ნოდარ ხადური: სექტემბრიდან პენსია 150 ლარამდე გაიზრდება

ნოდარ ხადური: სექტემბრიდან პენსია 150 ლარამდე გაიზრდება

„2013 წლის 1 აპრილიდან მოიხსნება პენსიონერებს შორის ასკობრივი სხვაობა და ყველა პენსიონერი 125 ლარს მიიღებს, ხოლო 1 სექტემბრიდან არსებულ საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდება და პენსია 150 ლარი გახდება“.


ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დანაცხადა.


ნოდარ ხადურის თქმით, პენსიების გაზრდასთან დაკავშირებით სამინისტროს უკვე ყველაფერი გათვლილი და დაანგარიშებული აქვს.


მინისტრმა ასევე თურქეთის ელჩთან შეხვედრის თაობაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებობს გარკვეული ტიპის ბარიერები, მათ შორის თურქეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანასთან დაკავშირებით.


,,ბარიერები არსებობს, მაგრამ საქართველო ძალიან მალე შეძლებს, სრულად განახორციელოს ტრანზიტი თურქეთის ბაზარზე“, - განაცხადა ხადურმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: