ქურდები დაკავებულია

ქურდები დაკავებულია

შინაგან  საქმეთა  სამინისტროს სამცხე  ჯავახეთის სამხარეოს  მთავარი სამმართველოს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე,   ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა   ხუთკაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებმაც    25 ნოემბერს  ბორჯომში   სწრაფი   ჩარიცხვის  აპარატები    გაქურდეს.

დაკავებისას  მათ   გორში სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ფაქტებიც აღიარეს.

საქმე აღძრულია  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის  მესამე ნაწილით,  რაც  4-დან 7 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  საქმეს  შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის  რაიონული სამმართველო იძიებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: