ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია
შსს-ს 7-ე განყოფილების თანამშრომლებმა ყაჩაღობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2012 წლის 16 ნოემბერს, 01:45 საათზე, დანებით შეიარაღებულმა სამმა პირმა ანაპის დივიზიისა და ჩარგლის ქუჩების კვეთაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ “ვისოლის” ოპერატორს, კახა ზაქაშვილს კომპანიის კუთვნილი 195 ლარი, პირადი მობილური ტელეფონი და ოქროს ბეჭედი გასტაცეს.
ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად შს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს ეჭვმიტანილები, 1988 წ.დ. ნიკა გ 1993 წ.დ. რომან ო. და 1993 წ.დ. ტარიელ ქ.
ნივთმტკიცებები ამოღებულია. დაკავებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული.
გამოძიებას 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით შს მე-7 განყოფილება აწარმოებს.