საქართველოს თავს აფარებს რუსი თაღლითების წყვილი, გვარად - ჩიქოვანი

საქართველოს თავს აფარებს რუსი თაღლითების წყვილი, გვარად - ჩიქოვანი

 ალექსანდრე ჩიქოვანი გახლავთ რუსეთის კრიმინალურ წრეებში ცნობილი თაღლითი. სხვადასხვა წლებში, ის, ფლობდა რა მსხვილ სამშენებლო კომპანიებს «Nord Construction» и «ჰეფესტი», ისახელმწიფო ბიუჯეტში იხდიდა გაცილებით ნაკლებ გადასახდებს, ვიდრე მისი რეალური შემოსავლებიდან ეკუთვნოდა გადახდა. ის წლების მანძილზე ფარავდა გადასახადებს, ასევე არ უბრუნებდა საფინანსო ორგანიზაციებს აღებულ კრედიტებს. ამ ფაქტებს ევროპული და აზიის ბანკებიც ადასტურებენ.

 

 მსგავსი თაღლითური სქემით ჩიქოვანმა უკანონოდ მილიონები მიითვისა და შემდეგ უცხოურ ბანკებში განათავსა. მაგალითად, ავსტრიული „UniCredit Bank Austria- AG“-ში მას აქვს გახსნილი ანგარიში, რომელზეც 4.7 მილიონი ევრო ერიცხება; ჩინეთის „სამრეწველო-კომერციულ ბანკში“ მის ანგარიშზე ირიცხება 1.1 მილიონი აშშ დოლარი; ხოლო ჰონგ-კონგის „United Overseas Bank Limited“-ში, მას ანგარიშზე აქვს 1.36 მილიონი აშშ დოლარი აქვს განთავსებული.

 

 თუმცა, ეს ყველაფერი როდია, ჰონგკონგის ბანკში, ალექსანდრე ჩიქოვანს, მისი მეუღლის ქსენია ჩიქოვანის სახელზე გახსნილ ანგარიშზე 3.46 მილიონი აშშ დოლარი აქვს განთავსებული. მისი ქონება და ბანკში განთავსებული თანხების რაოდენობა, მკვეთრად განსხვავდება მისი შემოსავლებისგან, რომელსაც ის დეკლარირებდა ოფიციალურად. სწორედ რუსეთში გადასახადებისგან თავის არიდების და კრედიტორი ბანკების მოტყუების, განზრახ საკუტარი კომპანიების გაკოტრების გზით მან მრავალმილიონიანი ქონება დააგროვა.

 

 ავტორიტეტული გამოცემა „Forbes“ იუწყება ერთ საინტერესო ინციდენტზე ჩიქოვანის თაღლითური სქემიდან: როდესაც ის კომპანია «ჰეფესტი»-ს მფლობელი გახლდათ, მან აიღო სამშენებლო კრედიტი 50 მილიონი რუბლი, შემდეგ გააკოტრა საკუთარი კომპანია და მისი ანგარიშებიდან გაიტანა თანხა 820 ათასი აშშ დოლარი, ბანკს კი ერთი კაპიკიც არ დაუბრუნა. 

 

 რუსული გამოცემა, «თავისუფალი გაზეთი», 2019 წელს წერდა კომპანია «ჰეფესტი»-ს შესახებ, რომელსაც ადანაშაულებდნენ გადასახდის გადაუხდელობაზე ჯამური თანხა: 163 მილიონი რუბლის (2.67 მილიონი დოლარის) ოდენობით 3 წლის განმავლობაში.

 

 ჩიქოვანის დანაშაულებრივი ქმედებები არ დარჩა სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების გარეშე და მალევე ის იქნა გამოცხადებული ძებნაში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.თუმცა, მალევე გახდა ცნობილი, რომ წყვილი ესპანეთს აფარებდა თავს, მაშინ თაღლითი უკვე საერთაშორისო ძებნაში იქნა გამოცხადებული. რის შემდეგაც, ჩიქოვანმა, მეუღლის, ქსენია ჩიქოვანის სახელზე გადააფორმა უძრავი ქონება და აქტივები.

 

 უკანონოდ მიღებული შემოსავლების გათეთრების მცდელობამ გამოიწვია, ის, რომ ჩიქოვანით დაინტერესდნენ უკვე ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოები. ამიტომ წყვილს მოუწია დისლოკაციის ადგილის შეცვლა და მათ არჩევანი საქართველოზე შეაჩერეს. ევროკავშირის ქვეყნებში შესაბამისი რეპუტაციის მოსაპოვებლად, პუტინის რეჟიმისგან დევნილის იმიჯისთვის საჭირო ფონის შესაქმნელად, ჩიქოვანი, მკვეთრი ანტირუსული რიტორიკით გალაშქრა სოციალურ ქსელებში, მან თავი, პუტინის რეჟიმისგან დაჩაგრულ ოპოზიციონერად წარმოაჩინა, რომელსაც ავიწროებდნენ რუსეთში და იძულებით მოუწია საზღვარგარეთ გაქცევა. სინამდვილეში კი ჩიქოვანი, კრემლის ოლიგარქებს ევროპაში თანხების გათეთრებაში ეხმარებოდა: ჩიქოვანს აქვს საკუთარი თანხების ლეგალიზაციის კარგი გამოცდილება – გადასახადებისგან თავის არიდების აპრობირებული სქემები რუსეთში. სწორედ ამ თაღლითური სქემების მეშვეობით, მან ბევრჯერ შეძლო შეძლო შავი, არალეგალური ფულის გათეთრება ესპანეთში და სხვა ქვეყნებში.

 

 ახლა უკვე ჩიქოვანების წყვილი უკვე ჩვენს ქვეყანას აფარებს თავს და თავს და ცდილობს თავი დაიმკვიდროს პოლიტიკურ და ფინანსურ „ელიტაში“ ასევე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვას. დროა შესაბამისმა ორგანოებმა მოახდინონ დამნაშავე წყვილის საქმიანობის პრევენცია და იფიქრონ მათ ექსტრადიციაზე რუსეთში. 

 

 თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ, რომ ჩიქოვანების წყვილი, კრემლის სტრუქტურების სისხლიან ფულის აგთეთრებითაა დაკავებული, მათი საქართველოში ყოფნა და საქმიანობაც კი სერიოზული დარტყმის ქვეშ აყენებს ქვეყნის იმიჯს, ქვეყნის, რომლის მიზანიცაა ევროკავშიში შესვლა და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. 

 

დავით გელაშვილი

 

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: