რას საყვედურობს სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს?

რას საყვედურობს სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს?

რატომ არავინ არ უხსნის ივანიშვილს, რომ ძველი ელჩები ახლავე მოსაშორებელია? ამის შესახებ  საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმს „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.


„ფრანგული პრესა აჭრელებულია ჩვენს მიერ არჩეული ხელისუფლების მწვავე კრიტიკით .... ალბათ დროა მიხედვისა... „ნაცებს“ სხვა საქმე არა აქვთ და ამ საქმეს გულმოდგინებით ეკიდებიან: ახლახან ახალი ლობისტური ფირმა შექმნეს თუ დაიქირავეს ... ამაზე, ცხადია, საელჩო არც რეაქციას იძლევა, არც თბილისს ატყობინებს.... შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ ეს უმნიშვნელოა, მაგრამ ეს უარყოფითი სურათის შექმნაა, რომელიც საქართველოსთვის უფრო საყურადღებოა, ვიდრე სტრასბურგში ცეკვა-თამაში... ანუ ჩვენი ქვეყნის და ახალი მთავრობის დემოკრატიულობის ეჭვის ქვეშ დაყენება... იგივე მიმდინარეობს ყველგან. სააკაშვილს ემსახურებიან ადგილზე დღეს კიდევ მყოფი ელჩები და ახალი თუ ძველი ლობისტები და ახალ ხელისუფლებას კი არავინ არც იცავს ... უცხო პრესას ყურადღებასაც არ ვაქცევთ, ვითომც არ არსებობდეს, როცა ესენი (ნაცები) კი მთელ ენერგიას ამ მიმართულებით ხარჯავენ.... რატომ არავინ არ უხსნის ივანიშვილს, რომ ძველი ელჩები ახლავე მოსაშორებელია და უცხოეთში მისი პიროვნება და პოლიტიკა წარმოსაჩენია??? ეს უცოდინარობაა თუ დივერსია???“, - წერს ზურაბიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: