6 წლის ბავშვი მხუთავი აირით გაიგუდა

6 წლის ბავშვი მხუთავი აირით გაიგუდა

წუხელ, მხუთავი აირის დაგროვების გამო, ვაზისუბნის დასახლებაში 6 წლის ბავშვი დაიღუპა. შემთხვევის დროს ბინაში ასევე იმყოფებოდნენ გარდაცვლილის ბებია და ბაბუა - სერიოჟა და ნაზი ქაშიახები, რომლებიც ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან. ექიმების განცხადებით, მათი მდგომაროება სტაბილურად მძიმეა.

 

წინასწარი ინფორმაციით, მხუთავი აირის ბინაში დაგროვება გაუმართავმა გაზის გამათბობელმა გამოიწვია. ბინაში აივნიდან შესულმა მაშველებმა 6 წლის ბიჭუნას გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: