ომბუდსმენის ვინაობა ამ კვირას გაირკვევა?!
პარლამენტი მიმდინარე კვირას სახალხო დამცველის კანდიდატურების განხილვას დაიწყებს.
შეისწავლიან და განიხილავენ აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენილ ექვსივე კანდიდატის საქმეს.
სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირას უკვე ახალი ომბუცმენი უნდა დაამტკიცონ.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილები არიან: დიმიტრი ლორთქიფანიძე, ნინა ხატისკაცი, ლია მუხაშავრია, თამარ გურჩიანი, გელა ნიკოლაიშვილი და ნინა იმნაძე.