ემზარ ჯგერენაია: დროა, ქართველმა მწარმოებლებმა ევროპული შეფუთვა ისწავლონ!

ემზარ ჯგერენაია: დროა, ქართველმა მწარმოებლებმა ევროპული შეფუთვა ისწავლონ!

"ევროკავშირთან 2013 წელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, მართლაც შესაძლებელია, ხოლო ასოცირებაზე ვერაფერს გეტყვით", - ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიამ "ივერიონთან" საუბრისას განაცხადა.


ექსპერტის თქმით, მოლაპარაკების  იმ დონეზე, რა დონეზეც ჩვენ ვიმყოფებით, სავსებით შესაძლებელია ხელშეკრულება მომდევნო წელს გაფორმდეს, რაც ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისით, დიდ სარგებელს მოუტანს.


"ევროპული ბაზარი, რუსეთის ბაზართან შედარებით, უფრო დიდი და მდიდარია, ამიტომაც უკვე დროა, ქართველმა მწარმოებლებმა ისწავლონ ევროპული წარმოება და პროდუქციის ევროპულად შეფუთვა", _ განმარტავს ექსპერტი. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: