"არმია" ისრაელის "ჰაპოელს" უმასპინძლებს

"არმია" ისრაელის "ჰაპოელს" უმასპინძლებს

საკალათბურთო კლუბი "არმია" 27 ნოემბერს ევროჩელენჯის ჯგუფურ ეტაპზე მეოთხე შეხვედრას გამართავს.


"არმია" სპორტის სასახლეში ისრაელის "ჰაპოელს" უმასპინძლებს, რომელთანაც გასვლითი მატჩი 69:84 დათმო.


კოტე ტუღუშის გუნდს ამ ტურნირზე სამივე შეხვედრა წაგებული აქვს და ჯგუფიდან გასვლის არც თუ დიდი შანსი დარჩა, თუმცა, ალბათ, კიდევ იბრძოლებს მეორე ადგილისთვის და საამისოდ "ჰაპოელის" დამარცხება მართებს.


"ჰაპოელი" თბილისში 26 ნოემბერს 20-კაციანი შემადგენლობით ჩამოფრინდა და სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" დაბინავდა. გუნდი 20:00 საათზე სპორტის სასახლეში ივარჯიშებს. ორი საათით ადრეა "არმიის" ვარჯიშია დაგეგმილი.


27 ნოემბერს მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება უფასოა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: