მსხვერპლი აგვისტოს ომის ნაკვალევზე

მსხვერპლი აგვისტოს ომის ნაკვალევზე

ზნაურის რაიონის სოფელ მუგუთში ადგილობრივი მოსახლე ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია ოსური მედიის წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება.  მათი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადგილობრივი მკვიდრი  არტიომ თიბილოვი ადგილზე გარდაიცვალა.

 

რაც შეეხება გამომწვევ მიზეზს, სამართალდამცავი ორგანოების განმარტებით, აფეთქება კასეტური ბომბის ნარჩენებმა გამოიწვია.

 

"ასეთ კასეტურ ბომბებს ისროდა ქართული ჯარი 2008 წელს სამხრეთ ოსეთის და მისი სოფლების მიმართულებით. ომის შემდეგ არაერთი ასეთი ნარჩენის გაუვნებელყოფა მოვახერხეთ. თუმცა, როგორც ჩანს, კიდევ არის ტერიტორიები, სადაც განაღმვითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს", - აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: