ქეთრინ ეშტონი: საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა პირველად მოხდა

ქეთრინ ეშტონი: საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა პირველად მოხდა

დღეს თბილისს ევროკავშირის მთავარი კომისარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონი ეწვია. ოფიციალური ვიზიტის დასრულებამდე "შერატონ მეტეხი პალასში" სპეციალურად ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.


"მსურს განვაცხადო, მოხარული ვარ, რომ საქართველოში ისტორიული არჩევნების შემდეგ ვიმყოფები. ეს არის ხელისუფლების პირველი დემოკრატიული გადაცემა", _ განაცხადა ქეთრინ ეშტონმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.


ევროკავშირის მთავარი კომისარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში აცახდებს, რომ საქართველოში დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების მისალოცად ჩამოვიდა. "მე ჩამოვედი, რომ მიმელოცა პრემირ-მინისტრისთვის და პრეზიდენტისთვის ეს შესანიშნავი მიღწევა. მე მოვუწოდებ, რომ გააგრძელონ თავიანთი თანამდებობებისა და ინსტიტუტების გამოყენება საქართველოს კარგი მართველობის უზრუნველსაყოფად. მე ხაზი გავუსვი, რომ ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, დაიცვას ძირითადი ფასეულობები ევროპასთან მიმართებაში", _ განაცხადა ეშტონმა.


ის ასევე გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე დაკავებებს: "არ უნდა არსებობდეს შერჩევითი სამართალი და ანგარიშსწორება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. წარსულში ჩადენილი დარღვევების გამოძიება გამჭვირვალე და მიუკერძოებული უნდა იყოს".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: