"ინტერპრესნიუსიდან" "ტელეიმედში"?!
ტელეკომპანია "იმედი" განახლებულ მაუწყებლობას 2013 წლიდან დაიწყებს. არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გიორგი არველაძე რეზო საყევარიშვილმა შეცვალა.
საინფორმაციოს ხელმძღვანელად ბაია ცანავა დაინიშნა, რომელიც საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" მთვარი რედაქტორი იყო.
"იმედში" "ინტერპრესნიუსის" ძველი კადრი ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილიც გადავიდა, რომელიც საინფორმაცი გამოშვებას წაიყვანს. ბოლო პერიოდში დაბრუნდაშვილი სტუადის GNS-ის გადაცემა "კვირის რეპორტაჟის" ჟურნალისტი იყო.
"მივიღე შემოთავაზება და გადმოვედი ამ არხზე. არანაირი კასტინგი მე არ გამივლია", _ აცხადებს გაზეთ "პრაიმ-ტაიმთან" ვასილ დაბრუნდაშვილი.
მისი თქმით, შემოთავაზება უშუალოდ არხის ხელმძღვანელობისგან, ბაია ცანავას ინიციატივით მოხდა.