როდის მიაღწევს თურქეთი საქართველოსთან ურთიერთობის სრულყოფილ დონეს?

როდის მიაღწევს თურქეთი საქართველოსთან ურთიერთობის სრულყოფილ დონეს?

საქართველოს ფინანსთა მინისტრი თურქეთის ელჩს საქართველოში ლევენთ მურათ ბურჰანს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის, საინვესტიციო და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


მხარეებმმა ასევე საბაჟო სფეროში პარტნიორობის დინამიკასა და მის შემდგომ განვითარებაზეც იმსჯელეს.


,,თურქეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ   ურთიერთობის სრულყოფილ დონეს მივაღწიეთ. ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ სავაჭრო-ეკონომიკური  ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვითარებისთვის“, -  განაცხადა თურქეთის ელჩმა.


მისივე თქმით, ჩვენს ქვეყნებს შორის დიდი ხანია საპასპორტო მიმოსვლა არ არსებობს და ძალიან მალევე მოხდება ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპზე გადასვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთ-საქართველოს საზრვარზე მხოლოდ ერთ ადგილას მოხდება საზღვრის გადამკვეთთა რეგისტრაცია.


შეგახსენებთ, რომ ახალი მთავრობის დანიშვნის შემდეგ ეს  თურქეთის ელჩის პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: