თბილისში ევროპის ხარისხის კვირეული იწყება

თბილისში ევროპის ხარისხის კვირეული იწყება

ხვალიდან თბილისში გაიხსნება ევროპის ხარისხის კვირეული. კვირეული ხარისხის მნიშვნელობასა და უპირატესობაზე ორიენტირებული, საზოგადოების ცნობიერებაზე მიმართული კამპანიაა, რომელიც ტრადიციულად ნოემბერში, ევროპის ხარისხის ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება.

 

საქართველოში ევროპის ხარისხის კვირეულის ორგანიზატორია საქართველოს ნაციონალური წარმომადგენლობა ევროპის ხარისხის ორგანიზაციაში – საქართველოს ხარისხის ფონდი (GQF).

 

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია "საქმიანი სრულყოფილებისა და ხარისხის ახალგაზრდული მოძრაობის" შექმნა, თბილისი მოლის ატრიუმში გრანდიოზული ფლეშმობის ჩატარება, ხარისხის მნიშვნელობასა და უპირატესობაზე ღია გაკვეთილებისა და სემინარების ორგანიზება, ხარისხზე ორიენტირებული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების წარმოჩენა: პრომო–აქციები, სემპლინგები, ტესტირებები და სახალხო დეგუსტაციები, რომელიც თბილისი მოლსა და გუდვილში გაიმართება.

 

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია მონაწილე კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობა  - ვიზიტი ბავშვთა სახლში.

ევროპის ხარისხის კვირეულის ფარგლებში გაიმართება საზეიმო მიღება და "ხარისხის ნიშნით" დაჯილდოების ცერემონიალი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: