საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს ბრუნდება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოში დღეს დაბრუნდება.
"პატრიარქს საქართველო ძალიან მოენატრა. როდესაც მის უწმინდესობას ტელეფონით ვესაუბრე, მითხრა, რომ სამშობლოში დაბრუნებამდე წუთებს ითვლის. ჩვენც მოხარულნი ვართ, რომ პატრიარქი დაგვიბრუნდება და მამობრივი დარიგებით შეგვეწევა", - ბრძანა გუშინდელ საკვირაო ქადაგებაში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჩეხეთში 14 ნოემბერს დასასვენებლად გაემგზავრა. პარალელურად, უწმინდესმა 10-დღიანი რეაბილიტაციის კურსიც გაიარა.