როლანდ ახალაიასაც აპატიმრებენ?!
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის, ვალერი იოსავას განცხადებით, შეისწავლება მისი წინამორბედის, როლანდ ახალაიას საქმეები. ასევე გადაიხედება რაიონულ პროკურატურაში შესული სხვადასხვა საჩივარი.
,,აუცილებლად შევისწავლით როლანდ ახალაიას საქმეს და დანაშაულის აღმოჩენის შემთხვევაში, მასაც მოუწევს პასუხისგება, ისევე როგორც ნებისმიერს, უკანონობის აღმოჩენის შემთხვევაში", - აღნიშნა ვალერი იოსავამ სააგენტო TSpress-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ახალი პროკურორი მუშაობას სამი დღის წინ შეუდგა.