ფოთში სასტუმრო "რედისონი" აღარ აშენდება

ფოთში სასტუმრო "რედისონი" აღარ აშენდება

ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ინფორმაციით, ფოთის ცენტრში დაგეგმილი  სასტუმრო ,,რედისონის" მშენებლობის პროექტი ამჟამად  შეჩერებულია. ამის შესახებ  მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სასტუმრო "კოლხეთის" შენობა, რომლის ადგილას "რედისონი" უნდა აშენებულიყო, მეპატრონე სერგო აბაშიძემ სახელმწიფოს მიმართ დაგროვილი ფინანსური დავალიანების გამო, უცხოურ კომპანიას მიჰყიდა. 

 

როგორც ფოთის არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი  ნუკრი ტუღუში აცხადებს, ყოფილი სასტუმრო "კოლხეთის" მეპატრონე ებრაული კომპანიაა. 

 

მისივე ინფორმაციით, ებრაული კომპანია ქალაქის თვითმმართველობას საკუთარ პროექტს უახლოეს დღეებში წარუდგენს. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: