კახა კუკავა: დაპატიმრებებს შერჩევითი ხასიათი აქვს

კახა კუკავა: დაპატიმრებებს შერჩევითი ხასიათი აქვს

,,მე არ ვიწონებ ახალი ხელისუფლების პოლიტიკას და მიმაჩნია, რომ მათ მიერ განხორციელებულ დაპატიმრებებს ნამდვილად აქვს ერთგვარი შერჩევითი ხასიათი."


ამის შესახებ პარტია ,,თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა გაზეთ ,,ახალ თაობასთან" ინტერვიუში აცხადებს.


მისი თქმით, ყველა, ვინც დაპატიმრებულია, დამნაშავეა, მაგრამ ეს არის შერჩევითი დაკავებები, ვინაიდან ყველა მძიმე დამნშავე დაპატიმრებული არ არის.


,,ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ ხდება მესამე და მეხუთეხარისხოვან საქმეებზე ბრალის წაყენება, მაშინ, როდესაც არსებობს ძალიან გახმაურებული საქმეები _ მკვლელობები, დარბევები, პატიმართა წამებები... მე ვფიქრობ, სწორედ ეს საქმეები უნდა იქნას წარდგენილი ბრალად", - აცხადებს კუკავა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: