დავით ქობალია: ჭრილობა მარილით არ იკურნება!

დავით ქობალია: ჭრილობა მარილით არ იკურნება!

სტატია, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, 2012 წის 5 ივნისს, გაზეთ "ილორ"-ში გამოქვეყნდა. იგი "დავით გარეჯის" მწვავე პრობლემას ეხებოდა.

 

მაშინდელი სახელმწიფო დიქტატურის პირობებში, არ იყო უსაფრთხო მსგავსი ტექსტის გამოქვენება. ამიტომ,  "ილორის" მაშინდელმა რედაქტორმა, ბატონმა როლანდ ჯალაღანიამ მირჩია ფსევდონიმით გამომექვეყნებინა. 

 

მეც, ჩემი გარდაცვლილი მეგობრების, ქართული ტურიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლების _ ვასილ ხომერიკისა და გივი შავიშვილის სახელით გამოვაქვეყნე.

 

სამწუხაროდ, შარშან ამ დროს, ბატონმა როლანდ ჯალაღანიამაც მარადისობაში გადაინაცვლა. 

 

სამაგიეროდ, უამრავი ქართულ-ეროვნული საქმე, უამრავი წიგნი და პუბლიცისტური წერილები, თარგმანები დაუტოვა მომავალ თაობებს. ეს სტატიაც ერთ-ერთი მათგანია, მისი თანადგომით რომ მიაღწია მკითხველამდე. 

 

მინდა სწორედ მის ხსოვნას მივუძღვნა იგი!

 

დანარჩენი კი მკითხველისთვის მიმინდვია...

 

 

 

ჩვენი აზრით, "დავით-გარეჯის" გარშემო შექმნილი პრობლემა,

საქართველოს გამყიდველი მთავრობის პროვოცირებულია!

 

1970-1991 წლებში, ადრე გაზაფხულზე და შემოდგომის შაბათ-კვირას, "ვორონცოვზე" თუ ყვითელი "პაზიკი" (მაშინდელი, მოკლე, სახაზო ავტობუსი) გამოჩნდებოდა, ყველა გამვლელ-გამომვლელმა იცოდა, რომ მას "დავით გარეჯის სამონასტრო კომპლეექსისკენ" ჰქონდა გეზი აღებული!

 

იმდენად დიდი იყო ამ ობიექტზე მოთხოვნა, პლეხანოვის 5 ნომერში განთავსებული ტურისტული კლუბი და ექსკურსიამძღოლები ვერ ავუდიოდით მსურველთა მომსახურებას. 

 

ეს იყო წარსულში!

 

სამწუხაროდ, ჩვენი პირადი და სამშობლოს ბედუკუღმართობის გამო, დიდი ხანია შორიდან ვუყურებთ საქართველოში მიმდინარე, უამრავ ანტიქართულ მოვლენებს. ამ ბოლო დროს, მათ რიცხვს, რელიგიური თემით სპეკულირებაც დაემატა, რაც გარეშე მტრის მოგონილი არ უნდა იყოს, რადგან ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, იგი უცხოურ "საინვესტიციო პაკეტში" არ შედის. იქ, უფრო სულიერი და ფიზიკური გარყვნილებაა წინა პლანზე (გაიხსენეთ ტრანსსექსუალ "კესარიას" ვოიაჟები უცხოეთში და მის სულიერ და ხორციელ გარყვნილებაზე გადაღებული ძვირადღირებული ფილმები!), რაც ბევრ ქვეყანაში საკმაოდ დიდი წარმატებით ხორციელდება კიდეც. ქართველთა სასახელოდ უნდა ითქვას, ამ მხრივ, ჯერჯერობით, რამდენიმე ათეული გამოპიდარასტებული კაცის და გალესბოსელებული ქალის იმედად, პროექტი ჩავარდნილად ითვლება.

 

ამას უნდა მივაწეროთ რელიგიური თემებით სპეკულირების გააქტიურება, რომელსაც _ ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველოს დღევანდელი მთავრობა და მისი პირველი კაცი უწყობენ ხელს. 

 

სწორედ ამის გამოვლინებაა "დავით გარეჯისა და სამონასტრო კომპლექსის" გარშემო ატეხილი ხმაური, რომელსაც საზღვრისპირა ქართული მიწის ეჭვქვეშ დაყენება და მისი არაქართულ ტერიტორიად გამოცხადება უნდა მოჰყვეს. როცა ყოველივე ამას, ზოგიერთი უწიგნური (ადვილი შესაძლებელია ფულით მოსყიდული!), ქართველი ისტორიკოსის და მაღალჩინოსნის არადამაჯერებელი საუბარიც ემატება, იქმნება კურიოზული სიტუაცია:

 

ქართველ მართლმადიდებლებს მაჰმადიანი აზერბაიჯანელები არა მხოლოდ ქართულ მიწას, ქრისტიანულ სალოცავსაც გვედავებიან და გვართმევენ, რადგან ჩვენ, არამცთუ ვიცავთ ჩვენს ისტორიულ სიმართლეს, კომპეტენტური პასუხის გამცემიც კი არ გვყავს თურმე!

 

დავიწყოთ იმით რომ ის ხალხი ვინც ტელევიზიით, რადიოთი და სხვა მედიასაშუალებებით საუბრობს ამ თემაზე, ამ გაზაფხულამდე რომ არასოდეს ყოფილა "დავით გარეჯში" _ ეს ჩვენთვის დღესავით ნათელია. ყველა მათგანს აშკარად ეტყობა, სხვის მონათხრობს ყვება სამონასტრო კომპლექსის შემადგენელი გალავან-ნაგებობების, კლდეში ნაკვეთი დარბაზების, სალოცავების და, რაც მთავარია _ "დავით გარეჯის" უნიკალური კედლის მხატვრობის შესახებ, რომელიც ძირითადად "უდაბნოშია" შემორჩენილი.

 

სამწუხაროდ, არავის წამოცდენია, რომ სწორედ "უდაბნომ" შემოგვინახა, ვარძიისა და ბეთანიის შემდეგ "მეფეთმეფე თამარისა და ლაშა გიორგის" უნიკალური ფრესკა!

 

ეჭვი გვიხრავს გულს, რომ ეს უკანასკნელი იმიტომ კი არ უხსენებიათ (იქნებ, ჩვენ გამოგვრჩა და ახსენეს კიდეც, მაშინ ბოდიშს ვიხდით!) ქართულ სამთავრობო მედიასაშუალებებში, რომ მათ ამის შესახებ არ იცოდნენ, არამედ, იმიტომ, რომ დავალებული არ ჰქონდათ "ზემოდან" ამის შესახებ სიტყვა ეთქვათ. "დავით-გარეჯის" გარშემო პროვოკაციის ამტეხ ქართველ ჩინოსნებს სხვა მიზანი ამოძრავებთ და უნიკალური ქართული ფრესკების ხსენება არაფერში აწყობთ, რადგან, იგი წყალგაუვალი საბუთია "დავით-გარეჯის" ქართულობისა რელიგიურად და ტერიტორიულად და მას არაფერი აქვს საერთო, ჩვენი ღრმა რწმენით _ "ყურით მოთრეულ, "ალბანურ" წარმოშობასთან!

 

დღემდე არავის უხსენებია, გასული საუკუნის შუა წლებში, დიდი ქართველი მამულიშვილის, ნიკო კეცხოველის "დავით-გარეჯზე"  ნათქვამი:

 

_თუ რომელიმე ერს არ აქვს ისტორია, აჩუქეთ დავით გარეჯი და დიდებული წარსული ექნებაო!

 

არავის უხსენებია იგი, რადგან არც მაშინ და არც შემდგომ, სანამ საქართველოს მთავრობა თვითონვე დაიწყებდა ამ თემის პროვოცირებას, არავის მოსვლია თავში "დავით-გარეჯის" არც არაქართულობა და არც მისი უცხო მიწაზე არსებობა!

 

დავიწყოთ იმით, რომ, სამონასტრო კომპლექსი 16 მცირე და დიდი ნაგებობებისგან შედგება, რომელთაგან ტურისტულ-საექსკურსიო მარშრუტში _ ნათლისმცემელი, ჩიჩხიტურა, დოდოს რქა, დავითის ლავრა და უდაბნო შედიოდა. ოცი წლის მანძილზე, თითოეულ ჩვენგანს სულ მცირე _ ორასი ჯგუფი მაინც გვეყოლება აყვანილი ზემოთხსენებული ქართული ეროვნული სიამაყის "დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის" სანახავად (რომლის დათვალიერებას ერთ დღეში ვერ ვასწრებდით). არა-სოდეს გვქონია შემთხვევა რომელიმე აზერბაიჯანელს, თუნდაც ერთი სიტყვა დასცდენოდეს "უდაბნოს" (სხვა ადგილები სახსენებელი არ არის!) აზერბაიჯანულობაზე, ან მის არაქართულ ტერიტორიაზე არსებობაზე!

 

ეს მაშინ, როდესაც კახის და ნუხის ხსენებაზე, აზერბაიჯანელიც სომეხივით ყალყზე დგებოდა, რადგან ორივეს კუდი ეწვოდა _ ვაითუ, ბოლშევიკების მიერ ნაჩუქარი ქართული მიწები უკან მოითხოვონ ქართველებმაო! 

 

ხშირად შევსწრებივართ, უამინდობისას, კლდეში ნაკვეთ დარბაზებში დანთებული ცეცხლის გარშემო, ცხვართან ერთად წამოწოლილ თათარ მეცხვარეებს და ისინი ფარასთან ერთად გაგვირეკია მონასტრის შემოგარენიდან, რაც უტყუარი და ნათელი საბუთია იმისა, რომ ქრისტიანული სამონასტრო კომპლექსი არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს "თათრებისთვის" თორემ _ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ავდრისას, მიტოვებულ მეჩეთში დანთებულ ცეცხლთან ცხვართან ერთად წამოწოლილი აზერბაიჯანელი მეცხვარე!

 

ისტორიულად ქართული, ერთ ღამეში შაჰ-აბასის ურდოებს, 6000 ხმალდახმალ მებრძოლი ბერშემკვდარი, ქრისტიანულ-მართლმადიდებლური "დავით გარეჯის" აზერბაიჯანულად გამოცხადება, აზრად არასოდეს მოსვლია ვინმეს, ვიდრე _ შევარდნაძე-სააკაშვილის მანქურთთა ურდო დაეუფლებოდა საქართველოს!

 

სწორედ ეს და კიდევ სხვა გარემოებები გვაძლევს უფლებას ვთქვათ _ დავით გარეჯის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი, საქართველოს გამყიდველი მთავრობის მიერაა პროვოცირებული, რომლის შესახებ, უფრო დაწვრილებით, ქვემოთ ვისაუბრებთ!

 

"დავით გარეჯის"  თემის პროვოცირების მცდელობა ადრეც იყო, მაგრამ მაშინ, ეტყობა მისი ესკალაცია ვერ მოხერხდა, რადგან გაზეთ "ილორში" გამოქვეყნებულ პასუხს, ქ-ნ მარიკა ლორთქიფანიძის გამონათქვამზე:

 

"რა გახდა დავით-გარეჯი,  მოილაპარაკონ აზერბაიჯანმა და საქართველომ და იგი ერთობლივად გამოიყენონო" გაგრძელება არ მოჰყოლია.

 

"ილორი" კი წერდა:

 

"ჩვენ არ ვიცით რას გულისხმობს პატივცემული ისტორიკოსი მოქმედი "დავითßგარეჯის" სამონასტრო კომპლექსის ერთობლივად გამოყენებაში. ქართული მხარისთვის ცხადია მისი დანიშნულება _ მართლმადიდებლურ-ქრისტიანული სულიერების გაძლიერება, რელიგიური აღზრდა... 

 

როგორ უნდა გამოიყენონ იგი მაჰმადიანმა აზერბაიჯანელებმა?

 

თუ პატივცემული ისტორიკოსი გულისხმობს (იქნებ შეთანხმებულიც აქვს?), რომ აზერბაიჯანელებმაც იმავე დანიშნულებით უნდა გამოიყენონ იგი, მაშინ ისინი ჯერ უნდა მოინათლონ მართლმადიდებელ ქრისტიანებად, რასაც გულმხურვალედ მივესალმებით და ნათლიებადაც დავუდგებით მათ!

 

სხვა დანიშნულება მართლმადიდებლურ, ქრისტიანულ მონასტერს არ გააჩნია!"

 

ფრიად საინტერესო და ყურადსაღებია, ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე "ილორში" (#48, 05.01.2010) გამოქვეყნებული, კოლხეთის ანტიკური ისტორიის მკვლევარის, ბ-ნ ა. შონიას წერილი სათაურით _ "დვით-გარეჯის" კომპლექსზე", რომელსაც წაკითხვა და სამსჯავროზე გამოტანა სჭირდება!

 

ჩვენ, უცხოეთში მყოფი ქართველები, განსაკუთრებით მტკივნეულად განვიცდით არა მარტო ქართველი, ჩვენი მშობლიური ერის გასაჭირს, არამედ ყველა ერისას, ვისაც მსგავსი განსაცდელი ადგას დედამიწის ზურგზე, მაგრამ ნურავინ გაგვამტყუნებს თუ ვიტყვით _ როცა იგი ქრისტიან ერს ეხება, მაშინ ეს ტკივილი ორმაგდება ხოლმე!

 

სწორედ ასეთმა განცდამ შეგვიპყრო, როცა ე.წ. "ევროგაერთიანებაში" მართლმადიდებელი საბერძნეთის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა.

 

არ იფიქროთ, საბერძნეთის "ევროგაერთიანებაში" დარჩენაზე გვიწუხდა გული, სინამდვილეში, საბერძნეთის, როგორც სახელმწიფოს ყოფნა არყოფნაზე იყო მაშინ საუბარი!

 

საბედნიეროდ, "ევროგაერთიანების კონსტრუქტორები" მალევე მიხვდნენ _ საბერძნეთის გაწირვას, ყოველგვარი იდეის გარეშე შექმნილი, თანამედროვე "ბაბილონის გოდოლის" _ ე.წ. "ევროგაერთიანების" დანგრევა შეიძლებოდა მოჰყოლოდა. შექმნილი მდგომარეობით იძულებულებმა, ბერძნებს "ორასი მილიარდი ევრო" შესთავაზეს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად. კაცმა რომ თქვას დიდებული "საჩუქარია", მაგრამ, იგი, არამც და არამც ბერძნებისადმი დიდი სიყვარულიდან გამომდინარე არ გახლდათ, არამედ "სარფსა და მაცდურობაზე" აგებული მორიგი ხრიკი იყო, დასავლეთ ევროპაში უკანასკნელი მართლმადიდებლურ-ქრისტიანული სახელმწიფოს დასაქცევად და ბერძნებს _ ორასი მილიარდი ევროს საგარანტიოდ, ხმელთაშუა ზღვაში მდებარე, რამდენიმე მნიშვნელოვანი კუნძულის ბანკში ჩადება მოსთხოვეს!

 

სწორედ აქ იჩინა თავი ბერძენთა სიბრძნემ და საკუთარი ქვეყნის სიყვარულმა _ როგორც ერთი, ისე აღუდგა მთელი საბერძნეთი ქვეყნის გაყიდვის მცდელობას, ერთხმად განაცხადა უარი "ორასმილირდიან საჩუქარზე" და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჯერ კიდევ არიან ნაღდი მართლმადიდებლები, რომლებიც არანაირ ფულზე არ ყიდიან სამშობლოს!

 

ამ მცირე წერილში, ბერძენთა გმირობაზე საუბარი არ გახლავთ ჩვენი მთავარი მიზანი. ისედაც კარგად არის ცნობილი, თუ როგორ გაგრძელდა ეს საქმე, მაგრამ არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ _ ბერძენთა საქციელმა, ორასი მილიარდი ევროს სანაცვლოდ, ხმელთაშუა ზღვაში 2000-ზე მეტი კუნძულის პატრონებმა, ოთხი კუნძულიც რომ არ დათმეს, არა მარტო "ევროგაერთიანების კონსტრუქტორები" არამედ ჩვენც, ამ წერილის ავტორებიც განვაცვიფრა და _ 2008 წლის აგვისტოს ომი გაგვახსენა სამაჩაბლოში! 

 

ქვეყანა შევძარით მაშინ. უცხოეთში გასულებმა, თავი არ დავზოგეთ რომ ყველგან მიგვეწვდინა ხმა, სადაც კი იგი მიგვიწვდებოდა... სამწუხაროდ, ცოტა ხანს გაგრძელდა მაშინ ჩვენი მედგრობა. საქართველოს მთავრობამ, სამდღიანი ომის წაგების მეორე დღეს, სიამაყით გამოაცხადა:

 

_აბა რა ეგონათ რუსებს, საქართველო ოთხასორმოცდაათ მილიონ დოლარს მიიღებს და სამაჩაბლოდან გადმორეკილ ქართულ მოსახლეობას უმოკლეს დროში ავუშენებთ სახლებსო!

 

მართლაც ასე მოხდა _ საქართველომ შეპირებული ფული მიიღო "სახლებიც" სასწრაფოდ აშენდა, მაგრამ ამაყი და მართლმადიდებელი ბერძნებისგან განსხვავებით, ბოლო 20 წელიწადში მეოთხედ ტერიტორიაწართმეულმა საქართველომ _ "ბევრი ფული ბაბაია, ბევრი ფულიო!" ილუღლუღა და გასხვისებულ მეოთხედს, სამაჩაბლოს 160 სოფელიც ზედ მიაყოლა ოთხასორმოცდაათ მილიონ დოლარად!

 

ამიტომ და კიდევ სხვა, ბევრი რამის გამო გვჯერა, რომ _ საქართველოს მთავრობის პროვოცირებულია "დავით-გარეჯის"საკითხიც, რომ სხვა უფრო დიდი დანაშაული გადაიფაროს! 

 

ერთი წუთით თავი დავანებოთ ყველაფერს და საქართველოს მთავრობისთვის, განსაკუთრებით კი მისი პრეზიდენტისთვის "საძულველ რუსეთს" გავიხსენებთ. 

 

არ ვიცით როგორაა სხვა კონტინენტებზე, მაგრამ, ევროპაში (განსაკუთრებით კი გერმანიაში!) ყველა დიდი მეწარმის ოცნებაა რუსეთის ბაზარში შედგას ფეხი და სხვას დაასწროს იქ შესვლა. ამისათვის ისინი ყველა გზას იყენებენ და ჩვენც ვსარგებლობდით მათი ამ მისწრაფებით, რადგან ჩვენმა თაობამ (როგორც ვიცით, სხვა მდგომარეობაა ამჟამად, ამ მხრივ, საქართველოში!) დედაენასავით თუ არა, კარგად იცის რუსული ენა და გერმანელები წარმატებით იყენებდნენ ჩვენს შესაძლებლობებს (რუსული ენის გარდა, ოდნავ ჭკუამოსაკითხ ქართველს უამრავი გავლენიანი ნაცნობი და მეგობარი ჰყავდა რუსეთში!) და ჩვენც, სამშობლოში ჩამოსვლააკრძალულებიც ვსარგებლობდით ამ სიკეთით, ვიდრე, ერთ მშვენიერ დღეს, საქართველოს გამყიდველი მთავრობა, შევარდნაძის მიერ "წარმატებით" დაწყებულ საქმეს კიდევ უფრო დიდი "წარმატებით" დააგვირგვინებდა _ ჩვენ ამოგვიკვეთდა ფეხს რუსეთიდან, თვითონ კი "რუსულ ჩექმას" ჩაიცვამდა და 7 ნოემბერს თუ 26 მაისს იმავე ჩექმით გაგვსრესდა, ყველაზე მნიშვნელოვან, ქართულ სიმდიდრეებს კი "საძულველ" რუსეთს ჩააბარებდა!

 

კიდევ ამიტომაც მიგვაჩნია, რომ _ დავით გარეჯის თემა საქართველოს მთავრობის პროვოცირებულია!

 

ყველა ნორმალური მთავრობა და ქვეყნის პრეზიდენტი, საკუთარ შიდა ბაზარს ასევე საკუთარი ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობისთვის იყენებს.

 

რა ხდება ამ მხრივ საქართველოში?

 

_ქვეყანა, რომელიც ფაქტიურად არაფერს აწარმოებს და მხოლოდ მომხმარებელია, უალტერნატივოდ (ალბათ უვადოდაც!) გადასცემს მეზობელ სახემწიფოს შიდა ბაზრის ნახევარზე მეტს (როცა ინფორმაცია მოვითხოვეთ გაცილებით დიდი ციფრი მოგვაწოდეს საქართველოდან) და დაუფარავად საუბრობენ საქართველოში _ "სოკარი" ორი ქვეყნის პრეზიდენტების ცოლების ბიზნესიაო!"

 

აფერუმ მათ დედაკაცობასო _ იტყვი კაცი!.. მაგრამ, იქვე ხვდები, ეს შექება აზერბაიჯანის პირველ ლედის ეკუთვნის მხოლოდ, რადგან ქართული შიდაბაზრის უპირობოდ დამთმობ საქართველოს, სანაცვლოდ, აზერბაიჯანისთვის კომუნისტური ავჟამიანობისას, ქართულ მოსახლეობიანად გადაცემულ ძირძველ ჰერეთში, დაწყებითი კლასების, ქართული სასწავლო წიგნების შეტანაც კი ეკრძალება!

 

...წიგნებს ვინ დაეძებს _ ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ "სამონასტრო კომპლექსს" გვედავება და გვართმევს მაჰმადიანი! 

 

მართლა ხომ არ გადავშენდით ქართველებო?!

 

ხომ წარმოგიდგენიათ, რას გვიზამდნენ იგივე აზერბაიჯანელები, ჩვენ რომ გვქონდეს მათთვის ჰერეთისხელა ტერიტორია წართმეული?

 

არავინ შემოგვედავოს, არა აქვს მნიშვნელობა, მათ, ის, ვინმემ გადასცა თუ აჩუქა!

 

კიდევ, რატომ გვგონია რომ _ საქართველოს მთავრობის მიერაა პროვოცირებული "დვით-გარეჯის" პრობლემა?

 

გაიხსენეთ, როგორც კი დაიწყო სააკაშვილმა _ მონტეკარლოზე, კანზე, ნიცაზე... უკეთესი ბათუმის მშენებლობა მაშინვე ითქვა (თანხაც დასახელდა _ სამმილიარდნახევარი დოლარი), სააკაშვილი პრეზიდენტობის მეორე ვადის დამთავრებისთანავე მიჰყიდისო მას თურქებს!

 

ნუთუ არაფერს გეუბნებათ ჩემო ძვირფასო ქართველებო "აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა" ბათუმში?

 

ხომ არ არის "აზიზიეს მეჩეთი" სარფიანად გაყიდული საქონლის მისაყოლებლი, ე.წ. "პრეზენტი"

 

ჩვენ ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ევროპის შუაგულში, თურქებთან გვერდი-გვერდ ცხოვრებამ დაგვარწმუნა, რომ „აზიზიეს მეჩეთიც" საქართველოს უჯიშო მთავრობის და მათი უცხოელი მრჩევლების შემოგდებულია, _ თურქი ამას არ იკადრებდა!

 

...საქართველოდან, მოსალოდნელი "დიდი სიხარულის ხმები" მოდის, რაც ჩვენც იმედს გვისახავს, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი არ დამთავრებულა! მაგრამ შიშიც გვიპყრობს, რომ _ დღევანდელი ხელისუფლება უამრავი საქმის გაფუჭებას მოასწრებს ვიდრე ისინი გადაშენდებოდნენ!

 

თუნდაც _ ვაშინგტონში გადაწყვეტენო საქართველოს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები "დავით-გარეჯის" საკითხს, აღფრთოვანებული იუწყბა სამთავრობო მასმედია!

 

რა გიხარიათ თქვე ოჯახქორებო?!

 

ის, რომ მთელ მსოფლიოს გააგებინეთ  "დავით-გარეჯი" ჩვენი არ არის, მაგრამ აზერბაიჯანელები ვაიძულეთ მათლმადიდებელი მღვდელ-მონაზვნები და ქართველი მომლოცველები დაუბრკოლებლად ივლის ქართულ მართლმადიდებლურ მონატერშიო?!

 

ეს ხომ ისედაც გვქონდა და არავისი შესაკითხი არ იყო, ვინ და როდის ესტუმრებოდა _ ნათლისმცემელს, დოდოს რქას, ჩიჩხიტურას, დავითის ლავრას და უდაბნოს?!

 

მოსალოდნელი "დიდი სიხარულის ხმებს" გაფრთხილება სჭირდება, რადგან:

 

იმ ხალხის ფეხის ხმას, ვინაც სიხარული უნა მოუტანოს ქართველ ერს, ეკლესია-მონასტრების ნგრევის ხმა,  ქართული ეროვნული იდეის და მთავრობის დამაქცევარი ხალხის ფეხის ხმაც ახლავს, რომელიც ჩვენთვის ადვილი საცნობია და სწორედ მათ გამოვასწარით საქართველოდან!

 

მოსალოდნელი  "სიხარულის მომტანს" ათასი თვალი და ყური სჭირდება, რომ ფრთხილად იყოს და მიმდინარე პროცესები აკონტროლოს, რომ სწორად განსჭვრიტოს, როგორც დიდი ეროსი მანჯ-გალაძე იტყოდა:

 

_თუ, რას მოგვიტანს დარჩენილი დრო! 

 

დრო მართლაც ცოტა, მაგრამ საშიში რჩება, რადგან მხოლოდ ორი შემთხვევა _ "აზიზიეს მეჩეთის" და "დავით გარეჯის" პრობლემის  პროვოცირება  კმარა, მივხვდეთ და დავრწმუნდეთ, თუ რა ბინძურ ძალასთან და სივერაგესთან გვაქვს საქმე!

 

ბატონო როლანდ, ჩვენ დიდი ხნის წასულები ვართ "ღვთისმშობლის წილხვედრ" სამშობლო-საქართველოდან, მაგრამ იგი არასოდეს მიგვიტოვებია!

 

თუ ამ წერილს მნიშვნელოვნად მიიჩნევთ და გამოაქვეყნებთ თქვენს "ილორში", მას ჩავთვლით სამშობლოსათვის დაღვრილ _ ცრემლად გასაჭირისად და ცრემლად სიხარულისად!

 

ვასილ ხომერიკი

გივი შავიშვილი

ბელგია-გერმანია 

 5-12 ივნისი 2012  

 

P.S. გვახსენდება, ერთხელ, უცხოეთში გახიზნულ ქართველთა შეკრებაზე, საქართველოდან ჩამოსულმა სტუმარმა თქვა:

 

_ძალიანაც რომ გინდოდეს ამ მთავრობის დაცვა, ისინი იოტისოდენა შანსს არ მოგცემენ ამისათვის, რადგან ღალატის ისეთი ფორმები აქვთ არსენალში სატანასაც კი დაბურძგლავს ტანში მათი გაფიქრებაო!

 

გადამეტებული გვეჩვენა, მაშინ სტუმრის ნათქვამი და მახსოვს, ნაწყენი წავიდა ჩვენგან. ის კი გვითხრა:

 

_თქვენ ისე მოგდით, ბრძენს რომ უთქვამს _ ფრონტიდან დაბრუნებულ კაცს, ცოლი უყვებოდაო ომის ამბებს!

 

ეს წერილი რომ გავასრულეთ, იგი რამდენიმე ჩვენსავით სამშობლოზე გულდამწვარ ქართველს წავაკითხეთ _ ხომ არაფერი გადავამეტეთო!

 

დასწყევლოს ღმერთმა, დასკვნის გაკეთება არ დაგვცალდა, კიდევ ერთხელ გამართლდა ზემოთ ნახსენები სტუმრის ნათქვამი: "ამათ ღალატის ისეთი ფორმები აქვთ არსენალში სატანასაც კი დაბურძგლავს ტანში მათი გაფიქრებაო!"

 

ის, რომ, არავითარ სახელმწიფო სტრატეგიას არ წარმოადგენს ქუთაისში ე.წ. ახალი, პარლამენტის შენობის მშენებლობა და იქ შემოდგომამდე, პარლამენტარებად წოდებული, ქვეყნის დასაქცევ კანონთა ხმისმისაცემ ღილაკის თითისდამჭერთა გადაყვანაც არ წარმოადგენს საქართველოს დასასრულს, ესეც ცხადია და ამასაც მოევლება! 

 

მაგრამ, თვალნათლივ რომ აცხადდა "ილორის" გამუდმებული კიჟინა _ "სააკაშვილი, სომეხთა გასული საუკუნის შუაწლებში გაცხადებულ ოცნებას ასრულებს _ საქართველოს დედაქალაქი ქუთაისში გადაიტანონ და თბილისი სომხბს ჩაბარდეს აღმოსავლეთ საქართველოიანადაო!" ამას რას ვუშვრებით?!.

 

ზოგიერთ ქართველს, აქ უცხოეთში და საქართველოშიც, გადამეტებულად მოეჩვენა "ილორის" და მისი მთავარი რედაქტორის განგაში. იშვიათი შემთხვევის გარდა არავინ გამოეხმაურა მას. ე.წ. ისტორიკოსებმა ყურიც კი არ ათხოვეს ქვეყნის დაქცევის საშიშროებით გამოწვეულ მოთქმას და ასე დავდექით "სატანისთვის გასაკვირი ფაქტების წინაშე":

 

_ თბილისში, ყოფილი მერიის უნიკალური შენობა ლენინის მოედანზე (ჩვენ არაფერი გვეშლება, სახელწყეული შევარდნაძის მეორედმობრუნებიდან (1992) დღემდე, იგი განახლებული ლენინის მოედანია) სომხებს მიჰყიდეს... ქუთაისში პარლამენტის შენობის გახსნაზე კი საქართველოს ჰიმნი სომეხ მომღერალს ამღერეს!

 

როგორც იტყვიან _ სომეხმა სააკაშვილმა და სომხებმა "ლაივში" გვიმღერეს ქართველებს "სომხური სიმღერა"!  

 

ნაცები და მათი მიმდევრები რომ შუბლზე კამეჩის ტყავგადაკრულები არიან და ყველაფერს იკადრებენ და დაიმშვენებენ, ჩვენი მოგონილი არ არის!

 

ამიტომ, "სომხოფობიაში" რომ არ დაგვადანაშაულონ, აქვე გვინდა მოგიყვეთ:

 

უიშვიათეს, გულისგასახარ ტელეგადაცემებს საქართველოდან, სატელიტზე ვადევნებთ თვალყურს. მათ შორის, ზოგიერთი ხარვეზის მიუხედავად "ჯეეოოსტარი" საგანგებოდ გამორჩეულია. შარშან არცერთი ტური არ გამოგვიტოვებია და როცა, მართლაც ნიჭიერი (უამრავ, მასავით ნიჭიერ ქართველ გოგონატა შორის!) ანი ხანჩალიანიც გამოჩნდა, ერთხმად გადავწყვიტეთ მისთვის მიგვეცა ხმა.

 

არ დავმალავთ _ სხვებს იგი მისი სომხობის გამო ვამჯობინეთ! 

 

აქვე იმასაც განვმარტავთ _ ამ ნაბიჯით, კიდევ ერთხელ ვცადეთ ისტორიულად, ფარულად თუ ღიად, მტრულად განწყობილი მეზობლისთვის დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენ მათი სიხარულიც გვახარებს!..

 

და _ ასე ახდა ნორჩი, ნიჭიერი სომეხი გოგონას ოცნებაც. არც მაყურებელი და არც მაცყე არანაკლებ ნიჭიერი ქართველი გოგონები განაწყენებულან ამ გადაწყვეტილების გამო! 

 

...მივულოცეთ, ტაში და აპლოდისმენტები არ დავაკელით, მაგრამ, ისევ ქართველ ხელისუფალთა და ე.წ. "ქუთაისის ზეიმის" ორგანიზატორთა უგუნურმა საქციელმა წყალში ჩაგვიყარა ჩვენი დიდსულოვნება, როცა _ ბრძნული "შეიფერე და გაჩერდის" ნაცვლად, საქართველოს თავისუფლების დღეს იმ ერის შვილს ამღერა საქართველოს ჰიმნი, რომელმა ერმაც, თითქმის საუკუნის წინ, ორი კვირის თავისუფლებამოპოვებულ საქართველოს ომი გამოუცხადა! 

 

ერთი წუთით წარმოიდგინეთ _

 

სომხეთში რომ ცხოვრობდეს, ანი ხანჩალიანის დონის კი არა _ ცოცხალი ქართველი "კარუზო", ვინმეს თუ მოუვიდოდა თავში, სომხეთის თავისუფლების დღეს, ამ ქვეყნის ჰიმნი ემღერა?! 

 

ქვეყნის კიარა, სოფლის კლუის სცენაყე არ აუშვებდნენ მას!

 

არაფერ შუაშია აქ ანი ხანჩალიანი _ ჩვენ მომავალშიც სიამოვნებით მოვუსმენთ ანისაამო ხმას, მის სიმღერებს, მშობლიურსომხურ ენაზე და ქართულადაც, მაგრამ ქვეყნის ხელისუფალს და მის გარშემო მოგროვილ საპარლამენტო და სამთავრობო ჯოგს იმდენი ჭკუა და წინდახდულება უნდა ჰქონდეს, რომ ისედაც დაძაბული ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან, შიდა პრობლემადაც არ აქციოს!

 

ჩვენო თანამემამულენო _ რისთვის და რატომ კეთდება ყველაფერი ეს? ხალხის და ქვეყნის აბუჩად ასეგდებად ხომ არა?.. თუ, საპარლამენტო არჩევნებზე მოსალოდნელი კატასტროფის წინ ქვეყნისასარევად?.. 

 

იქნებ თქვენ მეტი იცით?

 

თუ ასეა, მაშინ ჩვენც შეგვატყობინეთ!

 

ჩვენ თუ გვკითხავთ, სწორედ ასეთი დამოკიდებულების შედეგია მტრადმოკიდებული რუსეთი, რომელმაც, რომ მოინდომოს, მაშინ გაგვსრისავს, როცა მოეწადინება!

 

ამერიკელების და ევროპელების ფუყე იმედად დარჩენამ, კარგად გვახსოვს, საქართველოს _ ჩასვრილი უკანალის ჩასაბანი წყალი და პამპერსები ჩამოუტანა სამხედრო გემებით ბათუმის პორტში 2008 წელს!

 

როგორც ვხედავთ, სამთავრობო ღალატს ბოლო არ უჩანს!

 

ამიტომაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ _ ვიდრე სააკაშვლი და მისი, ქვეყნის დამაქცევრები გადაშენდებოდნენ, საგანგებოდ უნდა გავუფრთხილდეთ "დარჩენილ დროს", რადგან იგი, მცირე, მაგრამ საშიშია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის!

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: