„მინდა, მინდა მთელი დედამიწა, მინდა!“

„მინდა, მინდა მთელი დედამიწა, მინდა!“

გამოვიდა ახალი წიგნი - ,,ტანტრუმი - უნდა, უნდა“, (ტანტრუმი - მოთხოვნილებების მრისხანებით ამოხეთქილი ემოციებით გამოხატვაა). ნაწარმოების ავტორი, ია საკანდელიძე, პროფესიით ექიმია, მაგრამ მას ასევე ვიცნობთ, როგორც საინტერესო პუბლიცისტს. 2018 წელს გამოქვეყნდა მისი რომანი „ხურდაში მოქცეულთა სიყვარული“. „პიესიის,ტანტრუმი - უნდა, უნდას“, მთავარი პერსონაჟი - ლუკა, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 6-7 წლის ბიჭია, რომელიც, ხშირად ვარდება ტანტრუმში და გაჰყვირის „უნდა, უნდას!“თუმცა წიგნში მხოლოდ აუტიზმზეა არ არის საუბარი. იგი აუტიზმის საარკმლიდან გვამცნობს თანამედროვე სამყაროს...

 

 ავტორი მიუკერძოებლად აანალიზებს არსებულ რეალობას და სამყაროს კანონზომიერი პროცესების გათვალისწინებით გონების, რწმენისა და გრძნობის სფეროების შეჯერებით ეძიებს იმ გამოსავალს, რომელიც ქვეყნის მშვიდობის, ადამიანთა სიკეთისა და ერთობის საფუძველია...

 

 პიესის ერთ-ერთ მთავარ სათქმელსაც პიესის პერსონაჟი -ბიძინა აჟღერებს: ,, განგება ხშირად ბავშვების პირით გველაპარაკება ხოლმე! ლუკა, ჩვენი გურუ ბიჭი, იქნებ, ამ „უნდა, უნდას“ ძახილით, იმ მავნებლების „მინდას” ახმოვანებს, ყველაფერი რომ უნდათ, მთელი დედამიწის ჩათვლით! ხომ ვხედავთ, შეატორტმანეს კიდეც ეს დედამიწა.‘’ ასევე საინტერესო, პიესის პერსონაჟის - შალვას მონოლოგი: „აქეთ ათასობით ტონა ყინული დნება, იქით ტყეები - სამყაროს ფილტვები იწვის. მეორე მხარეს უკრაინა იწვის და ინგრევა... თითქოს დედამიწას კორონა და აუტიზმი ერთად დამართეს და ისიც ტანტრუმშია! ალბათ განგება გამოგზავნილი დაავადებებით გვამცნობს, რა ემართება ბუნებას ჩვენი უწესო ცხოვრებით!“

 

 საგულისხმოა ბიძინას მიმართვა ახალგაზრდებისადმი: „დღეს ყველაფერი ერთმანეთშია აზელილი - სიმართლე, სიცრუე, სიკეთე და ბოროტებაც! გალანძღულია ეკლესია, სოციალიზმიც, კაპიტალიზმიც, დემოკრატიაც და ეკონომიკურად ძლიერი ადამიანებიც, ანუ ყველაფერი, რასაც და ვისაც შეეძლო გადაერჩინა ეს ქვეყანა! პრიორიტეტებიც ვერ აგვირჩევია სწორად! პლურალიზმი კი, როგორც ვხედავთ, მართალი აზრის ჩამკარგველი აღმოჩნდა მხოლოდ!“

 

 პიესის ასევე მნიშვლოვან სათქმელს ბახტრიონის ომის გახსენება წარმოადგენს. ამ მიზნით პიესაში განიხილავენ ფილმს, რომელიც თითქოს ახლიდან გადაიღეს ბახტრიონის ბრძოლის შესახებ. ფილმის გმირის ბიძინას წუხილზე - „უკვე სოდომის ცოდვით გვბილწავენ, მღვდელს პატივს ყრიან და რჯულს გვიოხრებენ, ეს უკვე ბოლო წვეთიაო!“- ისმის პიესის პერსონაჟის ბიძინას შეკითხვა: „დაფიქრდით, დღევანდელი დღე არ გახსენდებათო?“ საგულისხმო თანხვედრაა შემდეგ ფრაზებშიც: „ვხედავთ,ალავერდს და ბახტრიონს” როგორ იმხრობენ სათავისოდ ყიზილბაშები?!,“ ცხადია მოგაგონდებათ, ჩვენი ახალაშენებული კორპუსები, მთელ სართულებს რომ ყიდულობს სხვადასხვა ეროვნების ადამიანი!“ - ეს ნაწარმოები ეფუძნება კიდევ ერთ, იმედისმომცემ პოზიციას: „სინდისსა და სამართლიანობას ღმერთი პატრონობს, თუ დაანახებ, რომ ეს მხარეც არსებობს და უფრო მეტია, ვიდრე ის ბოროტი ძალა. მარტონი ვერაფერს გავხდებით და ვართ ასე უხილავი ჯაჭვით გადაბმულები ჩვენი არსის და შეგნების შესაბამისად“. 

 

 ნიშანდობლივია, პიესის ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი პერსონაჟის- ჩადუნელის დიალოგი თავის პარტნიორთან: „ჰმ, რელიგია მეტაფიზიკის ნათელი ნაწილიაო”. ,,ეგენი ძალიან გვიშლიან ხელს, ჯონის ბიჭები ფეხზე დააყენე და ნახონ, თუ უშველით ღვთიური ორბიტა მაგ შერეკილებს!“ საყურადღებოა ჩადუნელის სხვა მოსაზრებებიც:,.. მაგათი ადგილი აღარ არის ამ სამყაროში?! მალე ჩავძირავთ რუსეთს და მაგ ჩიტირეკიებსაც ზედ მივაყოლებთ!“ 

 

 მიუხედავად იმისა, რომ პიესა ძალიან ბევრ აქტუალურ თემას ეხება, იგი სიუჟეტურად მაინც კარგად არის შეკრული. მარტივი დიალოგებით ვისმენთ საინტერესო მოსაზრებებს, ჰიპოთეზებს. დინამიკურადაა წარმოდგენილი მოვლენები, კონფლიქტები, კურიოზები, საინტერესო ფსიქოლოგიური წიაღსვლები. პიესა არც იუმორის ნაკლებობას განიცდის და, რაც მთავარია, მტრობის დამამარცხებელი ანანოსა და ნიკას სიყვარულის ისტორიით. გამოკვეთილია ბედისწერის თავისებურებისა და სიყვარულის კანონზომიერი თანხვედრა...თან ეს ყველაფერი ნათლად და მკაფიოდ არის ნათქვამი. დიახ, აღარ გვაქვს უფლება, დღეს, აპოკალიფსის ზღურბლთან, ხელოვნება ეგრეთ წოდებული „დიდი ხელოვნების“ ბუნდოვანებასა და ლიბერალების მომაკვდინებელ მარწუხებში ჩავტოვოთ! 

 

 ვიცი, რომ ეს პიესა დიდმა რეჟისორმა, ბატონმა თემურ ჩხეიძემ წაიკითხა... სამწუხაროდ, იგი შედარებით დიდი მოცულობის პიესის პირველ ვერსიას გაეცნო. მას და ქალბატონ იას მსჯელობა ჰქონდათ ნაწარმოების შემცირებულ ვარიანტზე, რაც ბატონი თემურის სიცოცხლეში ვერ მოხერხდა... პიესა ასევე კარგი მასალაა მხატვრული ფილმისთვის.მიმაჩნია, რომ ამ ნაწარმოებს უნდა გაეცნოს მკითხველი და ამავე დროს, დაიდგას იგი სცენაზე და იხილოს მაყურებელმა! 

 

 P.S. მალე ვიხილავთ ია საკანდელიძის ახალ რომანს-„არარაობის რაობა.“ სამი ნაწყვეტი, ანონსის სახით, შემოგთავაზეთ ამავე წიგნში, პიესის ბოლოს. ზაურ ნაჭყებია, ლიტერატორი, პუბლიცისტი, ტელეგადაცემების ავტორი და წამყვანი.

 

 რატომ მომეწონა ეს პიესა?! 

 

 მარინა შაქარაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ტრანსდისციპლინარი.

 

 „ისტორიულ პროცესთა მდინარებაში, როგორც ხორბალი ლენცოფისგან, ისე განირჩევა კეთილისმოქმედთა და ბოროტისმოქმედთა ღვაწლი“ (წმ. იოანე დამასკელი). ამბობენ ღვთის მადლით, ერის ხსნას რჩეული ადამიანების ღვაწლი განაპირობებს. რას აკეთებენ დღეს თანამედროვე შალვა, ელიზბარი, ბიძინა, დემეტრე, ცოტნე, ლუარსაბი და მათი შთამომავალნი? - ვკითხულობთ პიესის დასაწყისში. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ პიესაში სწორედ ბიძინა, შალვა და ელიზბარი წარმოადგენენ გამორჩეულ პერსონაჟებს, რომლებიც თავიანთი ხასიათით, აზროვნებითა და მოქმედებით ადამიანის ფსიქიკის სხვადასხვა ინსტანციას ახმოვანებენ. მაგალითად, შალვა პროფესიით ექიმია, ანუ ადამიანის ბიოლოგიური მოცემულობებისა და მოთხოვნილებების კარგად მცოდნე. შესაბამისად, მისი პიროვნებით ავტორი ახმოვანებს ადამიანთა ფსიქიკის პირველ ინსტანციას, მოთხოვნილებათა ერთობლიობას – ანუ Idi-ს თუმცა ისიც შესამჩნევია, რომ თავისი მეგობრებისაგან განსხვავებით, მისი ცხოვრება რამე ოჯახური დრამით არ არის დამძიმებული, ქვეყნად არსებულ გარემოებებთან მეტი ამტანობა და მიმღეობა აქვს. შედარებით უფრო ზედაპირულად აფასებს მოვლენებს, ხშირად ხუმრობს, იცინის და ეს არ ხდება შემთხვევით. აქ თანამედროვე მედიცინის კონფორმისტული ხასიათია გამოვლენილი. თუმცა შალვა მაინც დადებითი პერსონაჟია, ავტორს სურს, არც ის და არც მისი მეგობრები, პატრიოტული ღირებულებებით, ძალიან დააშოროს თავიანთ ისტორიულ სეხნიებს. 

 

 ლუკას მამა - ელიზბარი, ყოფილი მოსამართლეა... სიმბოლურად საზოგადოების ამქვეყნიური შესაძლებლობების განმსაზღვრელი. პიესაში მის პიროვნებას ავტორი უსადაგებს ფსიქიკის აღმასრულებელ ორგანოს – Ego-ს. თუმაცა იგი ცდილობს, ჩადენილი შეცდომები გამოასწოროს გარკვეული მომენტიდან, როგორც სავლე პავლედ, ისე იქცევა ადვოკატად ... 

 

 ბიძინა, როგორც სასულიერო პირი და მეცნიერი, დადებით გავლენას ახდენს თავის სტუდენტებზე და მეგობრებზეც. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ საზოგადოების სულიერი ცენზორია - და ფსიქიკის მესამე ინსტანციას – Super ego-ს, ანუ სინდისს ახმოვანებს პიესაში. ამიტომ ამბობს ელიზბარი: „ბიძინა, ჩვენი სინდისი და მართალი კაცი.“ 

 

 ნიშანდობლივია, რომ, როგორც დღევანდელ ფსიქიატრიაში მოიხსენიებენ სუპერ-ეგოს უსარგებლო სტრუქტურად, ასევე მოიხსენიებს ბიძინას პიესის უარყოფითი პერსონაჟი ჩადუნელი, უფრო მეტიც, მოკვლასაც კი უპირებს მას! 

 

 ავტორის აზრით, ჩვენი პრობლემების ერთ-ერთი გამოსავალი ასეთია: არსებული კანონები უფრო მეტად უნდა იცავდეს ადამიანს და თანდათან უფრო მეტად უნდა მოხდეს მეცნიერებისა და რელიგიური მცნებების შეჯერება-შეთანხმება. სწორედ ამ შემთხვევაში გვევლინება სინდისი, როგორც „საზრისის ორგანო“ (ნოოსფეროს აკადემიის დამაარსებელი ირინა კალანდაძე) და განაპირობებს იმ წინაპირობას, რომელიც ადამიანის მოთხოვნილებას და შესაძლებლობას მორალურ ჩარჩოებში ამყოფებს. ამიტომ მიმართავს გოგილო ამ ბატონებს: ,,საუკუნეების წინ გააერთიანა ეს სახელები ღმერთმა. ვიცი, რომ თქვენს ერთობას, საკუთარი სინდისის, მოთხოვნილებისა და შესაძლებლობათა შორის რთულ ლაბირინთებში მუდამ დაჰყვებოდა ღვთის მადლი და სიბრძნე. ასე მგონია, ნაფიქრი გექნებათ, როგორი უნდა იყოს ჩვენი დროის ბახტრიონის ბრძოლა, რომელმაც შეიძლება გადაგვარჩინოს!“ დანარჩენი პიესაში იხილეთ... სადაც ბოროტებაზე გამარჯვება ისეთი ლოგიკური დასასრულია, ვეღარც კი წარმოიდგენთ სხვაგვარ ფინალს. ამიტომ მიმაჩნია, რომ უნდა დაიდგას ეს პიესა, სადაც ყველა სიტყვასა თუ წინადადებას, თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მინიჭებული... 

 

 რატომ დავწერე პიესა „ტანტრუმი - უნდა, უნდა!

 

 დღეს, მოსახლეობის საგულისხმო ნაწილი, ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იგი მუდამ დამნაშავედ მიიჩნნევს. საარსებო საშუალება კი ყველაზე სარფიანად ქვეყნის ინტერესების შელახვით გამომუშავდება და რაიმე კანონით ამ პროცესის შეჩერების საშუალებას არც პარტნიორი ქვეყნები გვაძლევენ და არც ანგაჟირებული მოსახლეობა. სწორედ ამიტომ ვათქმევინე პიესის პერსონაჟს: ,,თუ გვინდა, რომ ეს ქვეყანა, ჩვენ „გვეყუდნოდეს“, ხალხმაც და ხელისუფლებამ ერთმანეთის მტრობას თავი დავანებოთ. ამით ხელისუფალთ დასაყრდენი ძალა სხვა ქვეყნებში აღარ ექნება საძიებელი და ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგო დავალებებს ისევ ადვილად ვეღარ დააკისრებენ-თქო!“!

 

 მით უფრო, როცა საერთო კანონების მიმღეობის ძალა ხუნდება, იქ იწყება და ასპარეზზე გამოდის თეატრის, კინოს, ასევე, ეკლესიის და ბოლოს ქუჩის კანონების ზემოქმედება ხალხზე! 

 

 სანამ ამ უკანასკნელამდე მივა საქმე, ხელოვნებას თავისი სიტყვის თქმა ევალება.ამიტომ ეფუძნება პიესა დიდი თეატრალის ვალერიან გუნიას მოსაზრებას: „თეატრი სჯის, გვასწავლის, თვალს გვიხელს და გვაფრთხილებს ცხოვრების ყოველი განსაცდელისაგან, რომელნიც წარმოსდგებიან ადამიანის უუნარობისგან, გულისთქმისა, უგუნურობისა და უზნეობისაგან“. 

 

 პიესა „ტანტრუმი – უნდა, უნდა“ აუტიზმის, კორონასა და ომის ტრანსდისციპლინარული გააზრებით, ახლებურად გვაცნობს სამყაროს და, როგორც ერთი პერსონაჟი ამბობს: „აუტიზმიც და კორონაც თავიანთ კლინიკურ სიმპტომებს თითქოს „კოპი პეისტით“ იღებენ ჩვენი ცხოვრების წესიდან“... დიდი ხანია, ლიბერალ-დემოკრატები გვმოძღვრავენ, რომ ხელოვნება არ უნდა შეიცავდეს იდეოლოგიურ ჩანართებს. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ლიბერალური შეხედულებების ტირაჟირება აუცილებელია სოციალური სტატუსის შესანარჩუნებლადაც კი!!

 

 ასევე, სიამაყით გვაცნობეს, რომ თურმე ადამიანს აქვს უფლება, იყოს უზრდელი... დიდი ხანია მონდომებით აპიარებენ ნიცშეს მოსაზრებებს: „წაქცეულს ხელი ჰკარი,“ ან – „ზეკაცის“ იდეას – „ღმერთი მოკვდა და ახალი უნდა დავბადოთო.“ თუმცა თუ ადრე ყველა „ზეკაცის“ იდეა იყო გატოლებოდა ღმერთს, უკვე ეს მისწრაფება გამოიხატება უფრო დიდი ამბიციით - თავად შექმნამ ისეთი ცოცხალი ორგანიზმები,რომლებიც მათთვის სასურველი თვისებებისა და პარამეტრების მატარებლები იქნებიან...დიახ, ასე სიცოცხლეს ვერ შევინარჩუნებთ...

 

 არ შეიძლება ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ სატელევიზიო ლექციებში სიამაყით ჟღერდეს ანტონ არტოს, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური მოსაზრებები: თურმე „ლიტერატურა არის ბოროტების სახეობა, თავად არის ბოროტება, ნორმიდან ამოვარდნილობის გამოსახვა და არანორმალურობის გააზრება,“ ასევე ჰუგო ფრიდლიხის, მარკიზ დე სადის, ჟორჟ ბატაის და მისნაირების (ანუ ძირითადად, წინა საუკუნის ფაშიზმის იდეოლოგების) ,,სიბრძნეები“: მაგალითად, თითქოს, „ლიტერატურა აღწევს უმაღლეს აზრს მაშინ, როცა ის ბუნდოვანია“.

 

 ამიტომ პიესაში, ჩვენი გამორჩეულ წმინდანების: ბიძინას, შალვასა და ელიზბარის გახსენებით, მინდა ამ დროშიც „ჩამოირბინოს” იმ რწმენამ, პასუხისმგებლობამ და ღირსებამ, რომლითაც ჩვენამდე ინარჩუნებდნენ თავს!.. პიესაში გამოყენებული მიზანსცენები, სიზმრები შეიძლება მივიჩნიოთ იმ სარკმელად, სადაც სპექტაკლის საშუალებით „ვათამაშებ“ იმ სცენასა და იმ ენერგეტიკულ ველს, რომელიც საჭიროა ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად... თორემ დღეს„თავისუფლება,ისე გააუპატიურეს, როგორც საზოგადოებას სჭირდება პატრონი ამ ლიბერასტებისგან თავის დასაცავად, ისე – ამ თავისუფლებასაც, მთლად რომ არ განუტევოს სული!“(ნაწყვეტი პიესიდან).

 

 პიესა ჰომოსექსუალიზმის პრობლემებსაც ეხმიანება: „ადამიანი და გარე სამყარო ორივე ღია სისტემაა და როგორც გარემო მოქმედებს ადამიანზე, ისე ადამიანი თავისი ცხოვრების წესით ზემოქმედებს გარემოზე“. ხოლო „ქალისა და მამაკაცის ტრადიციული ურთიერთობა, ეს იმ ორი ურთიერთსაპირისპირო მუხტის არსებობის გაგრძელებაა, საიდანაც იწყება ჩვენი ხილული სამყაროს განვითარება და რომლის ირგვლივაც ბრუნავს დღემდე დედამიწა! ამიტომ მთავარი კანონზომიერი პროცესია ამ სამყაროში, ომიანობის შემდეგ გაცილებით მეტი ბიჭი იბადება აუცილებელი ენერგეტიკული ბალანსი რომ არ დაირღვეს?! ვინ მოგვცა მისი შეცვლის უფლება?!“

 

 რაც შეეხება, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს, მათ დიდ ნაწილს ბევრი მკვლევარი მიიჩნევს იისფერი გამოსხივების მქონე ადამიანებად, რომლებსაც ცნობიერების ისეთ სიხშირეზე გადასვლა შეუძლიათ, როცა ხდება იმ პრობლემატური საკითხების გადაჭრა, რომლებსაც დღევანდელი კაცობრიობა ვერაფერს უხერხებს. ვსარგებლობ ამ მოსაზრებით და ვცდილობ, ლუკასა და სიზმრის საშუალებით ჯერ მეტაფიზიკურად დავამარცხო ბოროტება (ამქვეყნად ხომ ყველაფერი ჯერ მეტაფიზიკური თანხვედრით იწყება და მერე ხორციელდება რეალურად). ამ მომენტში, პიესაში გაისმის მნიშვნელოვანი ფრაზები: – „მინდა,მთელი დედამიწა, მინდა...“ მერე ჯვრისა და მზის სინათლის წყალობით მოძალადე მიწაზე ეცემა.. ხოლო სიზმრის შემდეგ, პიესაში უკვე რეალურად მარცხდება იგი. თან, ეს ფაქტი ყველა თაობის ერთობლივი სულისკვეთების საშუალებით ხორციელდება. ამ გზით მინდა,35 წელი მხატვრული ფილმი ,,მონანიებიდან“ ჩვენ ცხოვრებაში გადმოსული სიმბოლური ფორმულირება – წინაპართა ფესვების თხრა და მომავალი თაობის საგულისხმო ნაწილის თვითმკვლელად ქცევა ჩანაცვლდეს ასეთი სიმბოლური ფორმულირებით –– თაობათა საერთო ძალისხმევით სიკეთისა და სიცოცხლის გამარჯვებით! ამიტომ არის ეს სცენა გამოტანილი წიგნის ყდაზე... 

 

 ცხადია, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემთვის არ არის საფრთხის შემცველი! მე ჩემი ვალი მოვიხადე საკუთარი თავისა და ღმერთის წინაშე..უკვე, ჯერი რეჟისორზეა. ადრე, სახელმწიფოს დოტაციაზე მყოფი თეატრები მაინც ახერხებდნენ საგულისხმო სათქმელის გაჟღერებას. ამიტომ სანამ ლიბერალურზმს მთლიანად ჩაუყლაპავს ეს ქვეყანა, ვისარგებლოთ ხსენებული „სიტყვის თავისუფლებით+“ და შეიქმნას ქვეყნის ჯანსაღი იდეოლოგია, რომელიც ხელს შეუწყობს პროგრესული აზრის განვითარებას... ამაში თეატრს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. და ბოლოს, ნათქვამია: „არა არს კაცი ცხონდეს და არა სცოდოსო.“ მაგრამ თუ ჩვენი ცხოვრების ცოდვილ შარაზე გადაბრუნებულ ურემთან საკუთარი „მერანის“ თელილ გზას ვერ აღმოვაჩენთ, ისე, განა ყველა ცოდვილი ცხონდება?!(ნაწყვეტი პიესიდან) 

 

 ია საკანდელიძე

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: