ვინ ვინ გაწირა და როდის აეხდება სიმართლეს ფარდა?

ვინ ვინ გაწირა და როდის აეხდება სიმართლეს ფარდა?

ირაკლი ღარიბაშვილის 5-წლიან პატიმრობაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ამ თემაზე საუბარი ისევ გაგრძელდება, თუმცა, რა მოხდა სინამდვილეში, ამის გარკვევა ძალიან გაგვიჭირდება - ჩვენ მხოლოდ ვარაუდების დონეზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ!


 

გარკვეული მიზეზების გამო (ჩემი უმცროსი დის გარდაცვალებას ვგულისხმობ), არც დრო მქონდა და არც განწყობა, საკუთარი აზრი დამეფიქსირებინა აღნიშნულთან დაკავშირებით. თან, ასეთ საჭოჭმანო თემაზე ემოციური დასკვნების გაკეთება არ მიყვარს...


 

თუ სოციალურ ქსელში და ქართულ ტელემედიაში გამოთქმულ მოსაზრებებს გავაანალიზებთ, როგორც მოსალოდნელი იყო, საზოგადოების აზრი მკვეთრად განსხვავებულია. თუ ღარიბაშვილის ერთგული ფანები ისევპირველ ჩვენებასაწვებიან და ვერ წარმოუდგენიათ, ასეთი რამ მომხდარიყო, დანარჩენ ნაწილს ვერ გაურკვევია, რატომ გაწირეს ერთ დროს აჟიტირებული, პატრიოტული რიტორიკით ცნობილი ექს-პრემიერი?! არიან ისეთებიც, ვისთვისაც ბუნდოვანია, რას ედავებიან ღარიბაშვილს და რა საპროცესო გარიგებაზეა საუბარი.


 

ზოგიც ეჭვობს, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზება და მისი სახლიდან ამოღებული მილიონები (ყოველ შემთხვევაში, ეს ოფიციალური ვერსიაა) არ უნდა ყოფილიყო ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრების საფუძველი, რადგან, ჩინოვნიკების მხრიდან ასეთიგადაცდომებისისტემისთვის უცხო არ არის. მით უმეტეს, ამის მოგვარება შიგნითაც უხმაუროდ შეიძლებოდა!


 

ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი გუნდის წევრებსაც არ ინდობს და ექს-პრემიერიც სამაგალითოდ ამიტომ დასაჯეს, მხოლოდ კარგად შეფუთული ზღაპრის ნაწილია.


 

ჯერ ერთი, ღარიბაშვილი რიგითი ჩინოვნიკი არ ყოფილა, რომ ასეთ საჩოთირო ნაბიჯზე წასულიყვნენ; მეორეც, ეს გადაწყვეტილება სერიოზულად ურტყამს თავადქართული ოცნებისიმიჯსაც!


 

მაშ, რაშია საქმე? რატომ გაწირა ივანიშვილმა საკუთარი რჩეული, რომელიც ფონდის ხელმძღვანელობიდან ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრად გაამწესა, შემდეგ კი ორგზის გააპრემიერა?!


 

* * *


სხვებისა არ ვიცი, მაგრამ მე ვეჭვობ (ეჭვი მეპარება), რომ ღარიბაშვილის დაპატიმრების მიზეზი მხოლოდ უკანონო ქონების ლეგალიზება ყოფილიყო.


დიახ, ივანიშვილი საკუთარ რჩეულს მარტო სიხარბის გამო ასეთ ვერდიქტს არ გამოუტანდა - მისთვის ღარიბაშვილი არც გახარიაა და, სხვათა შორის, არც კვირიკაშვილი, რომელსაც ათეულობით მილიონის შთანთქმა ედება ბრალად!


 

* * *


როგორც ვთქვი, სოციალურ ქსელში განსხვავებული დამოკიდებულებაა ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრების მიმართ. არიან რადიკალურად განწყობილებიც, თუმცა, ბევრია ისეთი, ვინც ექს-პრემიერის დუმილს ვაჟკაცობად აფასებს, მით უმეტეს, მისგადაცდომასსახელმწიფოს წინაშე ჩადენილ დანაშაულად არ მიიჩნევს. ზოგიერთები კი თავშეკავებისკენ (არგანკითხვისკენ) მოგვიწოდებენ:


 

სამშობლოსთვის არ უღალატია“, „პოლიტიკური შეცდომა არ დაუშვია“, „ბიუჯეტის ფული არ მოუპარავს“ (ხათუნა ხოფერია).

 

ირაკლი შეგნებულად არ შევიდა სამართლებრივ დავაში. ეს საქმეს და ქვეყანას დააზიანებდა“ (ღარიბაშვილის ცოლის და).

 

როდესაც პრემიერ-მინისტრის ბედზე ვსაუბრობთ და ვივიწყებთ მისი ოჯახის ტრაგედიას, ჩვენ ვკარგავთ ადამიანურ სახეს... სხვისი ტრაგედიით ტკბობა არის სულიერი დეგრადაციის უმაღლესი მწვერვალი“ (პოლიტოლოგი ირაკლი ყიფიანი).

 

ვეთანხმები ბატონ ირაკლის, რომსხვისი ტრაგედიით ტკბობასულიერი დეგრადაციის უმაღლესი მწვერვალია, მაგრამ, თუ ზოგადად პატიმრის ოჯახის ტრაგედიაზეა საუბარი, ანალოგიურად უნდა ვიქცეოდეთ ნებისმიერი პატიმრის ოჯახის მიმართ, რასაც არ ვაკეთებთ!


 

თუ ექს-პრემიერსსამშობლოსთვის არ უღალატია“, თუპოლიტიკური შეცდომა არ დაუშვია“, თუბიუჯეტის ფული არ მოუპარავს“, მაშინ რატომ გაწირა გუნდმა, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც, ეტყობა, ძალიან ენდობოდა და რომელსაც სამართავად ორჯერ უბოძა სახელმწიფოს საჭე?!


 

რაც შეეხება სამართლებრივ დავაში შეგნებულად არშესვლას, რადგან ესსაქმეს და ქვეყანას დააზიანებდა“, აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა: ექს-პრემიერის პიროვნული გადაცდომა რატომ დააზიანებდა სახელმწიფოს?!


 

* * *


ვაღიარებ: მეც გულწრფელად მომწონდა ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფოებრივი (ეროვნული) რიტორიკა. მიმაჩნდა, რომ მან პირადი რისკის ფასად ქვეყანა ბეწვის ხიდზე გაატარა - ეს, რა თქმა უნდა, დასაფასებელია, მაგრამ დანაშაულის (და არა გადაცდომის) ჩადენის შემთხვევაში, ალიბად ვერ გამოდგება. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არ ვიცით, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე: შიდა კლანურ გარჩევებთან და ხელის გადაგრეხასთან, თუ უფრო შორს მიმავალცდუნებასთან“?!


 

ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: სიხარბის გამო ივანიშვილი მას ასე ადვილად არ გაწირავდა, მით უმეტეს, უკანონო შემოსავლების ლეგალიზება და მილიონების დაგროვება მას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ალბათ, არ დაუწყია...


 

საინტერესოა, რას ნიშნავს მისი დუმილი?! რატომ წავიდა საკუთარი პოლიტიკური იმიჯის თვითდასამარებამდე?!


 

თუ ამ კითხვებს დროულად არ გაეცემა პასუხი, ყაველაშვილის შეწყალება (რაზეც აპელირებენ) მას პოლიტიკურ იმიჯს ვერ აღუდგენს - შესაბამისად, ვერც ახალი ტიპის პოლიტიკურ ლიდერად მოგვევლინება, როგორც ამას მისი ფანები ვარაუდობენ.


 

შთაბეჭდილება მრჩება, რომ გაცილებით დიდ ცდუნებასთან (დანაშაულის კვალიფიკაცია ჩემი პრეროგატივა არ არის) გვაქვს საქმე, ვიდრე, ოფიციალურად გვეუბნებიან.


 

აქედან გამომდინარე, ძნელია იმის თქმა: ვინ ვინ გაწირა და როდის აეხდება სიმართლეს ფარდა?!


 

და კიდევ: როცა სახელმწიფოს პირველი პირი ხარ და ანტიდასავლურ რიტორიკას აწვები, საკუთარი შვილი ამერიკაში სასწავლებლად (მძევლად) არ უნდა გაგზავნო.


 

P.S. ეს ჩემი აზრია და პოლემიკაში შესვლას არავისთან ვაპირებ. კომენტარებში შეგიძლიათ გამოხატოთ საკუთარი პოზიცია, ოღონდ კორექტულად - არაკორექტული კომენტარები წაიშლება.



 


 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: