დანიშნონ ბარემ ხაბარელის შვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად

დანიშნონ ბარემ ხაბარელის შვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად

გადაწყვეტილება საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის გადატანის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ყრილობაზე მიიღეს.

ყრილობაში ხმის მიცემის უფლების მქონე 51 დელეგატიდან  27 მონაწილეობდა. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობაზე განაცხადი ორმა კანდიდატმა -  მამუკა ხაბარელმა და დავით  ხახალეიშვილმა გააკეთეს, თუმცა ორივე კანდიდატმა კანდიდატურები მოხსნეს.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ყრილობის წამყვანმა და ფედერაციის გენერალურმა მდივანმა - ვლადიმერ ნუცუბიძემ დღის წესრიგში არჩევნების თარიღის გადატანის საკითხი დასვა და ახალ თარიღად 10 დეკემბერი დასახელდა, კანდიდატურების შემოტანის ბოლო ვადად კი 7 დეკემბერი განისაზღვრა.

ასევე გარკვეული კორექტივები შევიდა აღმასკომის ხმის მიცემის მქონე დელეგატთა შორისაც, ძიუდოს ფედერაციის აღმასკომი საკუთარი სურვილით დატოვეს ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე დავით ნამგალაურმა, აღმასკომმა უფლებამოსილება შეუჩერა მერაბ ჩიქობავასა და გიორგი უდესიანს.

ყრილობას სტუმრის სტატუსით  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდული კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი ესწრებოდნენ.

ახალი ხელმძღვანელი ძიუდოს ფედერაციას მომდევნო 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: