მოკლე და გრძელი როქი
უზენაესი სასამართლოს ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ მამუკა ახვლედიანი დაინიშნა.
რაც შეეხება ყოფილ თავმჯდომარეს მამია ფხაკაძეს, ის რუსთავის საქალაქო სასამართლოში განახორციელებს თავმჯდომარის უფლებამოსილებას.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ახვლედიანი 2000-2007 წლებში მუშაობდა უზენაეს სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობებზე, 2007 წელს დაინიშნა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ, ხოლო 2007 წლის სექტემბრიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა.
მამია ფხაკაძე 2007 წელს დაინიშნა მოსამართლედ, ხოლო 2010 წლის ივლისიდან თავმჯდომარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს.