ოზურგეთში ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ

ოზურგეთში ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ

ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები ხვალ, 11 საათზე ოზურგეთში აქციას გამართავენ. ინფორმაციას სააგენტო ,,გურია ნიუსი“ ავრცელებს.


აქცია გმაფრთხილებელი ხასიათის იქნება და როგორც ვეტერანები აცხადებენ, ისინი ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.


„ჩვენს სასიკეთოდ ჯერ არაფერი გაკეთბულა. გუბერნატორი, გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ადგილზეა, ხალხს კი ხელისუფლების შეცვლის მოლოდინი აქვს. არჩევნები მშვიდად ჩატარდა და ესენიც მშვიდად უნდა წავიდნენ. ვეტერანები მათ გადადგომას მოვითხოვთ, სანაცვლოდ ჩვენ ავირჩევთ ისეთ კანდიდატებს, რომლებიც გადაწყვეტილებებს ხალხის სასიკეთოდ მიიღებენ“, - აცხადებს  ერთ-ერთი ვეტერანი.


მასივე თქმით, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, აქციები უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: