უსამართლოდ დათხოვილი ოფიცრები ჯარს დაუბრუნდებიან?!
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ჯარში იმ სამხედრო მოსამსახურეების დაბრუნებას ითხოვს, რომლებიც წინა ხელისუფლებამ უსამართლოდ დაითხოვა.
ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში" განაცხადა.
"ჩვენ შევისწავლით იმ ოფიცრების საქმეებს, რომლებიც უსამართლოდ არიან სამსახურიდან დათხოვნილები. სანამ სამხედრო მოსამსახურეების ღირსება არ იქნება დაცული, მანამდე ვერანაირი ჯარი ვერ ჩამოყალიბდება", _ აცხადებს სესიაშვილი.
მისი ინფორმაციით, კომიტეტში შესულია უამრავი განცხადება, დათხოვნილი ოფიცრები საკუთარი საქმეების შესწავლას მოითხოვენ. "ჩვენ შევეცდებით ყველა განცხადების ავტორის დაკმაყოფილებას. დათხოვნილები არიან მაღალი და საშუალო რანგის სამხედრო მოსამსახურეები. მე მოვითხოვ, რომ ყველა განცხადება ყურადღებით გადაიხედოს. გპირდებით, რომ ყველა ღირსეული ოფიცრის ადგილი სამხედრო ძალებში იქნება", _ ამბობს სესიაშვილი.