მილიარდიანი ფონდი და სოფელი დახმარების მოლოდინში

მილიარდიანი ფონდი და სოფელი დახმარების მოლოდინში

მცირე  მიწიანი ფერმერების ხელშეწყობის პროგრამა, სასოფლო-სამეურნეო კორპორაციების ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის განვითარება, სოფლის მეურნეობაში ჩართული კომპანიების იაფი კრედიტებით უზრუნველყოფა, გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინასების უზრუნველყოფა და სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ხელშეწყობის განხორციელება.


ეს ის პროირიტეტებია, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მილიარდიანი ფონდის ფარგლებში განსაზღვრა.


სამინისტროს ინფორმაციით, მუშაობა მიმდინარეობს პრემიერის მიერ გახმოვანებულ  უპრეცენდენტო ხვნა-თესვის პროგრამის შექმნაზე, რაც ახალი ტრაქტორებისა და მოტობლოკების შემოტანას, სამელიორაციო სამუშაოებისთვის ტექნიკის შეძენას გულისხმობს, თუმცა ამ ეტაპზე სამინისტრომ დეტალური ინფორმაიის გაცემისგან თავი შეიკავა.


პრემიერ-მინისტრის განამარტებით კი, ყველაფერი კეთდება იმისატვის, რომ გაზაფხულამდე თითო რეგიონს თითო ახალი საშუალო და მცირე გადამმუშავებელი ქარხანა ჰქონდეს. "მთავრობას სურს, უახლოეს გაზაფხულზე შექმნას უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც საქართველოში არსებული სავარგული მიწების მაქსიმალური რაოდენობა დაიხვნება და დაითესება", _ ამბობს ივანიშვილი.


რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მისი ინფორმაციით, პროგრამაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ის მხოლოდ იმიტომ ჭიანურდება, რომ მოსახლეობის 80%-ს მიწები დარეგისტრირებული ჯერაც არ აქვს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: