანსი, რომლის გამოუყენებლობას უფალი არ გვაპატიებს!

 

შენიშვნა: ვისაც გაქვთ სურვილი, მონაწილეობა მიიღოთ კონგრესის მუშაობაში, გთხოვთ დაგვიდასტუროთ ფეისბუქის გვერდზე “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“, ფეისბუქის ჯგუფში „მორალური გუნდი“.

 

ელ.ფოსტით civilizebuli@gmail.com

               moralurigundi@gmail.com

 

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ.გვერდზე: www.civilizebuli.ge

საკონტაქტო ტელეფონი (032) 299 96 56 

 

საორგანიზაციო კომიტეტი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: