შემდეგი ასი წელი...

შემდეგი ასი წელი...


სტატია, რომელიც კომპიუტერის მეხსიერებამ შემახსენა, პირველად 2014 წელს გამოქვეყნდა "საერთო გაზეთში"


მიმაჩნია, იგი დღევანდელი საქართველოს ურთულეს მდგომარეობას ეხმიანება და მოაზროვნე მკითხველისთვის საინტერესო იქნება მისი წაკითხვა!

* * *


შარშან "დემოკრატიული" ევროპის შუაგულში სამხრეთ ტიროლის ოკუპაციის 95-ე წლისთავი აღინიშნა. მეც ვიყავი მიწვეული ამ "იუბილეზე"!


უნიკალურად აღნიშნა იგი ორივე მხარემ:


– სამხრეთ ტიროლდაკარგულმა ავსტრიამ – გლოვით!


– სამხრეთ ტიროლის მიმტაცებელმა იტალიამ – ავსტრიისთვის სამხრეთ ტიროლის წაგლეჯის დამკანონებელი, ფაშისტი დუჩე მუსოლინის სურათებით საახალწლო კალენდრებზე გამოქვეყნდა.


მე ადრეც ვწერდი ამ საკითხზე. იგი ჩემი სულიერი ტკივილია და ადვილად არ მეთმობა, ვინაიდან, ჩემთვის ყველა სოფელი, ყველა ხეობა, ეკლესია-მონასტერი და ციხე-კოშკი სამხრეთ ტიროლში ისეთივე ახლობელია, როგორც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში!


უამრავი ჩამოსული და ადგილობრივი დაესწრო Bოზენ-ში (იტალიურად – Bოლზანო) სამხრეთ ტიროლის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაცემულთა სულის მოსახსენიებელ წირვას. სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო, ვერ შევძელი იქ ჩასვლა, მაგრამ ავსტრიელი მწერლისა და ისტორიკოსის ღოლფ შტეინინგერ-ის წიგნიდან "სამხრეთ ტიროლი პირველი მსოფლიო ომიდან დღემდე" (რომელსაც ქართულად ვთარგმნი) გადავწერე ერთი 16-გვერდიანი თავი. მოქმედი პირები და ადგილმდებარეობის დასახელებები შევცვალე აფხაზეთით და სამაჩაბლოთი, მისასალმებელი ორი წინდადება წავუმძღვარე და ასე მივაწვდინე ხმა 95 წლის მანძილზე სამხრეთ ტიროლის თავისუფლებასშეწირულთა (იქ დღესაც გრძელდება ბრძოლა სამხრეთ ტიროლის თავისუფლებისთვის) ჭირისუფლებს.


მოგვიანებით, ჩემი მეგობარი, საქართველოს დიდი ქომაგი და სამხრეთ ტიროლის დიდი პატრიოტი, დოქტორი რაინერ გაისლერი მიყვებოდა – "წირვაზე მოსული საზოგადოება თვალცრემლიანი უსმენდა ქალბატონ ქრისტინე ფონ შპილმანს, შენგან გამოგზავნილ მიმართვას რომ კითხულობდა... ყველამ საკუთარ ტკივილად აღიქვა ის, რაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მოხდაო!"


ასე ტყუპისცალივით, წყლის ორი წვეთივით გვანან ერთმანეთს – ევროპის შუაგულში – ავსტრიაში და შორეულ კავკასიაში – საქართველოში, უწყინარი ხალხების თავზე დატეხილი ტრაგედიები, რომელთა მშველელი არავინაა – არც კავკასიასა და არც ევროპის შუაგულში.


ორივეგან ხალხის გასაჭირზე ფული კეთდებოდა მხოლოდ და კეთდება დღესაც.


კიდევ ერთხელ გავიმეორებ (რადგან ერთხელ და ორჯერ მოყოლა საკმარისი არ არის იმის გასაგებად თუ გასაცნობიერებლად, რა უბედურება დაგვატყდა "ევრო-ამერიკელ მოკეთეთა" მიერ სკალპახდილ და მანიპულირებულ თავზე), რათა ნათლად გავიგოთ – ჩვენი პატრონი, საკუთარი თავის გარდა, არავინ არ არის დედამიწაზე და ამიტომ ამ თემას ხშირად უნდა მივუბრუნდეთ, ზოგიერთი გონებადაბინდული ჩვენი თანამემამულე რომ გამოვიყვანოთ საღათას ძილიდან, რომელსაც კვლავინდებურად ქვეყნის მთავრობიანად ქანდარაზე გასული მისი პრეზიდენტი ელანდება და ტაშის ბათქუნით ხელისგულებს იხეთქავს.


...სტუმართმოყვარეაო ქართველი.


მეც ხშირად ვიმეორებ ამას, მაგრამ რეალობაში სხვა სინამდვილეს რომ ვამჩნევ (მე ხშირად მიხდება უცხოელებთან საუბრების და შეხვედრების თარგმნა და მათი მასპინძლობა), გული მიკვდება!.. თუმცა, რას ვიზამთ, დროს სხვა ხედვა მოაქვს და ადრინდელი გულარხეინი მასპინძლობა ახლანდელმა ანგარებითმა შეცვალა – ესეც არ უნდა გვიკვირდეს!


ჩვენც, ქართველებიც უნდა მივხვდეთ, რომ – "Hომო Hომინის Aმიკუს კი არა, Lუპუს ესტ!" – ადამიანი ადამიანის მეგობარი კი არა – მგელია! ამ ჭეშმარიტებით, ცხადია, ევროპაში ვერავის გააკვირვებ, მაგრამ მგლების ხროვაში ჩავარდნილ საქართველოში რომ ამის დაჯერება არავის უნდა, ეს ტრაგიკომედიაა...


ხშირად გვესმის მავანთაგან: "საქართველომ უნდა იხსნას კაცობრიობა, ჩვენ განუმეორებელი მისია გვაკისრია!" დიდებული მოსასმენია – იმედს და ღირსებას მაინც გვმატებს, საარსებოს თუ არა! მაგრამ, ზოგჯერ გვავიწყდება – თუ ამხელა პასუხისმგებლობას ვიღებთ დანარჩენი კაცობრიობის წინაშე, მაშინ გვევალება კიდეც, ჯერ საკუთარი თავი გადავირჩინოთ "ჩვენი, ზოგადსაკაცობრიო, მისიონერული ვალის გამო."


ერთმა ჩემმა უცხოელმა მეგობარმა, 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, მთავრობის სახლთან გამართული "ტაშფანდურის" შემყურემ, დიდი გულისტკივილით და მობოდიშებით მითხრა: "მხოლოდ სულელების გარემოცვაში შეიძლება კომფორტულად იგრძნოს თავი შეურაცხადმა. ქართველები და მათი პრეზიდენტი ამის შესანიშნავი მაგალითიაო!.."


ძნელია მას არ დაეთანხმო. მაგრამ, სამწუხაროდ, არც ეს მოიტანს რამე შედეგს, თუკი ხალხი, მოსახლეობა არ მიხვდა იმას, რა მოელის.


შარშან, თებერვალში, გერმანიაში მორიგი "ბესტსელერი" გამოჩნდა წიგნების მაღაზიებში. მისი ავტორი გერმანული წარმოშობის ებრაელი გეორგ ფრიდმანი გახლავთ. მისი წიგნი – "შემდეგი ასი წელი" ფანტასტიკურად რეალურ ფორმებში წინასწარმეტყველებს დედამიწის მერმისს მომავალი ასი წლის მანძილზე. წიგნი ინგლისურად დაიწერა და რამდენიმე თვეში მრავალ ენაზე, მათ შორის, გერმანულადაც ითარგმნა. მე მას ყურადღებას არ მივაქცევდი, რომ არა ერთი ჩემი გერმანელი მეგობარი, რომელმაც მისახსოვრა იგი და ვრცელი მინაწერიც მოაყოლა მას:


"ძვირფასო დავით.


...ერთნაირი ბედი გველის გერმანელებს და ქართველებს მომავალი ასი წლის მანძილზე, მაგრამ, რაც გინდა გასაკვირი იყოს, თქვენ – 5 მილიონიან ქართველებს გაცილებით დიდი შანსი გაქვთ გადარჩენის, ვიდრე ჩვენ – 80 მილიონიან გერმანელებს და იგი შემდეგში მდგომარეობს:


– ჩემი სამშობლო გერმანია და გერმანელები, მას შემდეგ რაც სახელმწიფოებრივი სახე მიიღო და ცივილიზაციას ეზიარნენ, მუდამ სხვის დაპყრობაში და სხვისი მიწების შემოერთებაში იყვნენ გართულნი. უამრავი პატარა ხალხები და სახელმწიფოები არსებობდნენ გერმანიის ფრთის ქვეშ. 


– სუსტი იყო გერმანია – სუსტი და დამშეული იყო მის ფრთის ქვეშ მყოფი ხალხები და სახელმწიფოები!


– ძლიერი იყო გერმანია – ძლიერი და მაძღარი იყო მის ფრთის ქვეშ მყოფი ხალხები და სახელმწიფოები!


გერმანია სხვებზე ბატონობას იყო მუდამ მიჩვეული და სხვისი ფრთის ქვეშ ვერ მოთავსდება. იგი ამას ვერ აიტანს და მისი გადაშენება გარდაუვალია!


სულ სხვა რეალობასთან გვაქვს საქმე საქართველოს სინამდვილეში. თუ რომელიმე ერზე ითქმის დედამიწის ზურგზე "მათი ისტორია გამუდმებული ომების ისტორიააო", ეს, პირველ რიგში, ქართველებზე ითქმის. ამ მამაცმა ხალხმა გაუძლო დროის გამოცდას და ათასწლეულები გამოიარა დღემდე.


ჩვენ ადრეც არა ერთხელ გვიკამათია ამ საკითხზე – თუ რამ გააძლებინა საქართველოს მუდმივად სხვადასხვა დამპყრობლის უღელქვეშ.


ყოველთვის მახსოვს სამხრეთ საქართველოში შენს მიერ მოყოლილი და შენთან ერთად ნანახი ისტორიული ძეგლები, რომლებიც ხან მონღოლების, ხან სპარსების, ხანაც თურქების მიერ დაპყრობილ კუთხეში შენდებოდა (საფარის სამონასტრო კომპლექსი მიდგას თვალწინ, ამ სტრიქონებს რომ ვწერ)... რა ძალა შეაძლებინებდა იმდროინდელ ქართველობას ამ სასწაულებს?


შენ კარგად იცი ჩემი პასუხი – ღრმა რელიგიურობა, ათასწლოვანი ტრადიციების და წეს-ჩვეულებების ერთგულება, სიამაყე, რომ ქართველი ვარ და ქართველად დარჩენის გენეტიკური სურვილი!


მსოფლიოში 500 წელზე მეტხანს არც ერთ დინასტიას არ უარსებია ბაგრატიონების გარდა. მეამაყება, რომ ამ ქვეყანაში და ამ ხალხთან ერთად მომიწია წლების განმვლობაში ცხოვრება და მუშაობა.


თუ ქართველები არ უღალატებენ ათასწლეულების მანძილზე გამოცდილ, ზემოთ ნახსენებ თვისებებს, გერმანელებისგან განსხვავებით, 21-ე საუკუნის შუაწლების კატასტროფას გაუძლებენ და რომელიმე დიდი მეზობლის "სახურავის" ქვეშ იარსებებენ; აქამდე მოტანილ, ეროვნულ და კულტურულ სიმდიდრეებსაც წარმატებით განავითარებენ. დარწმუნებული ვარ, ჩემს არასასიამოვნოდ მოსასმენ დასკვნებს, ჩემი უსაყვარლესი ქართველების შეურაცხყოფად არ მიიღებ – ეს მწარე რეალობაა, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერც გერმანელი და ვერც ქართველი ვერ გაექცევა.


ზემოთ ვახსენე – ჩემი ერი არ არის სხვისი კალთის ქვეშ ყოფნას ჩვეული-მეთქი. სხვები იყვნენ მუდამ მის კალთას შეფარებული. ამიტომ, მას ის იმუნიტეტი არ გააჩნია, რაც ქართველობას და დაიღუპება!


ქართველები, პირიქით – მათ ათასწლეულების მანძილზე გამოუმუშავდათ დამპყრობლებთან ბრძოლის და უკიდურეს შეთხვევაში მათი ფრთის ქვეშ ცხოვრების იმუნიტეტი, ამიტომაც, თქვენ გადარჩებით! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კი ზეწოლას გაუძლებთ და არ გაგიქრებათ – ღრმა რელიგიურობა, ათასწლოვანი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების ერთგულება; სიამაყე რომ ქართველები ხართ და ქართველად დარჩენის გენეტიკური სურვილი!


ჩემო ძვირფასო დავით, იმედი მაქვს ჩემი წერილი კიდევ უფრო დიდი ინტერესით განგაწყობს წინამდებარე წიგნისადმი და ველოდები შენგან შემოხმიანებას!


პატივისცემით
პროფ. დრ. რ. არნიმი"


გერმანელებს, ეტყობა, კარგად აქვთ შეგნებული კარს მომდგარი დემოგრაფიული კატასტროფა და ისინი ყველანაირ ზომებს მიმართავენ ამ უბედურებისგან თავის დასაღწევად. საქმე იქამდის მივიდა, რომ ოთხი წლის წინ ქვეყნის საგარეო საქმეთა მამაკაცი მინისტრიც კი გათხოვდა, მაგრამ მეეჭვება გერმანელთა დემოგრაფიულ კატასტროფას რაიმე უშველოს გვიდო ვესტერველლეს თავგამოდებამ!


რაც შეხება გ. ფრიდმანის წიგნს, იგი ცდება ფანტასტიკის სფეროს და საკმაოდ პრაგმატულადაა დასაბუთებული მოსალოდნელი დემოგრაფიული ცვლილებები დედამიწის ზურგზე, რომელიც უახლოეს 50 წელიწადში რადიკალურად შეცვლის ძალთა თანაფარდობას ქვეყნებს შორის და ამ ქვეყნების სახელმწიფო საზღვრებსაც.


მანამდე კი კიდევ ერთი გულგასახეთქი ამონარიდი ამ წიგნიდან – ...2050 წლის მსოფლიო რუკაზე კავკასია მთლიანად გადაწითლებულია და იქ თურქეთის გარდა, არც ერთი სახელმწიფო არ ჩანს!


ლოგიკა მარტივია – თურქები გამრავლებას "მითამჟამური" მეთოდით აგრძელებენ!


ქართველები კი დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრას – ქალის-ქალზე და კაცის-კაცზე "ევრო-ამერიკული" დამყნობის წესით აპირებენ!

დავით ქობალია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: