ილია ელოშვილი: ელექტროენერგიის ტარიფი, სავარაუდოდ, 4 თეთრით შემცირდება

ილია ელოშვილი: ელექტროენერგიის ტარიფი, სავარაუდოდ, 4 თეთრით შემცირდება

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი დაახლოებით 4 თეთრით შემცირდება.

 

„მიმაჩნია, რომ არსებობს ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების პოტენციალი. ჩვენ კომპანიებთან უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას“. 

 

ელოშვილი კონკრეტულ ციფრებს არ ასახელებს, მაგრამ მიაჩნია, რომ ელექტროენერგიის ფასი არაუმეტეს 4 თეთრისა შემცირდება.  „ჩვენ როგორც კი განვსაზღვრავთ შემცირების მარჟას, ჩვენს გათვლებს შევთავაზებთ კომპანიას. მიგვაჩნია, რომ ტარიფის შემცირება შესაძლებელია“, - განაცხადა მან.

 

აღნიშნული საკითხის მოგვარება რამდენიმე კვირაშია მოსალოდნელი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: