სოსო ცინცაძე: "ნაცები" ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ოცნებობენ, მაგრამ არაფერი გამოუვათ.

სოსო ცინცაძე: "ნაცები" ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ოცნებობენ, მაგრამ არაფერი გამოუვათ.

ქვეყნის პრეზიდენტისა და "ნაცმოძრაობის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, "მე არ მივატოვებ განსაცდელში მყოფ ხალხს", რევანშის დასაწყისი ხომ არ იქნება?   შესაძლოა თუ არა, რომ უახლოეს მომავალში "ნაცმოძრაობა" ისევ ქვეყნის მმართველად მოგვევლინოს? 

 

ამ საკითხთან დაკავშირებით, "ივერიონი" პოლიტიკურ ექსპერტ სოსო ცინცაძეს დაუკავშირდა და კომენტარის გაკეთება სთხოვა:  "დრო დასჭირდება იმას, რომ ხალხმა "ნაცმოძრაობის" "სიკეთე" დაივიწყოს. პრეზიდენტს აქვს 6 თვე, მაგრამ ამ დროის მანძილზე უმრავლესობა  გულხელდაკრეფილი არ დაელოდება. როგროც ბიძინა ივანიშვილმა ბოლო გამოსვლაში განაცხადა, ის შეკრებს საკონსტიტუციო უმრავლესობას და კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანს. პირველი ცვლილება კი ის იქნება, რომ პრეზიდენტს აღარ ექნება პარლამენტის დათხოვნის უფლება. ასე რომ, მე ვერ ვხედავ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების სათავეში დაბრუნების პესპექტივას. მართალია, "ნაციონალები" ამაზე ოცნებობენ, მაგრამ რეალურად ასეთი რამ გამორიცხულია, რადგან ახალ ხელისუფლებას ხალხის დიდი ნდობა აქვს", - აცხადებს ექსპერტი სოსო ცინცაძე.

 

 "ივერიონთან" საუბრისას ბატონმა სოსომ აღნიშნა, რომ "ახალი ხელისუფლების რეიტინგის კლება სულაც არ ნიშნავს "ნაცმოძრაობის" რეიტინგის აწევას. ხელისუფლებაში მათ მოსვლას შსს მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებაც გამორიცხავს. თუ ვანო მერაბიშვილი დაიჭირეს, მაშინ გამოდის, რომ "ნაცმოძრაობა" ხერხემალში გადატყდება, თავის გარეშე დარჩება, ხოლო თავის გარეშე დარჩენილი პარტია ვეღარაფერს იზამს.

 

შეიძლება ითქვას, რომ ვანო მერაბიშვილი პარტიის ხერხემალია და მისი დაკავების შემდგომ, არა მგონია, აკაკი მინაშვილმა ან ნუგზარ წიკლაურმა, რომლებიც ოდიოზურ ფიგურებად არიან მიჩნეული, რაიმეს გაკეთება შეძლონ. "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ მოქმედებს ასევე ირაკლი ოქრუაშვილის ჩამოსვლა და მისი ალაპარაკება".

 

ექსპერტი არ გამორიცხავს ერთპარტიული პარლამენტის მიღებას. "დიდი ხნის წინათ ვწერდი, რომ ყოველივე ამის მიუხედავად, ჩვენ არ გვაქვს საბაბი პოლიტიკურ დაჭერებზე ან ანგარიშწორებაზე მანამდე ვილაპარაკოთ, სანამ არ გვეცოდინება სასამართლო გადაწყვეტილება". 

 

ვალერი ვახანია 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: