ელენე თევდორაძე: პრეზიდენტი მკვლელებს არ იწყალებს!

ელენე თევდორაძე: პრეზიდენტი მკვლელებს არ იწყალებს!

„თუ ადამიანს აქვს ბრალდება წაყენებული მკვლელობის, ნარკოტიკების გასაღების და სხვადასხვა „რეციდივში“, მათ პრეზიდენტი არ იწყალებს“, - აცხადებს „ივერიონთან“ საუბრისას შეწყალების კომისიის წევრი ელენე თევდორაძე.


ამით ელენე თევდორაძე ლევან პირველის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ნიკა უჩანეიშვილის მკვლელობის საქმეში თავს უდანაშაულოდ და შესაბამისად, ქვეყნიდან უსამართლოდ დევნილად მიიჩნევს. მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ მისი შეწყალების საქმე არც წინა და არც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ არ განიხილა.


ელენე თევდორაძე განმარტავს, რომ 20 წელიწადია „შეწყალების კომისიაშია“, აქედან 8 წელი კომისიის თავმჯდომარე იყო და ამ დროის განმავლობაში  არ ჰქონია  მკვლელების შეწყალების შემთხვევა.


რაც შეეხება აღნიშნულ მკვლელობას, რომლის მიხედვითაც ლევან პირველი პრეზიდენტმა საჯაროდ ამხილა დამნაშავედ, ამის შესახებ ელენე თევდორაძე ამბობს, რომ ინფორმაციას არ ფლობს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: