ჯორჯ ორუელი: "ცხოველების ფერმა"
სტატია, რომელსაც მკითხველს ვთავაზრობთ 3013 წლის 6 აგვისტოს გაზეთ "ილორში" გამოქვეყნდა (# 231). სამწუხაროდ მას აქტუალურობა არ დაუკარგავს. პირიქით, დიდი ინგლისელი მწერლისა და მოაზროვნის წინასწარმეტყველება აშშ-ევროგაერთიანება-რუსეთ-უკრაინის ომით ბოლო ფაზაში შევიდა!
დანარჩენი ქვემოთ წაიკითხეთ!
ამას წინათ, ჩემმა უმცროსმა მეგობარმა გიორგი გობეჩიამ, მასთან მორიგი სტუმრობისას თხელყდიანი წიგნი გადმომიღო და სანამ გადმომცემდა, მოკლე კომენტარი წარუმძღვარა - "ამ წიგნმა სასწაული მოახდინა თავის დროზე და იგი გამოსვლისთანავე, 1945 წლის განსაკუთრებულ მოვლენად ჩაითვალა, ხიროსიმასა და ნაგასაკში ატომური ბომბების ჩამოგდებასთან ერთად!"
წიგნი გამოვართვი და ხელში, ინგლისელი მწერლის, ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმა" შემრჩა. მე არც მახსოვდა მისი არსებობა, რადგან, ის, რაც ამ წიგნშია აღწერილი, "ღორების მმართველობა", ბოლო ოცდაორი წლის მანძილზე (სტატია დაიწერა 2013 წელს დ.ქ.) თავადვე განვიცადე საქართველოს მოსახლეობასთან, უწინარეს - მის ქართულ ნაწილთან ერთად! გიორგი ჯერ ოცისაც არ არის და რა გასაკვირია, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოეხდინა ორუელის "ცხოველების ფერმა"-ს! ეს გავიფიქრე და წიგნი გამოვართვი.
იმ საღამოსვე წავიკითხე. პირველი, რაც ჩემს მეხსიერებაში ამოტივტივდა, ის ემოციები იყო, რაც ოცი წლის წინ მქონდა ამ წიგნის წაკითხვისას. გიორგისას შევადარე იგი და თითქოს დიდი განსხვავება ვერ ვიპოვე, მაგრამ, მაშინ, ოცი წლის წინ, ევროპის დიდი ნაწილი მოვლილი და საკმაოდ საფუძვლიანად მქონდა შესწავლილი და ცხადია, ჩემი მაშინდელი ემოციები მაინც განსხვავებული იყო!
ასევე, ბოლომდე ვერ დავეთანხმები მთარგმნელის წინასიტყვაობის ბოლო აბზაცის პირველ ნაწილს: "ნაწარმოები არის პოლიტიკური სატირა რუსეთის რევოლუციაზე, მაგრამ თავისი ფილოსოფიური განზოგადებით იგი სცდება ამ კონკრეტულ ფაქტს და წარმოადგენს მხატვრულ გამოკვლევას საერთოდ ტოტალიტარიზმის რაობისა. მიჩნეულია, რომ ორუელის ძალის მწერალი-პოლემისტი ინგლისურ ლიტერატურას არ ჰყოლია ჯონათან სვიფტის შემდეგ".
კეთილი და პატიოსანი!
როგორც ზემოთ ითქვა -წიგნი 1945 წლის აგვისტოში გამოვიდა, როცა ორუელის "ცხოველების ფერმის" ღორების შთამომავლებმა, ხიროსიმასა და ნაგასაკში ორი ატომური ბომბი ჩამოაგდეს და მილიონობით უდანაშაულო და უმწეო ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს, ათეულობით მილიონებს კი მომავალი მოუსპეს!
მანამდე კი, ჯორჯ ორუელის თანამემამულეებმა, სამი თვით ადრე, ვიდრე მეორე მსოფლიო ომი დამთავრდებოდა, უფრო ზუსტად, როცა მეორე მსოფლიო ომის ბედი გადაწყვეტილი იყო და მხოლოდ დამარცხებული გერმანიის მომავალი უნდა დაედგინათ, მასირებული დაბომბვებით მიწასთან გაასწორეს:
ჰამბურგი, ბრემენი, კიოლნი, ბონი, დიუსსელდორფი, მაინის ფრანკფურტი, მაგდებურგი, ლაიფციგი... მარტო დრეზდენში ერთ ღამეში სამასი ათასი უმწეო მოსახლეობა - მოხუცები, ქალები, ბავშვები და დაჭრილები ამოხოცეს, რომელთაც არანაირი გავლენის მოხდენა არ შეეძლოთ ომის ბედზე, რადგან იგი, როგორც ზემოთ ვთქვით, უკვე გადაწყვეტილი იყო!
ყველაფერი ეს ჩაიდინეს ინგლისისა და აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებმა, რომელთა საქციელი არაფრით განსხვავდებოდა ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმის" ღორი მმართველებისგან!
მოგვიანებით კი, როცა ომისშემდგომი გერმანელი ერის ბედის გადაწყვეტის საკითხი დადგა, სწორედ ამ ქვეყნებმა (მათ დაემატა საფრანგეთი) გაუგონარი განაჩენი გამოუტანეს გერმანელ ერს (და არა ნაცისტებს!), რომ ისინი აღგვილიყვნენ პირისაგან მიწისა!
რომ არა, მაშინდელი "სსრკ"-ს მმართველის, მეორე მსოფლიო ომის ბედის გადამწყვეტის, იოსებ სტალინის კატეგორიული მოთხოვნა - "არაფერ შუაშია გერმანელი ხალხი, ჰიტლერები მოდიან და მიდიან, გერმანელი ერი კი იქ რჩება, სადაც იგი დაიბადა და წარმოიშვა!"
ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმის" შთამომავლები სისრულეში მოიყვანდნენ განაჩენს, რომელიც პოტსდამის კონფერენციაზე, ზემოთხსენებული სამეულისგან თითქოს განსხვავებულად ჟღერდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ომის შემდგომ, გერმანელი ერის გაქრობას გულისხმობდა:
ინგლისი - "გერმანელები გავასახლოთ მისი ტერიტორიიდან და გავფანტოთ მთელს მსოფლიოში, რომ ვერასოდეს შეძლონ ერთად თავმოყრა!"
საფრანგეთი - "გერმანიის ტერიტორიაზე შემოვასახლოთ შავკანიანები და მხოლოდ ისინი დავაწყვილოთ გერმანელ ქალებთან, რომ არ მოხდეს გერმანელების გამრავლება და კაცობრიობას ავაცილოთ მომავალი ომები!"
აშშ -"გერმანელებს ავუკრძალოთ ერთმანეთში ქორწინება და იქ ჩამოვასახლოთ დიდი რაოდენობით ფერადკანიანი მამაკაცები!"
ბუნებრივია, ამ ანტიადამიანური გერმანოფობიის შესახებ კარგად უწყოდა ჯორჯ ორუელმა, ბერნარდ კრიკის დახასიათებით "ყველაზე დიდმა მწერალ-პოლემისტმა, რომელიც ინგლისს ჰყოლია სვიფტის შემდეგ" და არ დაარქვა კონკრეტული სახელი "ღორების სახელმწიფოს", რადგან ზემოთხსენებულთა ნამოქმედარის და გადაწყვეტილების შემდეგ - უსინდისობა იქნებოდა, რომელიმე სხვა ქვეყნისთვის, შეურაცხყოფა მიეყენებინა და ცხოველების ფერმა ეწოდებინა.
-აქ კი, ნამდვილად ვხედავ ორუელის სიდიადეს!
რაც შეეხება მთარგმნელის განმარტებას, რომ "ნაწარმოები არის პოლიტიკური სატირა რუსეთის რევოლუციაზე", ღიმილისმომგვრელია, რადგან ქართველმა მკითხველმა კარგად იცის - მაშინ, როცა ეს წიგნი ქართულად გამოიცა, ზემოთთქმული ფრაზა ნამეტნავად პოპულარული იყო!.. თუმცა არც მიშა-შეურაცხადისა და მისი, ქვეყნის დამაქცევართა ხელში დაუკარგავს მას აქტუალობა!
...მას შემდეგ, რაც ეს წიგნი დაიწერა, როგორც იტყვიან "ბევრმა წყალმა ჩაიარა" და მთარგმნელის წინასიტყვაობის ბოლო აბზაცის მეორე ნაწილი უსიტყვოდ მართლდება:
"...მაგრამ თავისი ფილოსოფიური განზოგადებით, იგი სცდება ამ კონკრეტულ ფაქტს და წარმოადგენს მხატვრულ გამოკვლევას საერთოდ ტოტალიტარიზმის რაობისა!"
ხიროსიმასა და ნაგასაკის შემდეგ "ცხოველების ფერმის" ევროპელმა და ამერიკელმა შთამომავლებმა, კონტინენტი არ დატოვეს, ათეულობით ქვეყანა დააწიოკეს "მათი უკეთესი მომავლის მიზნით", რომლებსაც დღემდე სდით სისხლი, ზოგ მათგანს ნახევარი საუკუნის წინანდელი ჭრილობებიდან "უკეთესი მომავლის" მოლოდინში!
...მარტო კორეისა და ვიეტნამის მაგალითი იკმარებს, ნათქვამის დასტურად, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ!
მას შემდეგ, რაც "სსრკ" დაინგრა, ზემოთნახსენები ლოზუნგი "დემოკრატიით" შეიცვალა, რასაც უამრავი აშენებული და დამშვენებული ქვეყანა შეეწირა.
ჩემს თაობას კარგად ახსოვს ევროპის მშვენება - იუგოსლავია, რომელსაც არაფერი აკლდა, გარდა "ცხოველების ფერმის" შთამომავალთა მიერ შემოგდებული "დემოკრატიისა", რაც მათი გაგებით და კარნახით - კაცის-კაცზე, ქალის-ქალზე ქორწინებას, ადათ-წესების, ზნე-ჩვეულებების, ერის წიაღში საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ტრადიციების უარყოფას ნიშნავს!..
- მოინდომეს და განახორციელეს კიდეც!
იუგოსლავიის ნანგრევებზე წარმოიშვა რამდენიმე ჯუჯა სახელმწიფო, რომლებიც უსაფრთხოდ საცხოვრებელი მას შემდეგ გახდება, როცა "დემოკრატიის" დასამყარებლად ჩამოგდებული ათასობით აუფეთქებელი ბომბებისგან გაიწმინდება! აღარაფერს ვამბობ ათეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლეზე ე.წ. "დემოკრატიის" დამყარების პროცესს რომ შეეწირა!
ამ თემაზე, დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევ წაიკითხოს არასამთავრობო ორგანიზაცია "ისტორიული მემკვიდრეობის" მიერ, ახლახან გამოცემული, თავზარდამცემი გულახდილობით შედგენილი წიგნები "ნატო მაკიაჟის გარეშე" და "ღმერთო შეუნდე ამერიკას".
ფუი ეშმაკს! რად გვინდა წიგნებში ქექვა - გასულ კვირას, ნაძირალა სააკაშვილის ჩასვრილ საქმეთა მისაფუჩეჩებლად, თბილისში ჩამოსულმა, ნატოს გენმდივანმა რასმუსენმა, იმის ნაცვლად, რომ ეთქვა -"სამართალმა უნდა იზეიმოს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, უდანაშაულოს სამართალი აღუდგეს და განწმენდილები შევიდეთ ნატოშიო!", რომ იტყვიან, გადაატრიალა "ფირფიტა" და - "სანამ მიმდინარე წლის 17 მაისის დემონსტრაციაზე პედერასტების უფლებების დარღვევისთვის ბოდიშს არ მოიხდით, არაფერი გამოგივათო!.." და, ასე დაგვტოვა ორ ცეცხლს შუა:
- ქართველად დარჩენა (რაც ყოველდღე უფრო რთულდება), თუ აფრების აშვება და უზნეობის მორევში გადაშვება?!
...მკითხველი რომ არ დავაბნიოთ, განსაკუთრებით ისინი, ვისაც (ჩემი არ იყოს) დიდი ხანია დაავიწყდა ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმა", საჭიროდ მიმაჩნია შევახსენო, თუ რას ეხება ეს, თავისი დროის, მართლაც საინტერესო ნაწარმოები!
თავისი დროის-მეთქი, იმიტომ აღვნიშნე, რომ მისი გამოქვეყნების შემდეგ, ბევრად უარესიც კი ვიხილეთ ზემოთნახსენები ქვეყნების მმართველთა მიერ უცხო ქვეყნების ტერიტორიებზე ჩადენილი, ვიდრე ორუელის წიგნშია აღწერილი:
- ერთ ძუნწ ინგლისელ მესაქონლეს, საკუთარ "მამულში" ცხოველები აუჯანყდნენ და იგი საკუთარი სახლიდან გააძევეს. გამარჯვებულმა ცხოველებმა, როგორც წესი და რიგია, შექმნეს სახელმწიფო და მისი მორალური კოდექსი, რომლის საფუძველზე ახალშექმნილ "ცხოველების ფერმა-სახელმწიფოში" ყველა თანაბარი, ადამიანებისგან დამოუკიდებელი და ბედნიერი უნდა ყოფილიყო. მეთაურად ღორი აირჩიეს, რომელმაც თავის მხრივ ღორები შემოიკრიბა გარშემო და ენერგიულად შეუდგნენ საქმეს... მუყაითმა შრომამ, გარკვეული პერიოდი, შედეგიც გამოიღო და წარმატებაც უნდა ეზეიმათ, როცა თავზე დაენგრათ მათი უპირველესი იდეა - აეშენებინათ წისქვილი, რომელიც მათ გაამდიდრებდა და ცხოვრებას შეუმსუბუქებდა!.. მაგრამ, ღორის გენეტიკურმა საქციელმა -"...ღორი რომ გაძღება, დარჩენილ საჭმელს კი არ შეინახავს, დინგით გობს გადააბრუნებს, რომ იგი სხვებმა არ იწილადონ!" - მალევე იჩინა თავი და მიიღეს ის სახელმწიფოებრივი მოდელი, რომელიც დღეისათვის არის გაბატონებული დედამიწის ზურგზე და მას ინგლისი, ამერიკა, რუსეთი და ზოგადად ევროაგაერთიანება (ყოფილი "სსრკ"-ს დამახინჯებული მოდელი) წარმოადგენენ!
...სამწუხაროდ, ნიჭიერი მწერლის ფანტაზიით შექმნილმა "ცხოველთა სახელმწიფოს ექსპერიმენტმა" ყველა ზემოთხსენებულ ქვეყნებს გვერდი აუარა და იგი ოცდაორი წლის წინ, საქართველოში დაფუძნდა მცირეოდენი სახეცვლილებით - "ადამიანების სახელმწიფო - ღორების მმართველობით" და მას ჯორჯ ორუელის თანამემამულე ევროპელებმა და ამერიკელებმა, ედუარდ შევარდნაძე ჩაუყენეს სათავეში.
ამ დროიდან დაიწყო საქართველოს მოსახლეობის გაცხოველება და ქვეყნის საზღვრების შემოკრეჭვა, რადგან, ევრო-ამერიკელთა მიერ დაგეგმილი "საქართველო-ცხოველების ფერმა, ედუარდ შევარდნაძის თავკაცობით", მაშინდელი საქართველოს მთლიან ტერიტორიას არ ითვალისწინებდა, იგი ორჯერ დიდი აღმოჩნდა დაგეგმილზე და ამიტომაც გაგვინახევრეს!
...ისტორიის სიღრმეებში ყურყუმალაობას შევეშვათ, გუშინდელი დღე გავიხსენოთ, როგორი მათხოვართა ხროვა (რომ იტყვიან - ცალ-ცალი კალოშით!) მოვიდა ე.წ. "ვარდების რევოლუციით" ქვეყნის სათავეში მიშა სააკაშვილის თავკაცობით, რომელთაც სწორედ ორუელისეული "ცხოველების ფერმის" თანაბარუფლებიანობის და ანტიკორუფციული სახელმწიფოს მოწყობის კოდექსი ააფრიალეს, მაგრამ ცხრა წლის მანძილზე, გაუგონარი ქონება დააგროვეს (ახლაც აგროვებენ!) და ახალმა ხელისუფლებამ, ხელი რომ შეუშალა ქვეყნის ძარცვასა და ნგრევაში, ფეხზე დააყენეს ევროპელი თუ ოკეანის გაღმელი, ორუელის "ცხოველების ფერმის" შთამომავლები, ასე ხშირად რომ სტუმრობენ საქართველოს, გასული წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ!
ზოგადად ვიტყვი - არაფერი გვაქვს სტუმრის საწინააღმდეგო "სტუმარი ღვთისაა", მაგრამ არა ისეთი, როგორიც ზემოთნახსენები რასმუსენი და ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები არიან!..
რასაკვირველია, სტუმარს სტუმრისა უნდა მიეგოს, მაგრამ მისი გადასაწყვეტი არ უნდა იყოს ჩემს ქვეყანაში - ქურდის, კაცის მკვლელის, ქვეყნის დამაქცევარის და კიდევ სხვა ამ კატეგორიის დამნაშავეთა დასჯა!..
გასული წლის ოქტომბრამდე, ორმოცი ათასი თავისუფლებააყრილი ადამიანი იჯდა საკაშვილ-მერაბიშვილის ციხეებში. ყველასათვის ცხადია, მათგან, სულ ცოტა, ნახევარი, სრულიად უდანაშაულოდ იყო პატიმრობამისჯილი, მაგრამ ზემოთნახსენებ ევრო-ამერიკელთაგან, მაშინ არავის შეუწუხებია თავი ათასობით უდანაშაულოთა მოსაკითხად! უფრო მეტიც, ყოფილ ხელისუფლებას, ბოლო მომენტამდე საქციელს უქებდნენ, მაგრამ, როგორც კი დარწმუნდნენ, გასული წლის ოქტომბრის არჩევნებში, მათი ფავორიტების მოსალოდნელ მარცხში, ზურგი შეაქციეს, მაგრამ, თურმე არა საბოლოოდ, რადგან მალევე გაჩნდა საშიშროება, რომ: გასული წლების კრიმინალურ საქმეებში, მათი მონაწილეობაც გამოაშკარავდებოდა!..
ამიტომაც აატალახეს თბილისის აეროპორტი, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ "მაღალი ჩინის" ევრო-ამერიკელმა სტუმრებმა, ჩემო ძვირფასო მკითხველებო, თორემ მერაბიშვილები და ახალაიები მათ ცალ ფეხზე ჰკიდიათ!..
ყველაფერი ეს, ცხადზე უცხადესია, სამწუხაროდ, პრობლემა აქ არ მთავრდება, ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ, ორუელის "ცხოველთა ფერმის" ღორი შთამომავლები, საგულდაგულოდ მალავენ და ფუთავენ საქართველოში დატრიალებული, ყველა უბედურების სათავეს - "შევარდნაძე უხსენებლს"!
ნურავინ ჩათვლის, ყავლგასულად, ან გადამეტებულად, მიხრწნილი მოხუცის გახსენებას, რადგან უთავბოლო ყაყანის გარდა, ქართველ ერს და ქვეყანის ერთგულ მოსახლეობას დღემდე სერიოზულად არ განუხილავს, ზემოთნახსენები, მყრალი გვამის მიერ ჩადენილ ბოროტებათა ვრცელი ნუსხა, გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, რომელიც მარტო - 1991-92 წლების პუტჩით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით, აფხაზეთში ოცდაათი ათასი, უაზრო ომში ჩაკლული გენოფონდით, სამასი ათასი უსახლკაროდ დარჩენილით, ქვეყანაში დამკვიდრებული შიმშილით და სიღატაკით არ ამოიწურება!..
მე, ადრე, არა ერთხელ მითქვამს და დამიწერია:
- ქვეყანა ყველა ვალს გადაიხდის, ჭრილობებს მოიშუშებს, დანგრეულს ააშენებს, მაგრამ არაფერი ეშველება იმ ორმოცდახუთი ათას, თხუთმეტიდან -ოცდაათ წლამდე ახალგაზრდას, 1993 წლიდან მოყოლებული, უცხოეთის არატრადიციულ ქვეყნებში რომ გააგზავნა "ედუარდ-უხსენებელმა" გასაწვრთნელად (და, არა განათლების მისაღებად!) და გასული საუკუნის ბოლოს, სამშობლო საქართველოს დაუბრუნდნენ -სარწმუნოება, ზნეობა, ტრადიცია და ეროვნებადაკარგულნი!
აღასრულა "ედუარდ-უხსენებელმა" თავისი განზრახვა და ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმის" ევრო-ამერიკელ მემკვიდრეთა თანადგომით, სწორედ მათი "გაწვრთნილი კადრები" მოიყვანა 2003 წელს საქართველოს ხელისუფლებაში!
ეს წერილი არ ითვალისწინებს, სახელმწიფოს სათავეში ყოფნისას, მათი ნამოქმედარის განხილვას, მაგრამ უნდა შევახსენო მკითხველს, თუ როგორ უყურებდნენ მათ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას, მათი ხელისუფლებაში მომყვანები:
- როცა ამერიკელებმა, პრაქტიკანტ ქალთან ფლირტს, კინაღამ გადააყოლეს პრეზიდენტი კლინტონი, გერმანელებმა კი ქვეყნის პრეზიდენტ ვულფს, მეგობრისგან მცირე საპროცენტო განაკვეთით სესხად აღებული ხუთასი ათასი ევროს გამო (ქართული მასშტაბებით სასაცილო თანხა!) თანამდებობა დაატოვებინეს, საქართველოს დამაქცევარი მიშა-შეურაცხადის განკითხვის და მისი კრიმინალური გარემოცვის თავისუფლების აღკვეთის გამო, იგივე ამერიკელები და ევროპელები, მთელი ქვეყნის მოსახლეობას ყურებს გვიწევენ!
- რას ნიშნავს ყველაფერი ეს?
- გამოდის, რომ, ის, რაც მათ ქვეყნებში დაუშვებელი და მიუღებელია, ჩვენთან დასაშვები და მისაღებია?
- ე.ი. ჩვენ, ისინი, არასრულყოფილებად მიგვიჩნევენ და ექსპერიმენტის დონეზე განგვიხილავენ?!
აი, ეს არის ორუელის "ცხოველების ფერმის" თანამედროვე შთამომავალთა დამოკიდებულება გარე სამყაროსადმი და მათი ნამდვილი სახე, რომლებიც დღეს მსოფლიოს მართავენ და ყველა იმ უზნეობას სთავაზობენ, ზემოთ რომ ვახსენე "დემოკრატიის" მათეული გაგების განმარტებისას!
სწორედ ამას უფრთხოდა ჯორჯ ორუელი და 1945 წელს გამოქვეყნებულ ნაწარმოებში "ცხოველების ფერმა", კაცობრიობას აფრთხილებდა, რომ:
- ფაშიზმის დამარცხებით არ დამთავრებულა კაცობრიობის ტრაგედია, მას უფრო დიდი და მკაცრი გამოცდა მოელის, რომელსაც, ღორების შთამომავლების მიერ მართული ქვეყნები ჩაიდენენ მომავალში!
ყოველივე ზემოთთქმულის დასტურად, მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებ, წაიკითხოს საზოგადოება "ისტორიული მემკვიდრეობის" მიერ ახლახან გამოცემული წიგნები "ნატო მაკიაჟის გარეშე" და "ღმერთო, შეუნდე ამერიკას"!
ზოგიერთი, რუსთმოძულე კოსმოპოლიტი, რომ არ გამიბრაზდეს, მე მას შევახსენებ გადახედოს გაზეთ "ილორი"-ს არქივს და ყურადღებით წაიკითხოს, თუ რას ვწერდით ჩვენ "რუსული მეზობელთმოძულეობის პოლიტიკის" შესახებ. იქვე, იმასაც გაეცნობიან, რომ რუსებთან არსებული პრობლემების დიდი უმრავლესობა, ქართველ სახელმწიფო მოხელეთა უგუნური საქციელის (დიპლომატიას მას ვერ ვუწოდებ!) მიზეზით ხდებოდა. კიდევ ერთხელ გაიხსენებენ (ან პირველად შეიტყობენ), რომ:
ედუარდ-უხსენებელი, საკუთარი ტყავის გადასარჩენად, მისივე სურვილით, 1992 წლის აპრილში, საგანგებო დავალებით ჩამოვიდა საქართველოში, რაც, მისივე მოწყობილი პუტჩის შემდეგ, ქართული სახელმწიფოს საძირკვლების მოშლას ითვალისწინებდა და უცხოური იმპერიული გეგმის ნაწილს შეადგენდა, რაც პირნათლად შეასრულა კიდეც!
ორუელის "ცხოველების ფერმის" მემკვიდრეთა ფავორიტი, მიშა-შეურაცხადისა და მისი გუნდის კრიმინალური საქმიანობა, დეტალურად აღწერა ამერიკელმა ჟურნალისტმა, პოლ რიმპლმა, წიგნში "ვის ეკუთვნოდა საქართველო 2003-2012" წლებში, სადაც დაუფარავადაა მოთხრობილი, თუ როგორ ძარცვავდნენ ქვეყანას და როგორი მოხერხებულობით გაჰქონდათ ნაძარცვი ობშორულ ზონებში, სადაც ეშმაც კი ვერ მიაგნებს მათ კვალს!
და ბოლოს: სულ ცოტა ხნით მივუბრუნდები, წერილის დასაწყისში ნახსენებ, 1945 წელს და აქვე დავსძენ: 1945 წელს, არაფერი მომხდარა იმაზე მეტი და თვალსაჩინო, ვიდრე ფაშიზმის დამარცხება იყო! თუ კი, ვინმეს ეჭვი შეეპარება ამ შეფასების სიმართლეში, მან უპირველესად, ისტორიის არქივებს უნდა მიმართოს, რასაკვირველია, თუ სურს ჭეშმარიტების დადგენა, რადგან, არა მარტო საქართველოში:
კატასტროფულად ყალბდება გასული საუკუნის ისტორია იმ დასავლეთში, ქართველთა გარკვეულ ნაწილს რომ სამაგალითოდ მიაჩნია.
ყველაფერ ამის ფონზე, მენანება ქართული გენი და ქართული ნიჭი, რადგან მავანნი:
ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმის" შთამოამავალთა მიერ გონებადაბინდულ ჩვენს თანამემამულეებზე დაყრდნობით ცდილობენ, სახე უცვალონ ისტორიის ჭეშმარიტ ფურცლებს!
დავით ქობალია
P.S. წინასააღდგომო დღეებში გაზეთ "ილორის" არქივზე მუშაობისას გადავაწყდი სტატიას "ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმა". იგი 2014 წლის 6 აგვისტოს გამოქვეყნდა. გაოცებული დავრჩი 9 წლის შემდეგ მისი ხელახლა წაკითხვისას, -ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ორუელის ნაწარმოების ფინალშია ნათქვამი, როცა:
"ცხოველების სახელმწიფოს" უზრუნველი ცხოვრობის მოწყობის იმედი, "დღედაღამ ჯაფაში ჯანგავარდნილი ცხენი" კვდება და მას, მისი, ღორის შთამომავალი უხილავი პატრონები, სამკურნალოდ წაყვანის საბაბით, ქვეყანას მოაშორებენ.
"ცხოველების ქვეყნის" მოსახლეობა, ჯანმრთელი ცხენის დაბრუნების ნაცვლად, საშინელ ამბავს შეიტყობს: ჯაფაში ჯანგავარდნილი ცხენი, მის, ღორის შთამომავალ უხილავ მეპატრონეებს საავადმყოფოს ნაცვლად ცხოველთა სასაკლაოში ჩაუბარებიათ... და, ყველა იმედი კვდება, მათი ქვეყანაც იშლება!"
მთელი ღამე, - ომში გახვეული უკრაინის 5 მილიონზე მეტი, ქვეყნიდან გახიზნული და უკრაინაში დარჩენილი, სასიკვდილოდ განწირული მოსახლეობა მედგა თვალწინ!
ხან კიდევ, - ცხოველების ქვეყნიდან "ჯაფაში ჯანგავარდნილი, ღორების შთამომავალი უხილავი პატრონების მიერ მკურნალობის მიზეზით, სახელმწიფოდან გაყვანილი და სასაკლაოზე მოხვედრილი ცხენი" მელანდებოდა ძილბურანში!