საქართველოს ხვალ ქეთრინ ეშტონი ეწვევა
თბილისს ხვალ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი ეწვევა.
როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, ეშტონი საქართველოში რამდენიმე საათით ჩამოდის.
ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. აგრეთვე დაგეგმილია შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთანაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონი ბრიფინგს 17:00 საათზე „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართავს.