ლადო პაპავა: რუსეთის ბაზრის გახსნა ქართულ კომპანიებზეა დამოკიდებული

ლადო პაპავა: რუსეთის ბაზრის გახსნა ქართულ კომპანიებზეა დამოკიდებული

"რუსეთს არ აქვს ოფიციალური დოკუმენტი ქართულ-რუსული ბაზრის დახურვაზე", _ განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლადო პაპავამ.


პრემირ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსეთთან სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძის დანიშვნის შემდეგ, ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის გახსნის მოლოდინი გაჩნდა.


ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს რომ, რუსული ბაზრის გახსნა პოლიტიკური საკითხია და ეს რუსეთის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს წმინდად ეკონომიკური საკითხია.


"რუსეთის მთავარი სანიტარის გენადი ონიშენკოს გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის რუსული ბაზრი დაიხურა. პირველ რიგში, უნდა დაიწყოს ქართულ-რუსულ კომპანიებს შორის მოლაპარეკება. თუ ქართული კომპანიები გამოთქვამენ რუსეთის ბაზარზე დაბრუნების სურვილს და შესაბამის სტანდარტებსაც დააკამყოფილებენ, რუსეთს არ ექნება მიზეზი, რომ ბაზარი არ გახსნას. მაგრამ, თუ მაინც ასე არ მოხდა, მაშინ ასეთ მდგომარეობაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას უკვე ჩარევის უფლება ეძლევა", _ განაცხადა ლადო პაპავამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: