ივანიშვილის გულგრილობა თუ "ნაციონალური" მმართველობა ნინოწმინდაში?
ახალი ხელისუფლების გავლენა რეგიონებამდე, ჯერჯერობით, ვერ აღწევს, ყოველშემთხევევაში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. იქ გავლენიანი პირი ისევ ენზელ მკოიანია, რაიონს კი მისი გუნდი იქნება ეს ადგილობრივი ხელისუფლება თუ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი, მართავს.
როგორც "ქართული ოცნების" წევრი და მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ალბერტ მუკბეკიანი "ივერიონთან" საუბრისას აღნიშნავს, ნინოწმინდაში ისევ გრძელდება მოსახლეობის შანტაჟი და დაშინება, რასაც უშუალოდ "ნაცმოძრაობის" მესვეურები განაგებენ.
"თავად ნინოწმინდის დეპუტატის ენზელ მკოიანის განცხადება "ნაცმოძრაობის" დატოვებაზე, თვალთმაქცურია, რეალურად ის ისევ რჩება "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერად და მათი იდეოლოგიის გამტარებელად ნინოწმინდაში", _ ამბობს ალბერტ ნურბეგიანი.
ნურბეგიანი იხსენებს არჩევნების წინაპერიოდს და აღნიშნავს, რომ "არჩვენები ნინოწმინდაში მთელი რიგი დარღვევებით მიმდინარეობდა, რასაც უშუალოდ ენზელ მკოიანი ხელმძღვანელობდა, რაშიც ნინოწმინდის პოლიციის უფროსი არსენ კარაპეტიანი და ნინოწმინდის პროკურორი ეხმარებოდნენ".
"ივერიონის" მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, პოლიციასა და პროკურატურას ნინოწმინდაშიAისევ ძველი კადრები ხელმძღვანელობენ. "ყოველ დღე მირეკავენ ნინოწმინდიდან და ითხოვენ ცვლილებებს, მეკითხებიან, არჩევნების შემდეგ, რატომ არაფერი შეიცვალაო? ამიტომაც, უახლოეს მომავალში გავუგზავნი წერილს ირაკლი ღარიბაშვილს მოთხოვნით, რომ შეიცვალოს ძველი კადრები ახალი პროფესიონალი და კომპეტენტური ადამინებით", _ აცხადებს ალბერტ ნურბეგიანი.
ვალერი ვახანია