"მშვიდობის ხიდი"- ქერჩის ტკივილის გახსენება
დღეს, "თბილისი მარიოტში", ქერჩის ნახევარკუნძულზე დაღუპულ 350 000 ქართველი მეომრის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფილმის პრეზენტაცია გაიმართა.
ფილმი "მშვიდობის ხიდი" ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით, სტუდია "გუთანმა" გადაიღო.
"ამ სამამულო ომში 350 000 ქართველი გარდაცვალა. ფაქტობრივად, არ არსებობს ოჯახი, რომლის წინაპარს მონაწილეობა არ ჰქონდეს მიღებული ქერჩის სამამულო ომში. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ მათ ხსოვნას პატივი მივაგოთ", - განაცხადა სტუდია ,,გუთნის" მთავარმა რედაქტორმა ზვიად სეხნიაშვილმა.
შეხვედრას ,,ჩოხოსნებთან" და სახელოვნებო სფეროს ღვაწლმოსილ ადამიანებთან ერთად, ქერჩის ომში მონაწილე ერადერთი ცოცხალი მოწმე, არქიფო ნამგალაძეც ესწრებოდა.
ღონისძიებაზე ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ალასანიასაც ელოდებოდნენ, თუმცა, მათი პრესამსახურების განმარტებით, სხვა გადაუდებელი შეხვედრის გამო, მათ საღამოზე მოსვლა ვერ მოახერხეს.