ამნისტია _ დაპირისპირების პირველი მიზეზი უმრავლესობასა და სამოქალაქო სექტორს შორის?!
მიმდინარე კვირას საპარლამენტო მოსმენებზე ამნისტიის პროექტს განიხილავენ. ამ პროცესს კვლავ შეურთდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. საუბარია მათი მხრიდან ახალ შეთავაზებებზეც.
ამნისტიის კანონს პარლამენტი 5 დეკემბერს დაამტკიცებს.
"ჩვენ ეს დრო გვჭირდება საკითხის უკეთ შესასწავლად, რადგან კანონპროექტის მიმართ ბევრი შეკითხვები გაჩნდა", _ განაცხადა უმრავლეობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ წინა კვირას ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვას დიდი ხმაური მოჰყვა. აღნიშნულ საკითხზე მომუშავე კომისია დატოვეს "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ".