გია კრიალაშვილის ოჯახი ყოფილ მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს
დაღუპული გენერლის გია კრიალაშვილის ოჯახის წევრები საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ.
გენერლის დაღუპვის ოფიციალური მიზეზი ასეთია: გია კრიალაშვილი ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.
დაღუპული გენერლის დამ ოფიციალური განცხადებით პროკურატურას უკვე მიმართ. მისი თქმით, თვითმხილველებისგან მიღებული ინფორმაციით, გია კრილაშვილის სიკვდილს ესწრებოდნენ: გიგი უგულავა, ერთ-ერთი ახალაია, ვანო მერაბიშვილი და გივი თარგამაძე.
"ფიზიკურად და სულიერად მახინჯი თარგამაძე, ჩემს ძმას, როცა ის კვდებოდა, წიხლს ურტყამდა და აგინებდა", _ განაცხადა ლია კრიალშვილმა.