რუსული ეკლესიის ეზოში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
გუშინ, მარჯანიშვილის ქუჩაზე, რუსული ეკლესიის უკან, ახალგაზრდა მამაკაცის სოსო ჩიქობავას მკვლელობის საქმე პოლიციამ 24 საათის განმავლობაში გახსნა..
მკვლელობაში ეჭვმიტანილი1955 წელს დაბადებული ნიკოლოზ ხუბაშვილია. მისი განცხადებით, რუსულ ეკლესიაში სანთლების დასანთებად შევიდა, სწორედ ამ დროს შეამჩნია ჩიქობავას მანქანა და გამოელაპარაკა. მისი განმარტებით, მათ ბინასთან დაკავშირებით დავა ჰქონდათ, სწორედ ეს გახდა მათ შორის დაპირისპირების მიზეზი. ეჭვმიტანილს თან „მაკაროვის“ სისტემის იარაღი ჰქონდა.
"მან დამიწყო გინება, მეც ვერ მოვითმინე და ვესროლე“,- ნათქვამია ხუბაშვილის აღიარებით ჩვენებაში.
გარდაცვლილი სოსო ჩიქობავას შესახებ, „გურია ნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, სადაც ნათქვამია, რომ სოსო ჩიქობავა, რომელიც კონტროლის პალატის თანამშრომელი იყო, ჯერ კიდევ 2011 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა მათთან და ამხელდა კონტროლის პალატაში მიმდინარე უკანობობებს.