საქართველოში მოდელთა უფლებებიც ირღვევა?!

საქართველოში მოდელთა უფლებებიც ირღვევა?!

„მოდელთა უფლებების  ასოციაციის“  წარმომადგენლები ხვალ სასამართლოს სარჩელს წარუდგენენ. მანამდე კი, საქალაქო სასამართლოსთან საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.


საკითხი ეხება  „რუსთავი 2“ -ის ეთერში გასული რეალითი შოუს „ტოპ გოგოს“  ორგანიზატორი კომპანია „კიკალა სტუდიოს“ მიერ კონკურსის გამარჯვებული მოდელის თაკო თალაკვაძის უფლებების  უხეში შელახვის ფაქტებს.  აღნშნულის თაობაზე მომზადებული სარჩელი  ხვალვე წარედგინება სასამართლოს.


რაც შეეხება  ბრიფინგს,  ის თბილისის საქალაქო სასამართლოსთან  ლაშა ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით 16 საათზე გაიმართება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: