ჰესები მაჭახელას საფრთხეს უქმნის!
აჭარაში, მაჭახელის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება. მათი თქმით, ჰესების მშენებლობა ზიანს მიაყენებს ეკოლოგიას.
სოფლის მოსახლეობამ სპეციალური მიმართვა შეიმუშავა, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, საქართველოს პარლამენტს და პრემიერ-მინისტრს გადაეცემა. მიმართვას ხელს ორასამდე ადამიანი აწერს.
ადგილობრივმა მოსახლეობამ ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობიდან მიიღო დაპირება, რომ ამ საკითხს შეისწავლიან.
მიმართვის ტექსტში ნათქვამია "ჰესების მშენებლობა გამოიწვევს ადამიანის საარსებო გარემოზე ზემოქმედებას, მდინარე მაჭახელას გაქრობას, ეროზიული პროცესების გააქტურებას, მოსახლეობის ტრადიციული ცხოვრების წესის შეცვლას.
ჩვენთვის კატეგორიულად მიღებელია მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ ჰესების მშენებლობა, რომელიც ჯერჯერობით არ არის დაწყებული, გთხოვთ დროულად შეჩერდეს აღნიშნულ პროექტზე მუშაობა"-ვკითხულობთ მიმართვაში.